შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება – გიორგი გახარია

საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა შს მინისტრმა. გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ პოლიციელებმა და შს სამინისტრომ შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება.

პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები” – აცხადებს შს მინისტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *