spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"‼️არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! გთხოვთ,...

“‼️არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი!‼️” – ეკა კუპატაძე

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, თავისი ცხოვრებიდან კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და შვილის მკვლელობისთვის სამართლის საპოვნელად საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს:

‼️არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!
მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს!
გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი!‼️

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია; დედასთანაც არასდროს დამიწუწუნია.

სახლიც გადმომითოვლავს, ვენახიც მომიწამლავს, ხარ-ურემსაც გავძღოლივარ , ღამით ქარმა შუქი რომ გამითიშა და ბატონებიანი შვილები მყავდა, კოქტებით დენის ბოძზეც ავსულვარ და მავთულები გადამიბამს; დღე და ღამ მუხლჩაუხრელი შრომით, სიმწრით გავზარდე შვილები!

არც სხვისი შვილებისთვის მიღალატია, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს 30 წელი!

ახლა, როცა ჩემი სპეტაკი და გენიოსი შვილიკო გარყვნილი, პირსისხლიანი ბრბოს მსხვერპლი გახდა, მუხლმოდრეკით გევედრებით ყველას.

📌მოდით 8 იანვარს, 16:00სთ-ზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24).

წრფელი ცრემლების ზღვა გაჰყვა ჩემს შვილს, უწყვეტ ნაკადად მოდიოდით სამძიმრის სათქმელად, ამისთვის მადლობა ყველას, მაგრამ ახლა უფრო მჭირდებით.

მჭირდებით ყველა:
მედიის წარმომადგენლები,
ბიძაშვილ/მამიდაშვილ/დეიდაშვილები,
ნათლია/ნათლულები,
ახლო და შორი ნათესავები,
მეგობრები და კოლეგები,
მოსწავლეები და მათი მშობლები,
ძველი და ახალი მეზობლები,
უცნობი გულმხურვალე ადამიანები…

ვინც წინა აქციაზე პროკურატურის წარმომადგენლების სახე ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ მათაც გულწრფელად ტკივათ გიგა, მაგრამ ისეთ ლაბირინთში აიხლართნენ, თავს ვეღარ აღწევენ.

დავდგეთ ერთად, ვუთხრათ, რომ უკან დახევა არაა სირცხვილი!

📍თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოვიდა ჩემთან წინა აქციაზე; მე რომ მივსულიყავი მასთან, როცა უჭკვიანესი შვილის სიკვდილში დამნაშავეს ეძებდა, იქნებ ვეღარ გაებედათ ჩემი გიგას მოკვლა!

მოდით, დამიდექით გვერდით, რომ არ იყოთ შემდეგი!!!
♥️მეიმედები საქართველოვ!♥️” – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...