კვირა, ივნისი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 64

“ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ” – ნათია ფანჯიკიძე

უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას კონკრეტული პოზიციით, პროდასავლური პარტიებისადმი შეთავაზებით და შესაძლო მძიმე სცენარით ეხმაურება ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

რადგან ქ/ოცნება გადავიდა ხალხის შემზადებაზე და ტვინის გამორეცხვაზე, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ბედნიერებაა საქართველოსთვის, ოპოზიცია ინტენსიურად უნდა მუშაობდეს დასავლეთთან ხვეწნა-მუდარით, რომ ეს არ მოხდეს, თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია მაინც არის ნამდვილად პროდასავლური, თორემ სანამ აქ ინტელექტზე პრეტენზიის მქონე ხალხი ერთმანეთისთვის ჩანისკარტების მეტ მასშტაბს ვერ ქაჩავს, თითქოს რაიმე სახის წარმატება ედოს ვინმეს ჯიბეში და წინასწარ იშორებდეს “სხვებს”.

აზერბაიჯანი შესანიშნავად ხედავს დიდ სურათს და უკვე ემზადება რეგიონში ლიდერის პოზიციისთვის.

ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” – ლალი მოროშკინა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

თუ “ოცნების” მონაპოვარი ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს “ნაცების” მეხოტბე ევროპელებმა, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.

ისე სირიელ, პაკისტანელ, ერაყელ, ავღანელ ლტოლვილებს ებარებოდნენ…

P.S. ვინც დადიოდა კვლავაც ივლის, უბრალოდ რუსეთს მეტი ქართველი მიეძალება, იქნებ ეს იყო ამ გეოპოლიტიკური როქის მთავარი ჩანაფიქრი?

ფოტოზე პეტერბურგის “წითელი იალქნებია”…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

“ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:

,,გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ,,ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.

ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გამაგრება მიმდინარეობს – მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.

უსაფრთხოების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა – დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება.

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

“ირაკლი კობახიძე ცდის არამხოლოდ ჩვენს თავმოყვარეობას, არამედ პერსონალურ თავმოყვარეობას, რადგან მათი განცხადებები არის ტესტი რისი ატანა შეუძლია საქართველოს” –

კობახიძის განცხადებები არის ტესტი რისი ატანა შეუძლია საქართველოს, რუსები გვტესტავენ ამ კაცის ხელით. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე გარე ძალის მიერ ყოფილა მოკლული გიორგი ანწუხელიძე. კი, გარე ძალის, რუსეთის ფედერაციის, პუტინის, იმ ძალის მიერ არის მოკლული, რომელიც არის კობახიძის უფროსი”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

“ლევან სანიკიძის განცხადებით – “ირაკლი კობახიძე ცდის არამხოლოდ ჩვენს თავმოყვარეობას, არამედ პერსონალურ თავმოყვარეობას, რადგან მათი განცხადებები არის ტესტი რისი ატანა შეუძლია საქართველოს, რუსები გვტესტავენ ამ კაცის ხელით. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე გარე ძალის მიერ ყოფილა მოკლული. კი, გარე ძალის, რუსეთის ფედერაციის, პუტინის, იმ ძალის მიერ არის მოკლული, რომელიც არის კობახიძის უფროსი. სამარცხვინოა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საუბრობს საქართველოს მსახურებაზე არის სირცხვილი, გიორგი ანწუხელიძე რომ არის მკვდარი და ესენი რომ მართავენ ქვეყანას არის სირცხვილი.

9 აპრილი თურმე არა თუ რუსეთმა, არამედ გარე ძალებმა, უკრაინელებმა და ჩვენს ბალტიელ მეგობრებს მოუწყვიათ, ეს არის “ქართული ოცნება” – ისტორიის ამოყირავება.

ესენი არიან სახელმწიფო მოქალაქეთა დაჯგუფება, რომელსაც საერთოდ არანაირი სინდისი არ გააჩნია და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ ეს ქვეყანა გადაჩეხოს, გაანადგუროს და უკადრებელი აკადროს, რადგან ამ ქვეყანაში თუ არსებობს სახელი და გვარი, რომელსაც არ უნდა შეეხო, ერთ-ერთი გამონაკლისია გიორგი ანწუხელიძე. ეს ადამიანები კი ხელახლა იმეორებენ წამების აქტს ჩვენი ეროვნული გმირის, ყოველდღიურად შეურაცხყოფენ, ეს არის რუსეთის დავალება, რომ კი, შეეხონ გიორგი ანწუხელიძეს, რადგან ამით ეხებიან საქართველოს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” – მიხეილ სააკაშვილი

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით:

სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, რომ არ გახსნილიყო სვანეთის უნიკალური მუზეუმი და არ რეაბილიტირებულიყო საუკუნოვანი სვანური ძეგლები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?

თუმცა, სამწუხაროდ, იმ დროს ვერ მოესწრო თეთნულდის კურორტის განვითარება, სვანეთის გვირაბის გაყვანა. მაშინ აშენებული რედისონის სასტუმრო დღესაც დაუმთავრებელი და ცარიელი დგას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ,,ქართულ ოცნებაში” შექმნილ გაურკვეველ სიტუაციასა და სანქციებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს:

,,ეკონომიკის არაღიარებული მინისტრი პოსტიდან გარბის, ჯერ შანტაჟს ექვემდებარება და “უჭირავთ”.

გომელაური “შსს”-ს მინისტრის მოვალეობას აღარ ასრულებს და უსასრულო დეპრესიას მიეცა.

ლილუაშვილის კადრებს, დასაქმებულებსა და ასევე “ოდეერებს” დაერივნენ – წმენდა გამოაცხადეს.

ღარიბაშვილს, პარტიაში კი არა, საერთოდ გამოჩენა აღარ უნდა.

კალაძე დარდობს – საფრანგეთი, იტალია, გერმანიიდან როგორ გადაეწყოს თურქმენეთზე, ჩინეთსა და ირანზე.

ამასობაში, კარის ბიზნესმენები დაბნეულები არიან – “სუსის” მერე ვისთან “დაალაგონ” და ყველას მდინარაძესთან ამისამართებენ.

ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს და დოლარის ბრუნვაში სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომ უკონტაქტოა და არავინ იცის რა ჭკუაზეა…

აქეთ თურნავამ, ივანიშვილის დავალებით ჩინეთი მოიარა და ჩინელებს ეხვეწება, არწმუნებს – რუხაძის “ლიბერთი ბანკი” იყიდონ (ამ დროისთვის ჩიხშია შესული გარიგება).

მეორე დავალება ადგილობრივი “ბარათის” შექმნაა, რადგან სანქციების პირობებში ასობით რეჟიმის წარმომადგენელს ბარათები აქვს დაბლოკილი, ან პრობლემები აქვს ამ მიმართულებით – ამიტომ, რუსული “მირის” მსგავსი შექმნეს და უახლოეს პერიოდში აპირებენ ჩაუშვან ხმარებაში, შავი ფულის სატრიალოდ.

საჯარო მოხელეებს, პენსიონერებს, საბიუჯეტო დაფინანსებებს მიაბამენ ადგილობრივ ბარათს და შესაბამისად, ასე ფიქრობენ თავი აარიდონ სანქციებსა და ბარათების დაბლოკვას…

ამასობაში, ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფაზაში, რაც გულისხმობს შეტევას რუსულ რეჟიმზე და მომზადებას, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ფიზიკურად დავიცვათ ქვეყანა!🇬🇪✊🏻”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.

🎟ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
✅ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;
✅სწრაფი გადახდის აპარატებით;
✅საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
✅ საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლის
გასვლა – 10:35
ჩასვლა – 16:10

ბათუმიდან თბილისისკენ მატარებლის
გასვლა – 18:30
ჩასვლა – 23:47

 

თბილისიდან ფოთისკენ მატარებლის
გასვლა – 11:05
ჩასვლა – 17:17

ფოთიდან თბილისისკენ მატარებლის
გასვლა – 18:50
ჩასვლა – 00:56

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

ისეთი განცხადებები კეთდება, როგორც ჩანს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ!

ციური მანანა კი არაა, ბოლო ბოლო😀🥸

ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-22 აპრილისთვის პერიოდისთვის

17 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში.

აპრილი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

15 აპრილი – 2.7545;
16 აპრილი – 2.7544;
17 აპრილი – 2.7523
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0020 ლარით  და 1 აშშ დოლარი 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში 2.7503 ლარი ეღირება.

აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, ბოლო დღეებში კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

15 აპრილი – 3.1363;
16 აპრილი – 3.1229;
17 აპრილი – 3.1274
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0025 ლარით და 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1249 ლარი ეღირება.

აპრილში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6389 ლარი (გამყარდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0721 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6642 (გამყარდა 0.0040 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6174 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0227 ლარი (გამყარდა 0.0128 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3672 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7678 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2213 ლარი (გაუფასურდა 0.0092 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4467 ლარი (გამყარდა 0.0226 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9294 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით).

მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, 8 აპრილიდან კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტისა დინამიური გაუფასურება, რაც კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

15 აპრილი – 3.3460;
16 აპრილი – 3.3528;
17 აპრილი – 3.3392
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0037 ლარით და 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3429 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი