სამშაბათი, იანვარი 13, 2026
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მმართველობა არა მხოლოდ აფერხებს პროგრესს, არამედ...

“ქართული ოცნების” მმართველობა არა მხოლოდ აფერხებს პროგრესს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი შორენა ლობჟანიძე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს და კონკრეტული ფაქტების გახსენების პარალელურად, მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით:

საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ლანდშაფტი წარმოადგენს კლასიკურ კაკისტოკრატიას, სადაც მერიტოკრატიის ანუ ნიჭიერთა და ღირსეულთა მმართველობის იდეა საბოლოოდ ჩაანაცვლა ლოიალობაზე დაფუძნებულმა ნეგატიურმა სელექციამ.

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სისტემაში დაწინაურება არა ცოდნითა და გამოცდილებით, არამედ პირუტყვივით უპირობო მორჩილებით ხდება და ქვეყანას ინსტიტუციური კოლაფსისკენ მიაქანებს.

დღეს საქართველოში სახელმწიფო მართვის სადავეებთან გვყავს ადამიანები, რომელთა ერთადერთი კვალიფიკაცია პოლიტიკური ვერტიკალისადმი მონური, უტყვი მორჩილებაა, რაც პირდაპირ აისახება გადაწყვეტილებების ხარისხსა და ქვეყნის სტრატეგიულ სტაგნაციაზე.

ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური არაკომპეტენტურობის პრობლემა, ეს არის სისტემური მანკიერება, სადაც ინტელექტი და კრიტიკული აზროვნება საფრთხედ აღიქმება.

კაკისტოკრატიული მმართველობის პირობებში სახელმწიფო აპარატი ივსება იმ უწიგნური, გაუნათლებელი კადრებით, რომლებსაც არ გააჩნიათ არც ხედვა და არც პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე, რადგან მათი ძალაუფლების წყარო არა ხალხის ნდობა, არამედ ვიწროპარტიული იერარქიაა.

შედეგად, ჩვენ მივიღეთ ,,პოლიტიკური ელიტა”, რომელიც მოწყვეტილია რეალობას, ვერ პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და ნებისმიერ კრიტიკას მხოლოდ აგრესიითა და დემაგოგიით უპირისპირდება.

კაკისტოკრატიის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც საქართველოში მკაფიოდ გამოიკვეთა ,,ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში, არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ვიწრო ჯგუფური ინტერესებისთვის, რაც საზოგადოებრივი სიკეთის იგნორირების ხარჯზე ხდება.

როდესაც მმართველ რგოლში პროფესიონალიზმს ცვლის უტიფრობა, ხოლო ეთიკას კორუფციული გარიგებები, სახელმწიფო კარგავს თავის ფუნქციას და იქცევა ინსტრუმენტად რამდენიმე არაკეთილსინდისიერი (კრიმინალი) ადამიანის კეთილდღეობისთვის.

ეს ვითარება ქმნის უიმედობის განცდას საზოგადოების ყველაზე კვალიფიციურ ნაწილში, რაც იწვევს „ტვინების გადინებას“ სახელმწიფოდან და ქვეყნის ინტელექტუალურ გამოფიტვას.

საბოლოო ჯამში, ,,ქართული ოცნების” მმართველობა არა მხოლოდ აფერხებს პროგრესს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. როდესაც არაკომპეტენტურობა ნორმად ცხადდება, ხოლო უვიცობა და უწიგნურობა სიქველედ, ქვეყანა კარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს და შინაგან მდგრადობას.

საქართველოსთვის კაკისტოკრატიის დაძლევა აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლა, რათა ქვეყანამ დაიბრუნოს თავისი ნამდვილი დანიშნულება და ადგილი განვითარებულ სამყაროში, სადაც მართვა არა პრივილეგია, არამედ მაღალი კომპეტენცია და მსახურებაა.

ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კაკისტოკრატია, თავისი ბუნებით, თვითგანადგურებადი ფორმაციაა.

