spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ივანიშვილი არ შეიცვლება. ასეთი ბოროტი იყო, ასეთად დარჩება...

“ივანიშვილი არ შეიცვლება. ასეთი ბოროტი იყო, ასეთად დარჩება და მისი გაკეთილშობილება არც არის ჩვენი ამოცანა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის”  და “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა შეწყალების აქტის გამოცემის მოლოდინისას შექმნილ სიტუაციას მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური მმართველობითი აქტი – შეწყალება, გადააქციეს სადისტურ რიტუალად.

თვითონ შექმნეს მოლოდინი და ამ მოლოდინით აწამეს ადამიანები.

ივანიშვილი არ შეიცვლება. ასეთი ბოროტი იყო, ასეთად დარჩება და მისი გაკეთილშობილება არც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უნდა გავიაზროთ ვისთან გვაქვს საქმე. ამის გარეშე ვერ გავიმარჯვებთ.

გუშინ ბევრი კარგი ადამიანისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ყაველაშვილი არ იყო ასეთი მონა, რომ “ქართულ ოცნებაში” ბევრი ადამიანია, ვისაც ესმის ჰუმანურობის ფასი და მათ უნდა აიმაღლონ ხმა ადამიანურობის სახელით.

არა! ვინც ახლა კიდევ ოცნებაშია, იმას ხმა აღარ აქვს, არც სინდისი აქვს, არც ტვინი თავში. მათში ადამიანს ვეღარ გააღვიძებ.

ჩვენ მოგვაგებინებს მხოლოდ ძალა – ბევრი გაბრაზებული ხალხი ქუჩაში, ბევრი სანქცია, მტანჯველების არაღიარება ლეგიტიმურ ხელისუფლებად“, – წერს გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...