ორშაბათი, ივნისი 23, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 68

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების უმრავლესობასაც” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიასა და მის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან მიმართებაში:

თვითონ ოლიგარქიული დიქტატურის მსახურთა უმრავლესობისთვის უკვე აშკარაა თუ რამხელა კრახით შეუბრუნდათ მათი ე.წ. კომისია. საქმე იმაშია, რომ თუკი აქამდე არ იყო, ახლა საბოლოოდ ყველასთვის ნათელი გახდა რეჟიმის არსი.

ამ “კომისიის” უკან არამხოლოდ ძალიან მკვეთრად ჩანს “ეფ-ეს-ბეს” ყურები, არამედ ყველამ დაინახა სამშობლოს გაუგონარი ღალატი, მთლიანად სიცრუეზე დაფუძნებული აბსოლუტური ბოროტება, დიქტატურის აშკარად გამოკვეთილი კრიმინალური ბუნება და ამავე დროს უკიდურესი სიმხდალე და სისუსტე.

კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების უმრავლესობასაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არჩევანი იდეალურად ასურათებს ღალატის ფენომენს.

ხედავენ რა თუ რამხელა მარცხი იწვნიეს, ისინი კიდევ გამოაგდებენ ენით აღუწერელ სიბინძურეებს, რომელთა მიზანია შოკის ეფექტის გამოწვევა. რითაც უფრო მეტად გამოიჭენებენ თავს.

ამიტომ ერთის მხრივ უნდა მივუშვათ რათა ბოლომდე გადაიჩეხონ და მეორე მხრივ ყველაფერს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს მომავალი ნამდვილი სახალხო ტრიბუნალისთვის საფუძვლის მოსამზადებლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ რისკებსა თუ შესაძლო უმძიმეს პრობლემებზე მიანიშნებს:

ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა.

2 ამერიკული საიტი რომ დაუბლოკონ საქართველოს ქვეყნის ექსპორტის 36% უბრალოდ გაქრება, აორთქლდება, აღარ იარსებებს, დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ.

“დიფსთეითმა“ მართლა რომ მოინდომოს, ზუსტად ერთ კვირაში ისე ჩამოიქცევა ქვეყანა, რომ მათივე ბიზნესმენები და წურბელებად დასაქმებული მხარდამჭერები შეჭამენ ქოცებს თავფეხიანად. ვაი თქვენს პატრონს!😅” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 20-21 აპრილს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით – 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ასევე, 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი – ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა აქვს მმართველ პარტიას 2025 წლის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის:

,,პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ ,,ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო.

აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია – ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო – ე.წ. საგზაო რუკა – რათა ცხადი იყოს:

ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;
ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;
გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან.

ფაქტია, ,,ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი – რისი დამთმობები არიან.
რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება;
2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც ,,ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება);
3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით – გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევმები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა);
4. პლებისციტში ,,კი“:-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული ოცნების მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (,,ოცნების“) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს;
5. ,,ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა.

მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში ,,არა“-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში

პირობები შეიძლება შეიცვალოს – დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო.

პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები – ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწეპებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდძე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება, არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის – ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს.

მოკლედ, აღდგომა და ხვალეო. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.

ცალკე საკითხია – ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს – შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ – არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა ,,ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

🎟ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
✅ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;
✅სწრაფი გადახდის აპარატებით;
✅საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
✅საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

თბილისიდან მატარებლის
გასვლა – 10:35
ჩასვლა – 16:10

ბათუმიდან მატარებლის
გასვლა – 18:30
ჩასვლა – 23:47

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის განცხადებასა და ასევე, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს.

სისხლიანი ქოც-ბანდა კი, ამ გეგმის განხორციელებაში საუკეთესო იარაღია.
თანაც, მოქმედებაში მოყვანილი”, – წერს დავით ქაცარავა.

ინფორმაციისთვის: რუსმა ულტრანაციონალისტმა იდეოლოგმა, ანტიგლობალისტმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა – ,,ჩემი აზრით, ახლა ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ჩვენს პარტნიორებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს შექმნის იდეა შევთავაზოთ. და ეს სახელმწიფო, საქართველო რომ არ იყოს მისი ნაწილი – ვერ შეიქმნება“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი” – ნინო წილოსანი

მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა, მხოლოდ ტრენინგების ჩატარების და ქვეყანაში ფულის შემოტანის საშუალება იყო როგორც აქ, ამ ტრენინგების მიმღებთათვის, ასევე, სამწუხაროდ, მათი ზოგიერთი დამფინანსებლისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ისინი არც ქალებზე თავდასხმებს გმობენ და არც ბავშვების უსაფრთხოება ადარდებთ.

თეა წულუკიანს ღამის საათებში, სახლში მიუვარდა დატრენინგებული აგრესორების ბანდა და გადაწყვიტეს ასე დაეტერორებინათ ქალი პოლიტიკოსი და მისი ოჯახი. უფრო მეტიც, ამ დროს, ქალის უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტები გამოვარდებიან და წყევლა-კრულვას არ დაიშურებენ ამ ქალი პოლიტიკოსის მიმართ, ხოლო რიგი დიპლომატები ამ აგრესიულ აქტივისტებთან მეგობრული შეხვედრებით ან დუმილით წაახალისებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს არის ზეწოლის და ტერორის ფორმა.

