ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შეფასებას ახდენს, კონკრეტული მინიშნებებით:
“თუ დიდ სურათს შეხედავთ, დაინახავთ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია და ის არა ტერიტორიულ, ან თუნდაც ეკონომიკურ, არამედ ფუნდამენტალურ, მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს.
საუბრები გრენლანდიაზე, კანადაზე, ევროპასა და აშშ-ს შორის პრობლემებზე, უკრაინაზე “გაბრაზება”, ერთგვარი თამაშია და სტრატეგიული მოწინააღმდეგის დაბნევას და დეზორიენტაციას ემსახურება.
საბედნიეროდ, კარგად ჩანს, რომ ბოროტების ღერძმა უკვე მიიღო დამანგრეველი დარტყმა, რაც იმედი მაქვს, მისი განადგურების შეუქცევადი პროცესის დასაწყისია“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

