ორშაბათი, ივნისი 23, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 69

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიის საქმიანობას მწვავე შეფასებას აძლევს და შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

ნუ ვუსმენთ, რა თქვა თეამ, ჯონდიმ ან სხვა უსახო პროპაგანდისტმა — ერთნი არიან და ლეგიონია მათი სახელი.

მათი მიზანია დღითიდღე ჩაგვძირონ ქაოსში, რომ ვეღარ გავარჩიოთ რა არის სიმართლე, ვინ არის მტერი და სად არის გამოსავალი.

ეს არის ივანიშვილის რუსული პროპაგანდის არსი:

• თუ ადამიანი გაბრუებულია — აღარ რეაგირებს უსამართლობაზე

• თუ ეშინია — აღარ აპროტესტებს

• თუ დააჯერე, რომ არაფერი იცვლება — ნებდება

ის გვეუბნება: „სიმართლე არ არსებობს. გმირი არ არსებობს. არაფერი წმინდა არ არის. ყველაფერი იყიდება. და ბოლოს, „ბრძოლას აზრი არ აქვს.“

ჩვენი პასუხია, ქმედება, უწყვეტი პროტესტი!

ყველაფერი არ იყიდება! არც ძალაუფლებაა მუდმივი და არც ხალხის ნება ითმენს ტყვეობას დიდხანს!

ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!

არ აკენკოთ ქოცის საკენკი — მოწამლულია!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც მწამებელი, მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი” – თეა წულუკიანი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

კომისიის მუშაობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი:

კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება მორიგი განაჩენი იმიტომ, რომ ის ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, ერთ დოკუმენტში თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს თავს დაატყდა, ის ისტორიაში შევა: როგორც ტერიტორიების დამკარგავი და აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ დამტოვებელი და გამწირავი;

როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოვა მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ომი, რასაც არაერთი ჯარისკაცი შეეწირა, დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში და კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში. რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით ჩვენს ქვეყანაში პოზიციები კიდევ მეტად გაიმყარა. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა, ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებთა შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი იყო.

სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც მწამებელი, მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა, არამედ ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავზე, ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და სახელმწიფო ტერორი დაამყარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შედეგზე, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს: საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას ადასტურებს სრულწლოვან (18+) გამოკითხულთა დაახლოებით 8% (უფრო ზუსტად, 7.7%).

ბევრია ეს თუ ცოტა, როდესაც ოპოზიციური განწყობების მატარებელი ქვეყანაში არის მოსახლეობის უმრავლესობა (50%-ზე მეტი)?

თუ საერთაშორისო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, აქტიურად მოპროტესტე ადამიანების ეს წილი სავსებით ნორმალურია. როგორც ირკვევა, კონსოლიდირებული ავტოკრატიის ქვეყნებში (მაგალითად, აზერბაიჯანში) აშკარად გამოხატული მოპროტესტე ადამიანების წილი 5%-ზე დაბალია, ხოლო მზარდი ავტოკრატიის ქვეყნებში (საქართველო აქ შედის) – 7-8%. ჩვენმა კვლევამ სწორედ ეს ტრენდი დაადასტურა.

რატომ ვამბობ ამას? ბოლო კვირებში პროტესტის მასშტაბმა იკლო და გვგონია, რომ ეს ფაქტი გამოწვეულია საპროტესტო მოტივაციის/განწყობის შესუსტებით. ეს ასე არ არის:

ჯერ-ერთი, როგორც აღინიშნა, მიმდინარე რუტინული (ყოველდღიური) პროტესტის მასშტაბი გავრცელებული გლობალური ტრენდის ფარგლებში ჯდება (შეუძლებელია, ყოველდღე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდეს).

მეორეც, პროტესტის მასშტაბის ფაქტობრივი კლება არ უიგივდება პროტესტის მოტივაციის კლებას, არამედ გამოწვეულია სპეციფიკური მიზეზებით (რეპრესიების შიში, პროტესტის გამოხატვის ალტერნატიული ფორმების არსებობა, პროტესტით გადაღლა, სუსტი ორგანიზაციული სტრუქტურა/ლოჯისტიკა და სხვ.), რაც ცალკე მსჯელობის საგანია“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მამუკა მდინარაძე ივანიშვილს ჰყავს როგორც სათამაშო, ერთ დღეს ერთს ათქმევინებს და მეორე დღეს აცვლევინებს გადაწყვეტილებას” – ლევან ხაბეიშვილი

მამუკა მდინარაძე ივანიშვილს ჰყავს როგორც სათამაშო, ერთ დღეს ერთს ათქმევინებს და მეორე დღეს აცვლევინებს გადაწყვეტილებას. მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე რეალურია და გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და აღნიშნა, რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა რომ მან გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს. ფაქტია, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ “მეგობარი აქტს” უკავშირდებოდა და ამის გადაფარვას ემსახურებოდა თავის დროზე ეს განცხადება.

ახლა ვხედავთ, რომ ერთი ადგილი არ ეყო მამუკა მდინარაძეს და გამოაგორეს და აბსოლუტურად სხვა რამ მოაყოლეს, რაც გასაგებია რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის ხელში – კაცი, რომელიც ფაქტობრივად სათამაშოა. მას შეაცვლევინეს ხელმეორედ გადაწყვეტილება და ეს მას არაერთხელ გაუკეთებია.

