სამშაბათი, ივნისი 24, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 75

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები, ჩვენ კიდევ ამ მგლების თავზე სახარების კითხვას ვაგრძელებთ – ეს როგორ იკადრეთ პატივცემულებოო” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, წლებია ამ უთანასწორო ბრძოლაშია და ვერავინ და ვერაფერი შეგვაშინებს – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე, შედეგად მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმისწარმოება დაიწყოს ოპოზიციონერ ლიდერზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე პოზიციას აფიქსირებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა კობახიძე:

დღეს პროკურატურას მიმართეს, რომ საქმე აღიძრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, რადგან მან უარი განაცხადა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე.

ეს კომისია ფორმალურად სწავლობს წინა ხელისუფლების საქმიანობას, მაგრამ რეალურად პარტიების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენება. ,,ოცნება” ახორციელებს სისტემატურ ზეწოლას პარტიებზე, ემუქრება მათ გაუქმებითა და ლიდერების დაჭერით.

📌 შერჩევითი მართლმსაჯულება, პოლიტიკური დევნა და პარტიების განადგურების მცდელობები ,,ოცნების” მთავარი ინსტრუმენტებია. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს – მათ ეშინიათ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების, პარტიების გაძლიერებისა და ხალხის ნამდვილი არჩევანის!

⚠️ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, წლებია ამ უთანასწორო ბრძოლაშია და ვერავინ და ვერაფერი შეგვაშინებს.

ჩვენ არ შევეგუებით პოლიტიკურ ტერორს, ცენზურას და ზეწოლას.

საქართველოს მომავალი დიქტატურას არ ეკუთვნის – ჩვენი ბრძოლა სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გრძელდება, გამარჯვებამდე! 🇬🇪

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” – წერს ანა კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

12-14 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌧 უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

⛈️ ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +14,+16 გრადუსამდე დათბება.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +16,+18 გრადუსამდე დათბება.

⛈️ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 აპრილს დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

⛈️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

“ქოცებო, ამოიღეთ არქივები და გვაჩვენეთ, რომლის ხმა ისმოდა იმ “სისხლიან 9 წელს”!” – ლელა ჯეჯელავა

“ქართულ ოცნებას” ლიდერებს, მხარდამჭერებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

გულწრფელად მაინტერესებს, რადგან შეიძლება არ მახსოვდეს, ვინმეს სადმე, ოდესმე თუ მოგისმენიათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების (სუბარის გარდა) პროტესტი 2011 წლამდე, ან ერთ საპროტესტო მიტინგზე თუ შეგხვედრიან წულუკიანი, შარმანაშვილი, მაჭავარიანი, სალია, ოხანაშვილი, მათიკაშვილი და სხვები?

ამდენი კითხვა თუ ჰქონდა იმ ხელისუფლებასთან შარმანაშვილს, 2011 წელს ელჩად როგორ იყო წარგზავნილი? წულუკიანმა პირველად როდის გააპროტესტა რობაქიძის, გვირგვლიანის და სხვების უბედურება?

ქოცებო, ამოიღეთ არქივები და გვაჩვენეთ, რომლის ხმა ისმოდა იმ “სისხლიან 9 წელს”!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება” – ირაკლი ფავლენიშვილი

როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს ადამიანები არიან ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები საქართველოში დემოკრატიის განადგურების, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ ბრიტანეთის მხრიდან”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში და როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს არის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები არიან, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ.

ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერც მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან და ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს სანქციებისგან გვერდის ავლაში, ისინიც იქნებიან დასანქიცრებულები.

ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპაში ხედავენ, რომ ეს ადამიანები აპირებენ საქართველოში რუსული დიქტატურის გამყარებას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე:

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

პაატა მანჯგალაძე: “წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით – ისტორიის გადასაწერად!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით – ისტორიის გადასაწერად!

ისტორიის წაშლის მცდელობა ოკუპაციის გაგრძელებაა!

ქოცები ებრძვიან არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც!

წაშალეს 2003 წლის ვარდების რევოლუცია, გააუფასურეს 1989 წლის 9 აპრილი, აღარ ახსენებენ 1991-ის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, 2008 წლის გმირებს.

არ უყვართ ეროვნული მოძრაობა იმიტომ, რომ ის ახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში!

მათთვის საქართველო არ არის ისტორიული მისიის მქონე ერი.

მათთვის საქართველო ფულის საჭრელი დიდი სოფელია, ქართველი – მომსახურე სერვისის მიმწოდებელი პერსონალი “ეთნოგრაფიული მასალა”.

ჩაანაცვლეს ილია ჭავჭავაძე, 1989 წლის 9 აპრილი მათთვის საშიშია.

ზვიადი – საშიშია.

მერაბი – საშიშია.

ანწუხელიძე – საშიშია.

ვარდების რევოლუცია – საშიშია.

ნებისმიერი უფლება – საშიშია, რადგან ხალხს უბიძგებს მოძრაობისკენ და ახსენებს – ხალხს შეუძლია გაიღვიძოს და დაამარცხოს დიქტატორი!

ამიტომ ცდილობენ ყველაფერი გახადონ ბუნდოვანი, გაუფერულებული, დავიწყებული.

ასწავლიან, თითქოს „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“.

იცვლება თაობა და მათი მიზანიც სწორედ ესაა: შეიქმნას მეხსიერების უფსკრული, სადაც ვეღარ ამოიკითხავ თავისუფლების ისტორიის ხაზს!

ისტორიის წაშლა ნიშნავს მტრის გეგმის შესრულებას. ვინც წარსულს შლის – Russki mir-ს უთმობს სივრცეს!

ცდილობენ შეგვიცვალონ წარსული, რომ ვეღარ ვმართოთ აწმყო და აღარ გვქონდეს მომავალი! მაგრამ ვერ გათვალეს: თავისუფლების ისტორია არ იშლება – ის იწერება ერის სულსა და გულში – შენით, ჩემით, ჩვენით!

ჩვენ ვართ ერი, რომლის წარსული ვერ წაშალეს ათასწლეულებში.

ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მომავალს ყოველთვის იბრუნებს ბრძოლით, რწმენით და ერთიანობით!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის – 199 მეშვეობით.

ინფორმაციას  ავრცელებს

კახა კალაძე ოპოზიციას: “ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ”

მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არ გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე ექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

“ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს თეა წულუკიანისა და კიდევ სხვების მიმართ:

ბუტა რობაქიძის დედამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ მისი შვილის მკვლელობის სცენარისტი იყო გურამ დონაძე.

კომისიამ წაუყრუა და დონაძე არ დაიბარა – ნეტა რატომ?!

სამაგიეროდ, გადმოხტა 20 ივნისის საქმეზე და დაიბარა გიორგი გახარია, რომელიც 20 ივნისის მერე, პრემიერად დანიშნეს!

თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.