შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, 8 დაშავებული...

დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, 8 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

კიდევ ერთი აფეთქება დედაქალაქში, რაც ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან  დამწვრობისა და ქირურგიის ცენტრში, ასევე ღუდუშაურისა და იაშვილის კლინიკებში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, დაშავებულთაგან უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მხოლოდ ორი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასეთი ფაქტების გამომწვევი მიზეზები ძირითადად კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლებია და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა.

პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. უფრო მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო მოსახლეობისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

თვითმხილველების განცხადებით დილიდან იგრძნობოდა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინეს “ყაზტრანსგაზს”.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “ყაზტრანსგაზი”:

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

ბინა, რომელშიც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.

“ყატრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ.

გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს!”

როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იტყობინებიან – აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240​1  მუხლით, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის კვალიფიკაციით დაიყო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...