კვირა, ივნისი 22, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 67

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული შეფასებებით და მინიშნებებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ვასო აბაშიძის თეატრის დასი დოის არ უშვებს!

ახლა რას იზამთ, მსახიობებს საკუთარი თეატრიდან სპეცრაზმით გამოიყვანთ?!

ქეთი დოლიძე და მანანა ბერიკაშვილიც კი გააბრაზეთ!

სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: “კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს, კონკრეტულ კატეგორიას მიმართავს:

მე რომ უკაცრიელ კუნძულზე ჩამაგდო მარტო, ერთი–ორი წელი კარგად გავერთობი ჩემთვის, მერე შეიძლება ცოტა მოვიწყინო.

ოღონდ ის ხალხი, რომელიც კუტოკებში და სასტავებში შეტენვისთვის არსებობდით, უწუ–ბუწუ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო ტიპები, აი, რაღაცნაირი ჯიგრა და დუშკა გოგოები, ვინ რას იტყვის შენზე იმით რომ სუნთქავდით, ეგეთები რას აპირებთ მას შემდეგ, რაც სახე აიხიეთ რუსული რეჟიმის გამო?

ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე ახდენს აქცენტირებას, მიზანმიმართული მინიშნებით:

თუ გჯერა, რომ:

9 აპრილი რუსებს არ მოუწყვიათ – უკრაინელები და ბალტიისპირელები ყოფილან;
ანწუხელიძე პიარს და უცხო ქვეყნის ძალებს შეეწირა;

საქართველოს რომელაშვილები აღარ ჭირდება, მთავარია ცოცხალი იყო და ემსახურებოდი ბიძინას ოჯახს;

ქართველობას გელათისა და სვეტიცხოვლის მგრეველები იცავენ;

გილოცავ, შენც ირაკლი კობახიძე და რუსი “მშვიდობისმყოფელი” ხარ!

რუსები არათუ ეროვნულ თავმოყვარეობას, არამედ პირად თავმოყვარეობასაც ცდიან, ანწუხელიძის გვარი ამის საზომია, ამიტომ ლაპარაკობენ მარტო ანწუხელიძეზე.

და ამ დროს ვიღაცები ჭიკჭიკებენ თვითმმართველობის არჩევნებიო, საკრებულოები და იქედან რეჟიმის ზანზარიო.

თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ!” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მმართველი პარტიის დამარცხება და რა გეგმა უნდა ჰქონდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

,,ცოტა ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, იმედია არ დაიზარებთ და წაიკითხავთ.

რუსული რეჟიმი ახლა მასიურ პროპაგანდისტულ შტურმს ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ. მათი მეთოდი მარტივია, იმდენად დიდ ტყუილებს გვაყრიან და თანაც იმხელა რაოდენობით, რომ ადამიანებს უჭირთ ანალიზის გაკეთება, ჭირს ტყუილის სიმართლისგან გარჩევა და ამ სიცრუის კორიანტელში სიმართლე იკარგება.

ქოცის მიზანი მარტივია, ცდილობენ სულიერად გაგვტეხონ და ბრძოლის სურვილი დაგვაკარგინონ. მარტივად რომ ვთქვათ, ქოცი ცდილობს დანებება გვაიძულოს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ოპოზიციურ ველზე ვერ შემდგარი ერთიანობა, დაქსაქსულობა და შიდა დაპირისპირება. რუსული რეჟიმი ერთიანია, უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსია რეჟიმის ხელში და ამ ყველაფერს ბიძინა ყოველდღიურად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შტურმის განსახორციელებლად. ამ ყველაფერს კი ერთიანობას ვერ ვუპირისპირებთ, საერთო მესიჯიც ვერ ყალიბდება ჩვენს ფლანგზე.

შესაბამისად, ოპოზიციურ ტელევიზიებსაც უწევთ ქოცების ნასროლი მოწამლული მესიჯების წამოწევა და ამაზე პასუხების გაცემა, რაც რეალურად ამ მესიჯის ხალხთან მიტანას კიდევ უფრო უწყობს ხელს, კონტრმესიჯები და კონტრპროპაგანდა კი საერთოდ არ არსებობს ერთიანობის არარსებობის გამო!

დაქსაქსულობით ქოცი კარგად სარგებლობს და ბევრს ხაფანგს გვიგებს, მაგალითად, ასეთი ხაფანგია წულუკიანის კომისია, ასეთივე ხაფანგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთიანობის არ არსებობის გამო ზოგიერთი ებმევა ამ ხაფანგებში და მერე გვიწევს ხაფანგში გაბმული ხალხის ლანძღვა და კრიტიკა, რაც ასევე ქოცს ეხმარება გაძლიერებაში, ჩვენ კი გვასუსტებს.

ერთი სიტყვით, ამ წუთას ქოცი საინფორმაციო და ჰიბრიდულ ბრძოლას გვიგებს. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ყველამ უარი უნდა თქვას თავის პირად, ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ყველა უნდა შეეშვას საბნის თავისკენ გადაქაჩვას და რეალური ერთიანობა უნდა ჩამოყალიბდეს!

