spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩემთვის ჩემი მსაჯულია ჩემი შვილები და ის ვისაც...

“ჩემთვის ჩემი მსაჯულია ჩემი შვილები და ის ვისაც ჩემი სჯერა” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებელი” სოციალურ ქსელში აზიარებს პარტიის ერთერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის სიტყვას სასამართლო პროცესზე:

მე არ ვემიჯნები ამ განზრახ ქმედებებს, დღესაც ასე ვფიქრობთ. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალს. უნდა დაინახოთ, მე პოლიტიკოსი ვარ. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ რომ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვყოფილიყავი.

ჩემთვის ჩემი მსაჯულია ჩემი შვილები და ის ვისაც ჩემი სჯერა. პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ ვინმესთან ერთად ვიყავი, სადაც დაიგეგმა დამხობა. მე აქციაზე ვიყავი. იყო ადამიანი ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოხვიდეთ და იყო ის ვისაც სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს რაღაც გადაწყვეტილებაა მიეღო. აქ ამოჭრილია, მე არ ვარ ორგანიზატორი. თუ პოლიტიკურ რიტორიკად ითვლება “ოცნების” განცხადებები ჩვენი რატომ არ ითვლება. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, პირდაპირი თუ ირიბი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩართული ვიყავი ესაა აბსურდი…

მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა. წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას.

ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...