შეშფოთებული და დამფრთხალი ბავშვის დანახვაზე თეა წულუკიანს უარი უნდა ეთქვა „ნაცების“ გასამართლებაზე. ამ ყველაფრის შემხედველი მისი ოჯახის რომელიმე წევრს ნერვებმა უნდა უმტყუნოს და პროვოკაციაზე წამოეგოს. ეს არის თანამედროვე „ვოუქ აქტივიზმის“ მახინჯი ფორმა, რაც ასე კარგად გამოსდით ლიბერ ფაშისტებს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი, მათ შორის, სამწუხაროდ, სწორედ ტრენინგებით „გაძლიერებული ქალები“, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ქალების შეავიწროონ და დევნონ, მიუვარდნენ სახლებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ნუთუ ასეთ სოციუმს ვაშენებდით და ამაში „გვეხმარებოდნენ“?! ამ აგრესორ დაჯგუფებას შეუძლია საერთო ზეიმის თუ გლოვის დროსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები ახორციელონ, დააპირისპირონ საზოგადოება და ტერორში აცხოვრონ, 9 აპრილის მემორიალთან მიმსვლელებს აფურთხონ, პოლიციელებს სახეში ურტყან, ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას დედა აგინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ოფიციალურად მილიონ 200 000 ჩვენს ამომრჩეველს და არა მხოლოდ მათ, ამავდროულად, იმათაც, ვინც არჩევნების დროს არ მოვიდა, თუმცა სახლში მშვიდად იჯდა იმიტომ, რომ იცოდა „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებდა.

არა! ასეთი საზოგადოება არ გვიშენებია! საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იყო რაღაც, რაც გვაერთიანებდა და ეს რაღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო 9 აპრილი, როცა ერთად ვიგლოვებდით ჩვენს გმირებს და როცა კიდევ ერთხელ შევფიცავდით ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს – რომ აუცილებლად დავიცავდით, აუცილებლად გამოვიდოდით რუსთაველზე – თუ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდებოდა და არა რომელიმე უცხო ძალას – ვის ან რის გამოც სამწუხაროდ, დღეს აქ რუსთაველზე დგანან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კესარია აბრამიძის მკველობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8- ში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი მოდელი, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობაში ბრალდებულს, 26 წლის ბექა ჯაიანს დღეს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ნინო გულუსტაშვილმა ბრალდებული ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

დრაც შეეხება კესარია აბრამიძის მკვლელობის დღეს: საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ კესარია აბრამიძე და ბექა ჯაიანი მომხდარ, შემზარავ ფაქტამდე 1 კვირით ადრე დაშორდნენ. კესარია ურთიერთობის გასაჯაროებას სთხოვდა, ხოლო მისი პარტნიორი წინააღმდეგი იყო, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ოჯახსა და მეგობრებს გაეგო.

სოციალურ ქსელში ყველაზე ფართოდ გავრცებული ვერსია იყო, რომ კესარია მისმა პარტნიორმა, ბექა ჯაიანმა სოციალურ ქსელში story-ზე მათი ერთად გამოქვეყნებული ფოტოს გამო სასიკვდილოდ დაჭრა. კესარია აბრამიძეს ბრალდებულმა 28-ჯერ ჩაარტყა დანა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმ ასპექტებზე, სადაც მმართველი პარტია დასუსტდა მიმდინარე პოლიტიკის შედეგად:

,,არ ვიცი, სოციოლოგია რას გვეტყვის, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები.

წააგეს პროპაგანდაში – აძაგეს გმირი ანწუხელიძე და პირიქით, ტერორისტების გაგმირება სცადეს… თავიანთი აღქმების ტყვეობაში არიან გამოჭედილები და გზა არსაით აქვთ – ან მარცხისკენ, ან რუსეთისკენ. ეს კი გზა არცაა.

სუსტები ხართ, სუსტები, ვერ გაგვიძლებთ…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიის საქმიანობას მწვავე შეფასებას აძლევს და შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

ნუ ვუსმენთ, რა თქვა თეამ, ჯონდიმ ან სხვა უსახო პროპაგანდისტმა — ერთნი არიან და ლეგიონია მათი სახელი.

მათი მიზანია დღითიდღე ჩაგვძირონ ქაოსში, რომ ვეღარ გავარჩიოთ რა არის სიმართლე, ვინ არის მტერი და სად არის გამოსავალი.

ეს არის ივანიშვილის რუსული პროპაგანდის არსი:

• თუ ადამიანი გაბრუებულია — აღარ რეაგირებს უსამართლობაზე

• თუ ეშინია — აღარ აპროტესტებს

• თუ დააჯერე, რომ არაფერი იცვლება — ნებდება

ის გვეუბნება: „სიმართლე არ არსებობს. გმირი არ არსებობს. არაფერი წმინდა არ არის. ყველაფერი იყიდება. და ბოლოს, „ბრძოლას აზრი არ აქვს.“

ჩვენი პასუხია, ქმედება, უწყვეტი პროტესტი!

ყველაფერი არ იყიდება! არც ძალაუფლებაა მუდმივი და არც ხალხის ნება ითმენს ტყვეობას დიდხანს!

ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!

არ აკენკოთ ქოცის საკენკი — მოწამლულია!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს