ორშაბათი, ივნისი 23, 2025
14.8 C
Tbilisi
Home Blog Page 70

“გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს. გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე. ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. გავრილოვის ღამის შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს ხარებასთვის და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან.

მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (მაწილობრივ), შარტავას, იოსებიძის, ცაგარელის, ცაგერის და დები იშხნელების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გურამ ფანჯიკიძის, გოთუას, შარტავას, ცაგარელის და ცაგერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, რაფიელ ერისთავის, ატენის, ბარნოვის, ავალიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს:

მოკლედ, ისევ არასწორი ვიშვიში და დაჩლუნგებული აზროვნება. ის კი არ არის მთავარი, მელია დასაჭერი იყო თუ არა, არამედ ის, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გუნდი იღებს. უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი.

ახლა, არც ის არის მთავარი რეზინის ტყვია ისროლეს თუ არა, არამედ ის რომ მისი სროლის გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო.

ქოცების ბაბლის და ზოგადად ბაბლის ასე აზროვნება, იმის მაჩვენებელია, რომ მათთვის ხელისუფალია უზენაესი და არა კანონი. ამ აზროვნების გამოა მონა და მორჩილი ის, ვინც მონა და მორჩილია, რადგან ხელმწიფეში ხედავს კანონს და თუნდაც პირად უსაფრთხოებას თუ კეთილდღეობას. ამიტომაც არის მონა და მორჩილი – ჩუმად და სახლში შეყუჟული. ამიტომაც, საქართველოს ჰყავს უფრო მეტი მაცხოვრებელი-მცხოვრები, ვიდრე მოქალაქე. თუმცა ბაბლს რაც ვერჩი, პოლიტიკისების აზროვნების კონტექსტიც ხომ ესაა და არა მხოლოდ მათი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გოჩა მირცხულავა.

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და აღნიშნა, რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ – მეთქი.

განა არ უნდათ რომ მარტო თვითონ იყვნენ, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ კიდევ უფრო დაიმძიმონ თავიანთი ისედაც გამოუვალი და ჩიხური ვითარება.

ნუ მიედ-მოედებით აქეთ-იქით, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა:

1. დანიშნოთ ახალი არჩევნები
2. გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები.

თუ მართლა არ გეშინიათ, მოუსმინეთ ქართველ ხალხს და დროულად გადადგით ეს ნაბიჯი“, – წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

“სინათლისა და სიბნელის ბრძოლაში, სინათლე და თავისუფლება გაიმარჯვებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს უნივერსიტეტთან” დაკავშირებით ტვ “იმედზე” გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და მიაჩნია, რომ  უნივერსიტეტზე მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა:

დიქტატურას შეტევა მიაქვს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელზე “საქართველოს უნივერსიტეტზე”.

ამ შეტევას აქვს რამდენიმე მიზანი:

პირველი – გააჩუმოს თავისუფლად მოაზროვნე მძლავრი ინტელექტუალური ცენტრი. საქართველოს უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები ძალიან აქტიურები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საპროტესტო აქციებზე.

მეორე ეს არის რევანშის მცდელობა ძველი კორუმპირებული საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან;

და მესამე – ეს არის მორიგი შეტევა ჩემზე, ვინაიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი დედაჩემი გიული ალასანიაა. ეს უნივერსიტეტი ქართულ მხარესთან ერთად დააარსა ამერიკულმა ბანკმა – “OPIC” (Overseas Private Investment Corporation), შესაბამისად ეს ყველა მოქმედება არის მიმართული ამერიკის წინააღმდეგაც.

ივანიშვილმა უკვე ერთხელ სცადა “თავისუფალი უნივერსიტეტის” გაჩუმება, კახა ბენდუქიძის განეიტრალების მიზნით. კახა მძიმედ განიცდიდა მის დაფუძნებულ უნივერსიტეტზე შეტევას და ეს იყო მისი უდროო გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ყველას ვერ დაგვხოცავენ, სინათლისა და სიბნელის ბრძოლაში, სინათლე და თავისუფლება გაიმარჯვებენ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ პოლიმიკას თუ მინიშნება/შეხსენებას, თუ ვის რა კავშირები აქვს “ნაცებთან”, ვისთანაა “ნაცები” – კონკრეტული ფაქტის გახსენებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ქოცური ტუსოვკა ერთმანეთს ურჩევს საქმეს, რომელი უფრო ნაცია.

ჩვენ რომ გავეშვათ ამ მარაზმს საერთოდ არ შეიძლება?

იმ დიდი სტრატეგოსების (აქეთა მხრიდან, მედიის ჩათვლით) თავში ჩამახედა, 2021–ის არჩევნებიდან მოყოლებული გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – წერს ფეიაბუქის პირად გვერდზე, ნინო ჯანგირაშვილი.

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ კომისიაზე გამოიკვეთა არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი, თუმცა რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია.

ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა კომისია ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.

წინა კვირას, როგორც ეს ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა, კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს, მინიმუმ, ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ.

ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია.

შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორც იტყვიან, ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში, ირონიული მინიშნებებით

რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, დაწყებული გენერლების დამცირებით, გაგრძელებული ანწუხელიძის ხსოვნის შეურაცხყოფით და დამთავრებული აფრასიძეების საქმის ამოწევით, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად. ირაკლი ზარქუას და შალვა რამიშვილის გამოსარჩლება-გაპრავებებმაც ვერ უშველა.

მე მგონი დიფ სთეითის ჩანერგილია“, – წერს დავით ბერძენისვილი ფეისბუქის პირად გვერდზე

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა დანაშაულებზე საუბრობს და ქვეყანაში კრიმინალის დამარცხებაში შეტანილ მის წვლილზე საუბრობს:

აფრასიძეების ბანდამ უამრავი ადამიანი გააუბედურა, განსაკუთრებით სვანეთში. მათ ჩადენილი აქვთ უამრავი მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება.

ვაზაგაშვილი იყო მკვლელი და ყაჩაღი. ამ კრიმინალების უამრავი მსხვერპლი ან მსხვერპლის ოჯახი ცოცხალია და სულ უფრო ხმამაღლა იღებს ხმას. ამ ხმას დიქტატურა ვერ ჩაახშობს. მოძალადეების, მანიაკალური მკვლელების გამთეთრებლები აუცილებლად იწვნევენ მარცხს.

მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

15-17 აპრილის ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

☁️ 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

🌧 ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსი

🌪კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.