ორშაბათი, ივნისი 23, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 71

15-17 აპრილის ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

☁️ 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

🌧 ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსი

🌪კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საგამოძიებო კომისიაში მთავრობის ყოფილი მეთაურის, ყოფილი შს მინისტრის და ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას დაკითხვას:

რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა!გენერალ გოგავას პასუხს სთხოვდნენ – საომარ ვითარებაში მინისტრის მოადგილეს რატომ დაურეკაო… და ახლა ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები!

წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია.

მისი მიზანია წაშალოს სიმართლე და ჩაანაცვლოს მტრის ვერსიით –

თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა!

ეს აღარ არის მხოლოდ ისტორიის გაყალბება – ეს პირდაპირი ღალატია“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

მთავრობის ყოფილი მეთაურის და შს ყოფილი მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პოზიცია/შეთავაზება, საგამოძიებო კომისიაზე ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბარებათან დაკავშირებით:

,,ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვს ჩამომყვანი და მასპინძელი, ადამიანი რომელმაც აიღო ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვს ჩამომყვანი შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ ადგა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენპროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა მაგ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშმა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული.

მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის.

მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება ნახევარი სიმართლის კომისია – ანუ ტყუილი სიმართლე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი” – ნინო ჯანგირაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე პირდაპირ ოპერატიულ მართვაზე ჰყავთ აყვანილი ყველა რგოლი რუსებს. ზოგადი გავლენის, დისტანციურად მართვის ან კონსულტაციის დონეზე კიარა, ფიზიკური ყოფნის და ინტერვენციის დონეზე.

ვიცი დღემდე ბევრი პატრიოტი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებიც ხედავენ რაც ხდება და გული უსკდებათ, მაგრამ ღიად ხმას არ იღებენ. მინდა ვთხოვო ყველა მათგანს, მაქსიმალურად შექმენით და შეინახეთ მტკიცებულებები.

ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი. ეგ დრო მალე დადგება და ყველა მტკიცებულება ძალიან გამოგვადგება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კახა კალაძე: “ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

იმ ბიუროკრატების სახეს, რომლებიც დღეს ემუქრებიან საქართველოს, ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, მათ ანარეკლს და რეალურ სახეს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, რამდენიმე ათეული. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ დამარცხდნენ.

ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს ინტერესები გამოიყენოს. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს და ძალიან მწარედ გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველოს ინტერესების გამოყენება მოხდა – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში მოხდა. უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და ჩამოთვლის, თუ მისი აზრით ვინაა მმართველი პარტიისთვის გმირები და ვინ რეალურად:

მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება.

მათი გმირები არიან – ფარცხალაძე, ბედუკაძე, ჩატაევი, ვაზაგაშვილი…

ჩვენი გმირები არიან ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები და სხვა სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტები!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“დილით ანაკლიაში ბანაობდა და საღამოს მწვანე შარვლით მთაში დასრიალებდა‼️ გიჟი იყო, აბა არ იყო?!” – ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილზე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმატებულ საქმიანობაზე საუბრობს:

დასტურ – სააკაშვილი პიარის დიდოსტატია✅

ჩაბნელებული, საშიში, კრიმინალებით, ბანდიტებით და ყაჩაღებით სახელგანთქმული სვანეთი ტურისტულ ჰაბად აქცია და დაიტანა მსოფლიო რუკაზე‼️

გომურების ნაცვლად, სასტუმროები წამოჭიმეს ადგილობრივებმა, მიწა და თოხი გადააგდეს და შრომით ნაშოვნი ფულის გემო გაიგეს!!

დილით ანაკლიაში ბანაობდა და საღამოს მწვანე შარვლით მთაში დასრიალებდა‼️
გიჟი იყო, აბა არ იყო?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას აძლევს მთავრობის ყოფილ მეთაურს, შს ყოფილ მინისტრს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით:

რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს:

ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ.

თუ მივა და დაიცავს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ ჩამოაგდებენ შუღლს ოპოზიციაში.

ამიტომ, ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება:

მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ ცნობს აღნიშნული თავყრილობის ლეგიტიმურობას, რადგან 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციის უკმარისობის გრძნობა, ის საზოგადოების პატივისცემის ნიშნად მზად არის, რომ თუნდაც ამ ფორმატში სიცხადე შევიდეს საკითხში, იმ პირობით, თუ იგივე სხდომაზე მოწვეული იქნებიან გომელაური, იმ დღეს მოქმედი სხვა აქტორები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, არა იმდენად გახარიასთან, არამედ სპეცსამსახურებთან და სპეც.დანიშნულების ძალებთან მიმართებაში.

თუ მათ კომისია არ მოიწვევს, ან ისინი უარს განაცხადებენ მონაწილეობაზე, მაშინ გახარია უაზრო სპექტაკლში და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

P.S. აღნიშნული პოსტი ამჟამად აღარაა ავტორის ფეისბუქის გვერდზე – წაშლილია ან არაა საჯარო.

“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს “ხალხის ძალის” წევრს, თამთა მეგრელიშვილს:

ქალბატონ თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. საქმეს, რომელსაც – კანონს ვეღარავინ დაემალება ჰქვია!

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საკუთარ ემოციებს გალიაში მომწყვდეული მხეცივით ვერ მალავენ ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ შექმნეს პოლიტიკური გუნდი რომლის მმართველობა წლებს დაუსრულებლად აითვლიდა.

ამ რწმენით შთაგონებულნი ჩადიოდნენ ხშირად დაუწერელ უკანონობას – ციხეში ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, ქუჩაში უდანაშაულო ბიჭებს ხოცავდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, მათ შვილებსაც და ქონებასაც ერთნაირი არაადამიანური განცდით ართმევდნენ, უკლავდნენ.

სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!

ყველა მათგანი საკუთარი წილის პროპორციულად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

აღარ გამოგივათ კანონთან დამალობანას თამაში, წამზომი ჩართულია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

“ამ იდიოტურ, გაურკვეველ მორალისტობას თუ მორჩება ბაბლი, შეიძლება რამე გვეშველოს” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ბაჩანა შენგელია, თეა წულუკიანის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ გარკვეულ პოზიციას, კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება:

გმირი მამის შვილებს უებნებიან, რომ მათი მშობელი სხვის უაზრო პიარს შეეწირა და ამ ფაქტის გასაპროტესტებელი აქციის ჩატარება თურმე ამორალური ყოფილა, რადგან სახლში მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 🤦

ამ იდიოტურ, გაურკვეველ მორალისტობას თუ მორჩება ბაბლი, შეიძლება რამე გვეშველოს” – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.