სამშაბათი, ივნისი 24, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 73

მიხეილ სააკაშვილი: “უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით:

მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს.

რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ.

რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის დაბარების ფაქტს და “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა!

და მართლა მაინტერესებს რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!

ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა. დღეს კი ქოცები ახორციელებენ.

უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.

იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი!

მაგრამ ეს არ გამოვა! ეს ყველაფერი დროებითია.

მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!

ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, დაიმახსოვრეთ კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!

შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.

დანიშნეთ არჩევნები!

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!

გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ გაყიდა‼️” – ელისო კილაძე

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს გიორგი ანწუხელიძის გმირობასთან დაკავშირებით:

თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში?

იმიტომ რომ ამაყმა თუშმა ბიჭმა ოკუპანტ რუსს ქედი არ მოუხარა და საქართველოს დროშას ფეხი არ დააბიჯა‼️‼️

იმიტომ რომ სამშობლო არ გაყიდა‼️

პიარიო?

მისი სამი მწამებელი შარვალჩახდილი, ტუალეტში აფეთქდა, ორიც უკრაინელებმა მოკლეს და ნამუსი მოგვწმინდეს‼️

გმირები არ კვდებიან‼️

ვაი თქვენ – ცოცხალ მკვდრებო‼️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

 

ინფორმაციისთვის:
რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება დავსვა ეს კითხვა.

ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ! ამ კითხვას ვსვამთ! ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“გრძელდება საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი” – კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის, დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს:

„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.

ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

სწორედ, ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა” – გია ხუხაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ პოზიციას, საქართველოს ისტორიის კონკრეტულ ფაქტების გახსენებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა.

რატომ არ დაეტიენ სახლში დავით აღმაშენებლიდან დაწყებული და ერეკლე მეფით დამთავრებული, მეფენი და მათი ლაშქარი.

ცხრა ძმა ხერხეულიძით დაწყებული და სამასი არაგველით დამთავრებული…

და ბოლოს ასი ათასი მოწამე, რომლებიც “ვიღაც ქრისტეს პიარს” შეეწირენ უაზროდ…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის:
რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება დავსვა ეს კითხვა.

ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ! ამ კითხვას ვსვამთ! ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“ის, ვინც ახლა ვითომ კეკლუცობს და ამბობს არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე პარტიების გაურკვეველ პოზიციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას პარტიები პატრონების დავალების შესაბამისად მიიღებენ:

,,ბუნებრივია, ჯერ თამამად ვერცერთი ვერ ამბობს გადაწყვეტილებას. ის, ვინც ახლა ვითომ კეკლუცობს და ამბობს არ მივიღებთო, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.

ზუსტად იგივე მიდგომა ჰქონდათ პარლამენტში არ შემოვალთო – შემოგრიალდნენ 2020-ში, ძლივს გავაგდეთ მერე პარლამენტიდან.

ასე, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს.

მე გეტყვით რეალობა რა არის – როდესაც უახლოეს პერიოდში მათი პატრონებისგან მიიღებენ დაკვეთას, რომ უნდა მიიღოთ მონაწილეობაო, ყველა დაეწყობიან და მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ იქნა ასეთი ბრძანება გაცემული მათი პატრონებისგან, მაშინ თავს შეიკავებენ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

გიორგი ვაშაძე: “რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?” – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძის პოლიტიკური შეფასებები და კონკრეტული განმარტებები ანწუხელიძის გმირობასთან დაკავშირებით:

რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!

თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ:

გმირობა რას ნიშნავს?

სამშობლო რას ნიშნავს?

და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!

ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი!

თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი.

ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?!

ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი!

და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის!

არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ნაცების ჯიბრზე, აფრასიძეების გათეთრებას ნუ დაიწყებთ‼️ აწიოკებული ჰყავდათ სვანეთი, ყაჩაღები იყვნენ” – ელისო კილაძე

მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე განხილულ “აფრასიძეების საქმესთან” დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს ელისო კილაძე, კონკრეტულ ბრალდებებებთან ერთად:

ნაცების ჯიბრზე, აფრასიძეების გათეთრებას ნუ დაიწყებთ‼️

აწიოკებული ჰყავდათ სვანეთი, ყაჩაღები იყვნენ, ხალხს იტაცებდნენ და კლავდნენ, გამოსასყიდს ითხოვდნენ და მონები ყავდათ სახლში‼️

ერთის, ვლადიმერ მურავიოვის დაკითხვას პირადად ვესწრებოდი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში🥸 ”ალიაში” ვმუშაობდი მაშინ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ე.წ. “შავ სიაშია” – ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა კრედიტინფო საქართველოს ანალიტიკური ინფორმაცია მიმოიხილა.

ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც. იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი.

ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.

დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.

ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.

თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია“.

ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ავრცელებს

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის პერიოდისთვის

11 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილი, ისევე როგორც მარტი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში, გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნებით, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სერიოზული რყევები დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში.

აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

8 აპრილი – 2.7561;
9 აპრილი – 2.7563;
11 აპრილი – 2.7573
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0015 ლარით  და 1 აშშ დოლარი 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.7558 ლარი ეღირება.

აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით დღემდე გრძელდება, კერძოდ ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

8 აპრილი – 3.0232;
9 აპრილი – 3.0143;
11 აპრილი – 3.0518
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გაუფასურდა, 0.0741 ლარით და 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.1259 ლარი ეღირება.

სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6016 ლარი (გამყარდა 0.0422 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0724 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6657 (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6207 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0335 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3620 ლარი (გაუფასურდა 0.0822 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7737 ლარი (გაუფასურდა 0.0075 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2026 ლარი (გაუფასურდა 0.0221 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4130 ლარი (გაუფასურდა 0.0716 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9270 ლარი (გაუფასურდა 0.0339 ლარით).

მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტისა დინამიური გაუფასურება. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

8 აპრილი – 3.2005;
9 აპრილი – 3.2162;
11 აპრილი – 3.2415
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0338 ლარით და 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2753 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი