პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენას მოითხოვს:
“კარგია, რომ უდანაშაულო მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა ორ მონაწილეს, კარგია რომ სისტემა ამოძრავდა და მის დედას, ძლივს, საქმის მასალები გადასცეს. თუმცა! ეს არასაკმარისია.
არ შეიძლება აქეთ იყოს წესიერი კაცი, უკვე წასული ჩვენგან და მისი ოჯახი, რომელიც სანთლით ეძებს სამართალს და იქით დამნაშავეების ხროვა, რომელიც ჩაგრავს წესიერ ხალხს და ვისაც პასუხს არავინ თხოვს. არ შეიძლება!
ეს დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, ეს ჩაგვრა უნდა დასრულდეს, ეს ძალადობა წესიერ ადამიანებზე უნდა დასრულდეს. მჩაგვრელებს სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს პასუხი, კანონმა უნდა მოსთხოვოს პასუხი. როცა წესიერ ადამიანს ზურგში მიეპარები, ტურასავით და ჯგუფურად, ჩუმად, როგორც მშიშარა, გაუსწორდები უნდა მოგვხდეს სამართლის მუშტი. ესაა სწორი და ასე იქნება ჩვენი ხალხი დაცული.
სიმართლე უნდა დადგინდეს ავალიანის საქმეზე. ავალიან-კუპატაძეების ოჯახს ჩემი სრული თანაგრძნობა და მხარდაჭერა✊“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

