“ლეიბორისტული პარტიის” თავჯდომარე შალვა ნათელაშვილი, აგლაძის ქუჩაზე, მეორადი საბურავების მაღაზიების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და უმადურობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“აი ეს ბაზარი 2002 წელს ჩვენ გადავარჩინეთ, გადაყავდათ სადღაც რუსთავის გიურზებით სავსე ტყეებში. სიკეთე მაგრად დაგვიფასეს, ივანიშვილის კულტი და ჩვენდამი უმადურობა ნახეს მერე ჩვენმა აგიტატორებმა 2012 წელს მანდ ჩამოვლისას.
ბოლო არჩევნებისას მე გავედი პირადად, მაინტერესებდა მათი სულიერი ტრანსფორმაცია. კარგად შემხვდნენ, თუმცა თვალს მარიდებდნენ, მაგრამ მაინც აღმოვაჩინე ღიპიანი ვაჭრების ჯოგი, აი მაგ დაშლილების თუ საბურავების სექციასთან, რომლებსაც კვლავ ბიძინ გადამშენებელის სანთელი ენთოთ.
სანამ ბაზარი ასეთი არარევოლუციური, მონა და კერპთაყვანისმცემელია, არავითარი სიკეთე არ იქნება.
გადახედეთ ირანს, ბაზრის მოვაჭრეები დგანან ომში წინა ხაზზე და არცერთი პარტია თუ პოლიტიკოსი იქ ჯერ არ უნახავთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: აგლაძის ქუჩაზე, მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელები, ახალი რეგულაციების გამო, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ ექნებათ, რის გამოვ აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ საგადასახადო და საბანკო ვალდებულებები გვაქვს, თუმცა გვეუბნებიან, წადით სახლში, არ გვაინტერესებსო.