მინიმუმ საერთო მესიჯებზე მაინც უნდა შევთანხმდეთ. ვინც უარს იტყვის ამ ერთიანობაზე, გვეცოდინება, რომ ის არის ქოცი! სხვა ყველა შემთხვევაში წავაგებთ ამ ბრძოლას, მხოლოდ გულანთებული, პატრიოტი აქტივისტების ქუჩაში ყოველდღიური დგომა ვერ იქნება გამარჯვებისთვის საკმარისი! დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ! დიდება და გამარჯვება საქართველოს! ✊🇬🇪🇪🇺”, – წერს ლაშა დიაროვი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რეჟიმის იდეოლოგი, სოზარ სუბარი, ქალბატონ ლომჯარიას, თავისი ახლობლის სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოდ მოწყობას სთხოვდა” – შალვა ნათელაშვილი

“ლეობორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 20 ივნისის (2019 წლის) საპროტესტო აქციის პერიოდის კონკრეტულ ფაქტებს იხსენებენ:

ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო. რას არ გაიგებს კაცი.

ექსსახალხო დამცველ ლომჯარიას განცხადებით, როდესაც 20 ივნისს, რუსთაველზე, ოლიგარქის სპეცრაზმმა, ხალხი ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტა, ამ დროს რეჟიმის იდეოლოგი, სოზარ სუბარი, ქალბატონ ლომჯარიას,თავისი ახლობლის სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოდ მოწყობას სთხოვდა“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის – ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 20 ივნისის ღამის გახსენებისას მძიმე ფაქტების გასხენებასთან ერთად, პარლამენტის დეპუტატ, სოზარ სუბარის თხოვნას იხსენებს:
მაშინ, როდესაც ვცდილობდი გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სს “თელასი”: 17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლების და მოსიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების უმრავლესობასაც” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიასა და მის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან მიმართებაში:

თვითონ ოლიგარქიული დიქტატურის მსახურთა უმრავლესობისთვის უკვე აშკარაა თუ რამხელა კრახით შეუბრუნდათ მათი ე.წ. კომისია. საქმე იმაშია, რომ თუკი აქამდე არ იყო, ახლა საბოლოოდ ყველასთვის ნათელი გახდა რეჟიმის არსი.

ამ “კომისიის” უკან არამხოლოდ ძალიან მკვეთრად ჩანს “ეფ-ეს-ბეს” ყურები, არამედ ყველამ დაინახა სამშობლოს გაუგონარი ღალატი, მთლიანად სიცრუეზე დაფუძნებული აბსოლუტური ბოროტება, დიქტატურის აშკარად გამოკვეთილი კრიმინალური ბუნება და ამავე დროს უკიდურესი სიმხდალე და სისუსტე.

კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების უმრავლესობასაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არჩევანი იდეალურად ასურათებს ღალატის ფენომენს.

ხედავენ რა თუ რამხელა მარცხი იწვნიეს, ისინი კიდევ გამოაგდებენ ენით აღუწერელ სიბინძურეებს, რომელთა მიზანია შოკის ეფექტის გამოწვევა. რითაც უფრო მეტად გამოიჭენებენ თავს.

ამიტომ ერთის მხრივ უნდა მივუშვათ რათა ბოლომდე გადაიჩეხონ და მეორე მხრივ ყველაფერს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს მომავალი ნამდვილი სახალხო ტრიბუნალისთვის საფუძვლის მოსამზადებლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ რისკებსა თუ შესაძლო უმძიმეს პრობლემებზე მიანიშნებს:

ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა.

2 ამერიკული საიტი რომ დაუბლოკონ საქართველოს ქვეყნის ექსპორტის 36% უბრალოდ გაქრება, აორთქლდება, აღარ იარსებებს, დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ.

“დიფსთეითმა“ მართლა რომ მოინდომოს, ზუსტად ერთ კვირაში ისე ჩამოიქცევა ქვეყანა, რომ მათივე ბიზნესმენები და წურბელებად დასაქმებული მხარდამჭერები შეჭამენ ქოცებს თავფეხიანად. ვაი თქვენს პატრონს!😅” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 20-21 აპრილს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით – 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ასევე, 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი – ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა აქვს მმართველ პარტიას 2025 წლის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის:

,,პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ ,,ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო.

აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია – ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო – ე.წ. საგზაო რუკა – რათა ცხადი იყოს:

ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;
ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;
გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან.

ფაქტია, ,,ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი – რისი დამთმობები არიან.
რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება;
2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც ,,ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება);
3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით – გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევმები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა);
4. პლებისციტში ,,კი“:-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული ოცნების მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (,,ოცნების“) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს;
5. ,,ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა.

მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში ,,არა“-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში

პირობები შეიძლება შეიცვალოს – დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო.

პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები – ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწეპებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდძე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება, არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის – ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს.

მოკლედ, აღდგომა და ხვალეო. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.

ცალკე საკითხია – ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს – შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ – არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა ,,ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე