spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"სინამდვილეში, ეს არის უპატიოსნო მანიპულაცია და მოსახლეობისთვის თვალებში...

“სინამდვილეში, ეს არის უპატიოსნო მანიპულაცია და მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის პოზიცია-შეფასებები და კონკრეტული განმარტებები მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით:

ქ/ოცნების მთავარი გზავნილი, განათლების რეფორმასთან მიმართებით, ასეთია:

პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოში უმაღლესი განათლება გახდება უფასო.
მომხიბვლელად გამოიყურება, არა?

სინამდვილეში, ეს არის უპატიოსნო მანიპულაცია და მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. თავად განსაჯეთ:

1. სტუდენტები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებოდნენ როგორც სახელმწიფო გრანტის (100%, 70%, სოციალური გრანტები), ისე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფინანსების წყალობით. ახლა საკუთარი ჯიბიდან გადახდის შესაძლებლობა ისპობა – ქ/ოცნება სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს 100%-ით დაფინანსებას ჰპირდება. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, თუ დაფინანსება არ გაიზარდა? იგივე რაოდენობის სტუდენტი რომ შეინარჩუნოს თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში (წელიწადში დაახლოებით 22-25000), ქვეყანას დასჭირდება მინიმუმ 2.5-ჯერ მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე აქამდე იხარჯებოდა. ასეთი ზრდა ბიუჯეტში არ ფიქსირდება;

2. ერთ ქალაქში რომელიმე სასწავლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლება (ანუ, თუ, მაგალითად, თბილისში სამართალს სწავლობდნენ 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა მხოლოდ ერთში ისწავლიან). ეს ნიშნავს, რომ სტუდენტთა კონტინგენტიც შემცირდება, რადგან შეუძლებელი თბილისში მხოლოდ ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა უზრუნველყოს ყველა მსურველის მიღება.
რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან?

ამ რეფორმით მნიშვნელოვნად შეიზღუდება უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, უფასო განათლება სტუდენტთა მხოლოდ შემცირებულ ნაწილს მიეწოდება!

პრინციპში, ამას არც ხელისუფლება მალავს. გია ვოლსკიმ პირდაპირ თქვა, რა საჭიროა ამდენი უმაღლესდამთავრებული, როდესაც ქვეყანას, მაგალითად, “ბოთლის მბერავები” სჭირდებაო. ამით ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ ქვეყნისთვის ზედმეტია განათლებული და წარმატებული ახალი თაობა, დაკვეთა იაფ მუშახელზეა, კარიერული ამბიციების გარეშე“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...