კვირა, ივნისი 22, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 66

18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌥 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

🌧 ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის ყოფილ მერთან, გია ხარჩილავასთან დაკავშირებით:

დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა.

გია ხარჩილავა უდიდესი დანაკლისია ჩვენი დიდი ოჯახისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ის იყო ძალიან დიდი ადამიანი, ღრმად განსწავლული, ბრწყინვალე ორატორი და უერთგულესი თანამებრძოლი.

ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ გიას დაწყებულ საქმეს და ბრძოლას!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, მეორე უცხოური ენის სტატუსით, საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხს და ქვეყანაში უცხო ენის სწავლების მხრივ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს:

“სახელმწიფო სკოლებში ჩინური ენის სწავლება როგორც მეორე უცხოური ენის – ერთი შეხედვით, პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, მასში გაცილებით შემაშფოთებელი კონტექსტი იკვეთება:

მთავრობა აქტიურად ახორციელებს უცხოური ძალის ენობრივი კულტურის მხარდაჭერას მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული და საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების უფლებები პირწმინდად უგულვებელყოფილია და ისინი ფაქტობრივად მიტოვებული არიან საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოში ათწლეულებია სერიოზულ პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია. სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ენის (ქართული) ხარისხიანი სწავლება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა, სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ენაზე არ აქვთ წვდომა.

ათასობით საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომეხს, აზერბაიჯანელს, ასირიელს, იეზიდს, ქურთს და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს და მათ შვილებს ხშირად არც საკუთარი ენის სიღრმისეული ცოდნა აქვთ, და არც — სახელმწიფო ენის. არ არსებობს ორენოვანი სახელმძღვანელოები, სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, სისტემური პროგრამები.

საქართველოში მცხოვრები ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი წლებია ცდილობს ერთსა და იმავე ორ პრობლემასთან გამკლავებას: სახელმწიფო ენის დაუფლებასა და საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. მაგრამ ორივე გზაზე — სახელმწიფოსგან მხოლოდ ბარიერებია, არა — მხარდაჭერა!

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ენების მიმართ  ერთფეროვანია, ცენტრალიზებული და გამოკვეთილად ასიმილაციური.

ეთნიკურ უმცირესობებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, ასირიელებს, ქურთებს, იეზიდებს და სხვა ეთნიკურ წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება განათლება მიიღონ ისე, რომ მათ ენაზე ისწავლონ, განივითარონ უნარ-ჩვევები, შეისწავლონ საკუთარი ისტორიული წარმომავლო და გადაარჩინონ საკუთარი კულტურა.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უმცირესობების ენების სწავლება ან არ არსებობს, ან მინიმალურ დონეზეა. სახელმწიფო ხშირად უარყოფს თავისივე კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც მრავალფეროვნების დაცვისა და კულტურულ თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტიას უნდა იძლეოდეს.

მაგალითად, ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი ბავშვები სკოლაში მხოლოდ პირველ კლასში სწავლობენ აზერბაიჯანურს, შემდეგ კი მთლიანად ქართულენოვან და ხშირად მათთვის გაუგებარ გარემოში განაგრძობენ სწავლას — რაც მათ გარიყულ მდგომარეობაში ტოვებს და ხშირად განიცდიან ასოციალიზაციას..

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიხედვით, საკუთარი დედაენის სწავლება აუცილებელია ბავშვების პიროვნული განვითარებისთვის, თვითიდენტობისა და თვითშეფასების ფორმირებისთვის. როცა სახელმწიფო ამას არ უზრუნველყოფს, ის პირდაპირ არღვევს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს.

უმცირესობების ახალგაზრდები ხშირად ვერ ეუფლებიან ქართულს საკმარის დონეზე, რადგან მათ არავინ ასწავლის ისე, როგორც მეორე ენა უნდა ისწავლებოდეს სისტემურად, კულტურულად მგრძნობიარე და ორბილინგვური მიდგომით.

ამავდროულად, ისინი თანდათან კარგავენ საკუთარ ენასაც — რადგან სკოლა, სახელმძღვანელოები, ტესტები, მასწავლებლები მათ ენაზე არ მუშაობენ. შედეგად, ახალგაზრდები ვერ საუბრობენ თავისუფლად ვერც ქართულად და არც თავიანთ მშობლიურ ენაზე — ენას ჰკარგავენ, იდენტობასთან ერთად.

საქართველოში ცხოვრობს:

  • სომხური ეთნიკური წარმომავლობის 168,000-ზე მეტი ადამიანი
  • აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის 230,000-ზე მეტი
  • ასირიელები, ქურთები, იეზიდები და ბერძნები საერთო ჯამში ათასობით
    და მაინც — მათი  ენების შესწავლისთვის სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.

ეთნიკური უმცირესობების ენის სწავლების უზრუნველყოფა არ არის ,,ქველმოქმედება” სახელმწიფოსგან — ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გაეროს ბავშვთა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა:

  • ისწავლონ თავიანთი (აბორიგენული) ენა სრულფასოვნად (არამარტო ფოლკლორის დონეზე);
  • მიიღონ განათლება ორ ენაზე — მშობლიურ და ქართულ ენაზე;
  • განივითარონ ორბილინგვური განათლებით კრიტიკული აზროვნება და სოციალური ინტეგრაციის უნარი

საქართველოში  2005 წლიდან განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ,,1+4″, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თუმცა უშედეგოდ და ენობრივი ბარიერები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

2016 წელს, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეების 56% და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეების 44% ვერ ჩააბარეს დამამთავრებელი კლასის გამოცდები, მაშინ როცა ქართულენოვან სკოლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25% იყო.

ასევე, 2018 წელს, უმცირესობების 25% ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაშინ როცა ქართულენოვან აბიტურიენტებში ეს მაჩვენებელი 13% იყო.

ამ პრობლემების ფონზე, სახელმწიფოს მიერ ჩინური ენის სწავლების პრიორიტეტად გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის რუსული ვექტორი და ჩინეთთან თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არ უნდა ხდებოდეს და მოხდეს  საკუთარი მოქალაქეების დისკრიმინაციის და მათი საჭიროებების უგულვებელყოფის ხარჯზე.​

დღეისათვის სამწუხაროდ განათლების რეფორმების თითქმის ყველა ციკლმა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებები და გამოწვევები გამოტოვა.

თითოეული ეთნიკური წარმომადგენლის ,,დედაენა” არ არის არჩევითი ,,კულტურული ელემენტი” — ის არის პიროვნების ბირთვი, იდენტობის საყრდენი და ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

თუ სახელმწიფო უარს ამბობს ეთნიკური უმცირესობებისთვის  ენის სწავლების მხარდაჭერაზე, ის უბრალოდ ამბობს: „შენ არ ხარ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“  და ასეთი სახელმწიფო — წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი წვდომა განათლებაზე და ენობრივ რესურსებზე. ჩინური ენის სწავლების პრიორიტეტად გამოცხადება, მაშინ როცა ეთნიკური უმცირესობები კვლავ ენობრივ ბარიერებს აწყდებიან, მიუთითებს სახელმწიფოს პრიორიტეტების სერიოზულ დისბალანსზე.

შესაბამისად, სანამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, არ გვაქვს მორალური უფლება სხვა ენა, თუნდაც ჩინური ენა გამოვაცხადოთ პრიორიტეტულად სკოლებში — მით უმეტეს, როცა ეს სხვა ენა არა შიდა ინკლუზიის, არამედ გარე გავლენის, უცხოური ძალების შედეგია”, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური “ოლე-ოლა” ჯოგი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

ასე ხდება ყველგან, და საქართველო არაა გამონაკლისი.

ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური “ოლე-ოლა” ჯოგი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ქოცური პროპაგანდა იდიოტებზეა გათვლილი” – გია ნოდია

ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია… იქ, რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ.” – 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ამ პოზიციას, კონკრეტული შეფასებებით და განმარტებებით, ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია და მმართველი პარტიის პროპაგანდასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

ორიოდ დღის წინ დამოუკიდებელ ინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონე ქოც-იდეოლოგი ამტკიცებდა ამას – თურმე ეს ოფიციალური მესიჯ-ბოქსის ნაწილი ყოფილა.

ასეთ პრიმიტიულ პროპაგანდასთან სერიოზული კამათი უხერხულობას ქმნის, მაგრამ მაინც საჭიროა.

საბჭოთა კავშირი იგივე რუსეთის იმპერია იყო, შესაბამისად, “რუსული ჯარი” და “საბჭოთა ჯარი” სინონიმებია. ის, რომ რუსულ/საბჭოთა ჯარში სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი მსახურობდა, უსულელურესი არგუმენტია – ყველა იმპერიულ ჯარში ასე იყო ყოველთვის. იქნებ უკრაინაშიც დღეს რუსული ჯარი არ იბრძვის? მასშიც უამრავი ეთნიკურად არარუსია.