მისი დასასრული, როგორც წესი, სამი სცენარით ვითარდება:
1. სრული ინსტიტუციური ჩამოშლა;
2. სოციალური აფეთქება;
3. გარე ჩარევა, რომელსაც დასუსტებული სახელმწიფო წინააღმდეგობას ვერ უწევს.
არალეგიტიმური ხელისუფლების მართვის სადავეებთან მყოფი „უარესნი“ ქვეყანას რესურსებისგან ცლიან და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს ისე აპარალიზებენ, რომ დგება მომენტი, როცა სისტემა საკუთარი უგუნურების სიმძიმის ქვეშ იბზარება.

კაკისტოკრატიის კლასიკურ მაგალითად ხშირად მოჰყავთ ნიგერიის მეორე რესპუბლიკა (1979-1983წწ.).
ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ელიტა, რომელმაც ნავთობიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლები სრულიად არაკომპეტენტურად დახარჯა, ქვეყანა ჰიპერინფლაციამდე და შიმშილამდე მიიყვანა, ხოლო სახელმწიფო აპარატი კორუფციულ ჭაობად აქცია.
ეს რეჟიმი დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, რადგან არაკომპეტენტურობამ სახელმწიფო ელემენტარული ფუნქციების შესრულების უნარს გამოაცალა.
კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია ჰაიტი ფრანსუა „პაპა დოკ“ დუვალიესა და მისი ვაჟის მმართველობისას.

აქ სახელმწიფო მართვა ჩაანაცვლა ტერორმა და სრულმა ანტი-ინტელექტუალიზმმა.
შეიქმნა სისტემა, სადაც ერთგულება ერთადერთი საზომი იყო, საბოლოოდ სოციალური ქაოსითა და დიქტატორის გაქცევით დასრულდა, თუმცა ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში გაჰყვა „უარესთა მმართველობის“ მიერ დატოვებული ნანგრევები.

კაკისტოკრატიის ფინალი თითქმის ყოველთვის დრამატულია, რადგან ასეთ რეჟიმებს არ გააჩნიათ „სათადარიგო გასასვლელი“, მათ არ შეუძლიათ ძალაუფლების დათმობა არჩევნების გზით, რადგან ეს მათთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

შესაბამისად, ისინი ბოლომდე ებღაუჭებიან სავარძლებს, სანამ ეკონომიკური გაკოტრება ან მასობრივი პროტესტი საბოლოო წერტილს არ დასვამს და სკამებს ჩაბღაუჭებულებს სკამებიანად არ გამოათრევს მოსახლეობა მოქალაქეთა სამსჯავროზე.

ქართული რეალობისთვის არსებული მოცემულობა ძალიან საგანგაშოა.

ისტორია გვასწავლის, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება კაკისტოკრატია სათავეში, მით უფრო მძიმე და მტკივნეულია მისი გარდაუვალი ნგრევის პროცესი.

ქვეყნის რეაბილიტაციას კი, რომლის ინსტიტუციებიც არაკომპეტენტურობამ გამოფიტა, წლები და ზოგჯერ ათწლეულები სჭირდება“, – წერს შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ბრძოლასაც მოვიგებთ ღირსებით და სიმართლით‼️” – ელისო კილაძე

"30 წელია ჟურნალისტი ვარ, 2013 წელს, როცა "ქრონიკა+" დავაფუძნე,...

“ყველას, ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წლების წინ, ირანში განხორციელებულ...

“რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, ქოცს ინსქტრუქცია ჩამოუვიდა და პაპუაშვილმაც განცხადება გამოაცხო” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ჯერ თქვენ გაუშვით ხამენეი მოსკოვში, მერე ჩვენ მივაყოლებთ ივანიშვილს” – მიხეილ სააკაშვილი ფერეიდნელ ქართველებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი წლის მერე სად იქნება კობახიძე ან მდინარაძე არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა😎”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ერთგვარ შედარებას ახდენს...

“34 წელია ჟურნალისტი ვარ! მე ვარ წესების ადამიანი და მეგობრებიც ასეთი მყავს‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის...

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევი?” – უყვიროდა ის სოფოს და...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალისო-რომანტიკულ ისტორიას ჰყვება: "ალისამ ამასწინათ...