ჟურნალისტი ვახო სანაია 2009 წლის ფოტოებს აქვეყნებს და წინა და მოქმედი ხელისუფლების დროინდელ საპროტესტო აქციებს ერთმანეთს ადარებს, კონკრეტული შეფასებებით:
“ეს 2009 წელია. ოპოზიციამ საავტომობილო გზაზე საკნები განალაგა და რუსთაველი გადაკეტა. თითქმის 4 თვე იდგა. ბოლოს უბრალოდ ეწყო ეს კონსტრუქციები დედაქალაქის ცენტრში, შიგნით ფაქტობრივად არავინ იყო. მერე თავად დაშალეს. ხელისუფლებას ხელი არ უხლია.
მაშინ ოპოზიციამ პროტესტის ეს ფორმა აირჩია – უნდოდა და იდგა საკნები ! რუსთაველი, უპირველესად, ეკუთვნის იმას, ვისაც პროტესტი აქვს.
რა ხდება დღეს? ივანიშვილი ხალხს იჭერს ტროტუარზე დგომის გამო, სადაც არავინ არავის უშლის ხელს.
,,ქართული ოცნება” ფეხებსაც ვერ მოსჭამს უწყვეტ პროტესტს“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
2009 წელი, საპროტესტო აქცია თბილისში




