კვირა, იანვარი 25, 2026
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს...

“მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა” – კახა კალაძე

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე ვარაუდით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.

ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.

ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან შემართებით ვარ, ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, პატიმრობის დასრულების შემდეგ, მედიასთან...

“სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს” – უწყების განცხადება

პატიმრობაში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნანა სანდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც...

კახა ბექაური: მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს და ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“ეს ჩემი საფიქრალი არ არის, იკითხოს და იმტვრიოს თავი ივანიშვილმა😊” – ლელა ჯეჯელავა

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით სკანდალურ მოსაზრებას...