იმასაც კი არ ჰქონდა თავის დროზე მნიშვნელობა, რომ “საბჭოთა” რუსული იმპერიის სათავეში ქართული (უფრო ღრმად თუ ჩავალთ, ოსური) წარმომავლობის ადამიანი იყო. იმპერია იყო რუსული.

ადრეც მითქვამს: ქოცური პროპაგანდა იდიოტებზეა გათვლილი (რაც არ ნიშნავს, რომ არ მუშაობს)“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს ივანიშვილის მოძალადე ხელი ადრე თუ გვიან ყველას შეეხება თუ ეს რეჟიმი დარჩება.

მათ ვერ აიტანეს თეატრის სოლიდარობა, თავისუფალი აზრის გამოვლინება და გადაწყვიტეს დასაჯონ ყველა.

ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას და დარჩეს რეჟიმის მონურ მორჩილებაში.

რეჟიმს უჭირს!

ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

 

ცნობისათვის: “კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

კახა კალაძე: როგორც კი “დიფ სთეითი” დამარცხდება, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე დავინახავთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს გადგმული, ჯერ დამარცხებული არ არის.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, შედეგებს მოსახლეობა საკუთარ თავზე დაინახავს:

პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომელიც გაცხადებული აქვს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჯერ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია.

„დიფ სთეითი“ არის მიმართულება, რომელსაც ძალიან ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მათი სურვილი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებები ყოფილიყო მათი კონტროლის ქვეშ. მეთოდები ერთი იყო, თუ როგორ უნდა ემართათ ხელისუფლებები იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომელზეც საუბრობთ.

ყველაფერი ცხადი და ნათელია – „დიფ სთეითი“ ჯერ დამარცხებული არ არის, ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში, წარმატებები გვინდა, ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს. როგორც კი ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ამ ყველაფერს ჩვენ საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე დავინახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული შეფასებებით და მინიშნებებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ვასო აბაშიძის თეატრის დასი დოის არ უშვებს!

ახლა რას იზამთ, მსახიობებს საკუთარი თეატრიდან სპეცრაზმით გამოიყვანთ?!

ქეთი დოლიძე და მანანა ბერიკაშვილიც კი გააბრაზეთ!

სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: “კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს, კონკრეტულ კატეგორიას მიმართავს:

მე რომ უკაცრიელ კუნძულზე ჩამაგდო მარტო, ერთი–ორი წელი კარგად გავერთობი ჩემთვის, მერე შეიძლება ცოტა მოვიწყინო.

ოღონდ ის ხალხი, რომელიც კუტოკებში და სასტავებში შეტენვისთვის არსებობდით, უწუ–ბუწუ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო ტიპები, აი, რაღაცნაირი ჯიგრა და დუშკა გოგოები, ვინ რას იტყვის შენზე იმით რომ სუნთქავდით, ეგეთები რას აპირებთ მას შემდეგ, რაც სახე აიხიეთ რუსული რეჟიმის გამო?

ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე ახდენს აქცენტირებას, მიზანმიმართული მინიშნებით:

თუ გჯერა, რომ:

9 აპრილი რუსებს არ მოუწყვიათ – უკრაინელები და ბალტიისპირელები ყოფილან;
ანწუხელიძე პიარს და უცხო ქვეყნის ძალებს შეეწირა;

საქართველოს რომელაშვილები აღარ ჭირდება, მთავარია ცოცხალი იყო და ემსახურებოდი ბიძინას ოჯახს;

ქართველობას გელათისა და სვეტიცხოვლის მგრეველები იცავენ;

გილოცავ, შენც ირაკლი კობახიძე და რუსი “მშვიდობისმყოფელი” ხარ!

რუსები არათუ ეროვნულ თავმოყვარეობას, არამედ პირად თავმოყვარეობასაც ცდიან, ანწუხელიძის გვარი ამის საზომია, ამიტომ ლაპარაკობენ მარტო ანწუხელიძეზე.

და ამ დროს ვიღაცები ჭიკჭიკებენ თვითმმართველობის არჩევნებიო, საკრებულოები და იქედან რეჟიმის ზანზარიო.

თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.