სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
Home Blog Page 7

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე –http://kids.org.ge./ge

I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.

დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც მყისიერად შეიცვლება რეჟიმი”, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:

ივანიშვილის რეპრესიები წინსწრებად იყო დაანონსებული და ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვკონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი.

ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია საუბრობს და ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ძალები ძალიან მალე შევთანხმდებით, ასე რომ ვერცერთი დაჭერით, ვერცერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას თუ პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის პირიქით კონტრპროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა:

მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს. ნუ, არც ჩვენ ვართ კარგ დღეში თუ დაგვიწყეს – “მე რუსთავში მოვიხადე სროკი ძმაო”.

მაგრამ… ჯერ “კლიჩკები” გვინდა, თან წონიანი… ნიკებთან ყველაფერი ადვილადაა: ნიკა მაღალი, ნიკა დაბალი… სხვებთან ვნახოთ რა იქნება.

ხუმრობა იქეთ იყოს და… ვინ იქნება შემდეგი?

გასხოვდეთ ვამპირის ბუნება“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ივნისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

⛅️ ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.

⛅️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.

⛅️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსი იქნება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი იქნება.

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია. ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა, ახლა უნდა აჩვენონ ენერგია ახალგაზრდა პარტიულმა ლიდერებმა. ასე ჩნდებიან ახალი სახეები, ასე იწრთობა პოლიტიკური სისტემა, ასე იზრდება პოლიტიკური კლასი.

ქვეყანამ არ უნდა იგრძნოს ლიდერების იზოლაცია.

გაათმაგეთ ძალისხმევა. ხალხი დაინახავს ამას, ხალხი დადგიდგებათ გვერდში“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” – კახა კალაძე

თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია.

ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. მათ ჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. არ გამოცხადების შემთხვევაში იცით, ასეთ ფაქტებს რა ნაბიჯები მოჰყვება. ეს ყველაფერი კანონშია გაწერილი. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება კანონდარღვევის წამახალისებელი. პირიქით, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე.

კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. ხოლო თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩვენ, ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკავებენ ოპოზიციონერებს მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ, კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას აღიარებენ, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის აღიარებული.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასეა – ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“.

რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით, რომ ისინი გარედან იმართებიან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ფიქრობენ და რას აღიარებენ ისინი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას ახდენს და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს:

ხელისუფლება აგონიაში არაა.
არც ბოლო სტადიაა და არც მთავრდებიან.

ხელისუფლება დიქრატურას ამყარებს და თუ ვინმეს ასუსტებს, ეს ჩვენ ვართ.

კანონებით სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ.
ყველას იჭერენ და ამ დროს, კი არ უნდა შევშინდეთ და სახლში შევიყუჟოთ, უნდა ვიბრძოლოთ.

დასაგეგმია დიდი აქცია. დროა ევროპას, ინგლისს, ამერიკას ვანახოთ რამდენი ადამიანი ვითხოვთ მათგან მწვავე რეაგირებას.

ჩნდება განცდა რომ პროცესი მიილია.
ამიტომ საჭიროა ძალიან დიდი აქცია.

სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები:

დიფსთეიტი ბიძინას ფულს დაუბრუნებს.

ახალი არჩევნები იქნება.

პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

,,დღეს გიორგი არის საამაყო, დღეს გიორგი არის ღირსეული და დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია.

ჩვენ ბევრი კამათი გვინახავს ოპოზიციაში, ბევრი შეფასება, კრიტიკა ოპოზიციის მიმართ, მაგრამ დღეს არის ფაქტი. ოპოზიციონერები, პროდასავლური ოპოზიცია საქართველოს იბრძვის, მათ შორის, საკუთარი თავისუფლების ხარჯზე და ამის მაგალითია დღეს გიორგი, ამის მაგალითია ყველა ვინც ახლა ციხეშია და ეს ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, არ გვეშინია და ასე დამარცხდება სისტემა.

ამიტომ გავერთიანდეთ და მე გიორგის მინდა პირობა დავუდო, როგორც ყველა ჩვენ სხვა პატიმარს, ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის, რომ ერთიანად დავამარცხოთ ეს სისტემა.

არანაირი ადგილი დღეს ჩვენი შიდა პოლიტიკური კინკლაობისთვის არ არსებობს! ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებს გიორგი, იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი, მამუკა ახლა უკვე გიორგიც და რაც მთავარია იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ამას ვიზამთ აუცილებლად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს” – სოფო ჯაფარიძე

ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და პოლიტიკური ლიდერების მასიურად დაჭერის ფაქტებს:

სოფო ჯაფარიძის განცხადებით – “რასაკვირველია ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.

დღეს, პოლიტიკური ლიდერები ისჯებიან პატრიოტიზმისთვის, ისჯებიან გამბედაობისთვის და ისჯებიან იმისთვის, რომ იმ ცირკში არ გამოცხადდნენ, რასაც თეა წულუკიანის გაუგებარი კომისია ჰქვია.

ჩემი სოლიდარობა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს მათ რიგებს გიორგი ვაშაძე შეუერთდება, სულ რამდენიმე დღეში ალბათ გივი თარგამაძეც.

წარმოუდგენელია რაც ხდება, ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს. ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა.

თავისუფლება თითოეულ პოლიტპატიმარს და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს