spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება" -...

“სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების თოვლისგან გაწმენდა, თუმცა სამუშაოები შიდა გზებსა და ჩიხებშიც მიმდინარეობს.

ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია. როგორც კერძო ავტომობილები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაადგილდება შეუფერხებლად. ინტენსიური თოვის გამო, გვაქვს გარკვეული პრობლემები. შემოერთებულ ტერიტორიებზე არის ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. რასაკვირველია, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, თუმცა პარალელურად მიდის შიდა გზების წმენდაც. სამუშაოები ისევ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მადლობა “თბილსერვისის” თანამშრომლებს, გამგეობებს, კონტრაქტორ კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ს და ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა მერმა.

მანვე მოუწოდა ავტომობილების მძღოლებს, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.

თავის მხრივ, მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ 24-საათიან რეჟიმში გრძელდება მუშაობა, რომელშიც “თბილსერვის ჯგუფის” გარდა, ჩართული არიან გამგეობები და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და მათი კონტრაქტორი კომპანიები.

უწყვეტ რეჟიმში ვწმენდთ ცენტრალურ გზებს და შევდივართ შიდა გზებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსულ ყველა თხოვნაზე ხდება რეაგირება. ბუნებრივია, მთელი თბილისის მასშტაბით ყველა ქუჩის და ჩიხის დასუფთავება შეუძლებელია, თუმცა ეტაპობრივად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მივდივართ ყველგან. მზად ვართ, ქალაქის მოსაწესრიგებლად და მოსახლეობის დასახმარებლად 24 საათის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...