თუმცა უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ეს საფრთხე, რომელიც არსებობს და რეალურია, გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას. ამ მიმართულებითაც, ფაქტობრივად, ახლა მუშაობს რუსული რეჟიმი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ პოზიციას, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ბაჩანა შენგელია:

ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თურმე დღეს მიმხვდარა გახარია თვალთხარია ქოცი რომ არის. რას ამბობთ, მართლა ასეთი ცუდია? პროდასავლელი პოლიტიკოსიც აღარ არის? კაი რა.

კოალიციებს რატომ უკრავდით, იდიოტებო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე? მაშინ არ იყო თვალთხარია, მაშინ არ გახსოვდათ მაკო გომური, კობა ლეთოდიანი და სხვები?

რეჟიმის მსახურებმა კი უნდა იცოდეთ, ასე მოგექცევიან თქვენც, როდესაც აღარ დასჭირდებით და ნახმარი ხელსახოცივით მოგისვრიან.

ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮

პ.ს. კოგნიტური დისონანსის აპოთეოზში ვარ მთელი დღეა“, – წერს ბაჩანა შენგელის ფეისბუქის პირად გვერდზე.

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ კადიროვიზაციის, ბელორუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, პოლიტიკური პარტიების გაუქმების თემასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც ეს პუტინის მონა მოვიდა, ბორენკა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მან საჯაროდ თქვა, რომ ამოცანა არის “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება. ის კი არა, რომ თავისი დაპირებები შეუსრულოს ხალხს, სამუშაო ადგილები მისცეს, იაფი ფული, რომელსაც ჰპირდებოდა, ის კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ბანდამ მიიღეს ხალხის ძარცვის ხარჯზე.

რას ამბობენ, რას არ ამბობენ ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანები, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი არიან პიარით დაკავებულები.

ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ კადიროვიზაციის, ბელორუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და აღნიშნა, რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გეშინიათ! ნუ “გეჩინიათ”! ყველაფერი კარგად იქნება!

რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა, თავისი პერიოდი და ჩვენ მანამდე, იმდენი განცხადება შემოვიდა, რომ იძულებული გავხდით, რომ ერთი თვით კიდევ გაგვეხანგრძლივებინა კომისიის მუშაობა” – ამბობს ირაკლი ზარქუა.

იკარის ცისფერა (Polyommatus icarus) – ცისა და სიმშვიდის მაცნე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საინტერესო ინფორმაცია:

🦋 პეპლის ეს ულამაზესი სახეობა იკარის ცისფერა (Polyommatus icarus) — ცისა და სიმშვიდის მაცნე

ეს მცირე ზომის პეპელა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს საოცრად ლამაზი ბინადარია ღია ბუნებრივ მინდვრებსა და ტყის პირებში.

მისი ფრთების ზედა მხარე მამალებში მბზინავი ცისფერი შეფერილობით გამოირჩევა, ხოლო მდედრები — უფრო მუქი და მონაცრისფრო-მოყავისფრო ტონებით.

🌿 იკარის ცისფერა გვახსენებს, რომ ბიომრავალფეროვნება არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ ემოციებისთვისაც მნიშვნელოვანია — პატარა არსებებში დიდ სილამაზეს ვპოულობთ.

📷 ფოტო: არმენ სეროპიანი

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”:

საქართველოს 2012 წლიდან მართავს კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც გადაიზარდა სუფთა რუსულ დიქტატურაში.

რუსებმა სპეცოპერაციის გზით ივანიშვილი მოიყვანეს ჩემს მოსაშორებლად, საქართველოს წარმატებული განვითარების შესაჩერებლად, ქართველი ხალხის მონობაში დასაბრუნებლად და ჩვენი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითის დისკრედიტაციის მიზნით. იმის შემდეგ რუსული რეჟიმი ჰიბრიდულად მუშაობს ყველა ამ მიზნის მისაღწევად.

ფაქტი ჯიუტია – მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის ნაციონალური მოძრაობა, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას.

ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება. მათ შორის, ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი პარტიის ფუნქცია და ბრძოლის მეთოდები. ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება და დემოკრატიის დაბრუნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ახლა მიმართულია ჩვენი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან მთლიანად მოშორებაზე და ამის შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ ამის პარალელურად თვითონ ნაციონალური მოძრაობის შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები.

პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით.

ასეთი გზით მივიღებთ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს – საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე, შიდა საკადრო საკითხებიც გადაწყდება მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით. ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია.

ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავის იდეებს. ამავე დროს პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით.

ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს, როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამავე დროს ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომლის კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში.

საქართველოს შემდგომი არსებობაც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა.

და კიდევ, ორგანიზაციული საკითხები: პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად ვთხოვ თიკა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნაა, რომ ეს წინადადებები დეტალურად განვიხილოთ პარტიის აქტივთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ასევე აუცილებლად საჭიროა პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრების და ურთიერთქმედებების მუდმივი ლოკაცია“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია.

რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას.

ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს.

როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი…“ – იქ უკვე იმარჯვებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა.

სწორად ინფორმირებული და გაბრაზებული ხალხი აპროტესტებს, დაბნეული და დეზორიენტირებული – ნებდება.

ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.

გამოსავალი? – თავისუფალი გონება!

თავისუფალი გონება ქმნის თავისუფალ ადამიანს, თავისუფალი ადამიანი – ქმნის თავისუფალ ერს.

ამიტომ ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს