შაბათი, ივნისი 21, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 61

სს “თელასი”: 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), იარაჯულის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ბაბუციძის, ნაკადულის, თავკვერის, ქინძმარაულის და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, თაბუკაშვილის, ლუკიანე თაბუკაშვილის, შარტავას და გოთუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მოსაშვილის, მუხაძის, დარიალის, მიშველაძის, საკანდელიძის, სვანიძის, ყიფშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩემი ხელისუფლების ინიცირებული და შეთანხმებული იყო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებთ კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩემი ხელისუფლების ინიცირებული და შეთანხმებული იყო.

“ქართული ოცნების” ერთადერთი დამსახურება ის იყო, რომ უარი არ თქვეს გამზადებულ ხელმოწერაზე.

ახლა კარგად გამოჩნდა მათი ნამდვილი განზრახვა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს მიუსაჯეს. მას ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს. გელა ხასაია წერილს ზაჰესის იზოლატორიდან წერს:

,,წერილი ზაჰესის იზოლატორიდან:

ვისაც მართლა გწამთ და გჯერათ, იმ ადამიანებს გილოცავთ!

რაღაც მივჯღაბნე და მინდა გაგიზიაროთ, თუ დაგაინტერესებთ.

სასამართლოს დაწყებამდეც ვგრძნობდი, რომ ჩამსვამდნენ, ამისთვის დილიდანვე ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო მეტ დღეს მომისჯიდნენ. მოსამართლეზე არ გავბრაზებულვარ, წინასწარ ხომ ვიცოდი, რომ ის მოსამართლე კი არა, ჩვეულებრივი მონა იყო. გავბრაზდი შსს-ს იმ გოგოზე, განა იმიტომ, რომ მისგან სამართლიანობას ველოდი?! არა, უბრალოდ გამაბრაზა იმან, რომ ბედნიერებას განიცდიდა ჩემი ციხეში გამოკეტვით.

მთელი პროცესი ნიშნისმოგებით მიყურებდა და ამაზრზენად იცინოდა, არც კი მალავდა, რომ უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა თითქმის მისი თანატოლის უსამართლოდ ციხეში გაშვებით. ეს ქალი არის ძალაუფლებისგან ბოროტი, ბედნიერი და ყველაფერზე წამსვლელი.

ყველაზე უინტელექტო ქალია ნინო წილოსანის შემდეგ. მარტივად რომ მიგახვედროთ, ის გოგოა, ტიკტოკზე გაპრანჭვის ვიდეოებს რომ დებს და “მიაგის” სიმღერებს ადებს, რასაც მაღლა უბრძანებენ ყველაფერს გააკეთებს, მორალისა და სამართლისგან დაცლილი.

აქ, საკანში, მეგონა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ არა, მე როგორ მივცე საკუთარ თავს წუწუნის უფლება მაშინ, როცა ჩემი მეგობრები დღეებსაც ვერ ითვლიან. არ იციან რამდენ ხანში დატოვებენ ციხეს. მე ვიცი მაინც, რომ 12 დღეში (უკვე 6-ში) გარეთ ვიქნები.

აქ სულ საბაზე, გიორგიზე, ირაკლიზე და ყველა რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მეგობარზე მეფიქრება. ყველას მეგობრად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მე საერთოდ არ მიცნობს – მე კი ვიცნობ მათ და ეგეთი მეგობრები მინდა მყავდეს – სიმართლისთვის მებრძოლი, იდეის ერთგული და გაუტეხელი მეგობრები.

საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა. ახლა კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდა, რომ ეს ხალხი, რაც შეიძლება მალე დავიხსნათ ტყვეობიდან.

შსს-მ ჩემი პატიმრობის მიზნად განაცხადა, “ჭკუას ისწავლის და გაჩერდებაო”. ჭკუა ნამდვილად ნასწავლი მქონდა მანამდეც, მაგრამ, ახლა უფრო მძაფრად მაქვს ბრძოლის სურვილი, რადგან პატიმრებს ისე ვჭირდებით, როგორც არავის სხვას. გაჩერება კი არა, ტემპს უნდა მოვუმატოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

პ.ს. 26-მდე რუსთაველზე ჩამანაცვლეთ!

ამ “მორწმუნეებმა” დედაჩემთან დარეკვის უფლება არ მომცეს, მილოცვაც პრობლემა გახდა. ერთი კვირა დაიცადე და მერე დაგარეკინებთო. ალბათ, დედაჩემს უნდა ვთხოვო, რომ ერთი კვირის მერე დადგეს მისთვის ეს დღესასწაული, რომ შევძლო მილოცვა.

წერილი დაწერილია 20 აპრილს”, – წერს გელა ხასაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი რომ არიან…” – გია ხუხაშვილი მმართველი პარტიიის პოზიციაზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან მიმართებაში:

მთელი მსოფლიო თავისი დიფ-სტეიტიანად ცდილობს ომი დაასრულოს, ესენი კიდევ “ვერავინ ვერ შეძლებს საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოსო” მღერიან…

ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი რომ არიან…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

დღეს, 21 აპრილს, დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფაქტი დაადასტურეს ვატიკანის წარმომადგენლებმაც. კერძოდ, რომის წმინდა ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ადგილობრივი დროით დილის 7:35 საათზე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

20 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ, ბოლოჯერ მიმართა მრევლს. იგი 12 წლის წინ აირჩიეს რომის პაპად და ფრანცისკე ასიზელის სახელი დაირქვა.

როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!” – ეს იყო ერთ-ერთი პირველი განცხადება-სურვილი, რაც ახლადარჩეულმა პაპმა განაცხადა წლების წინ.

და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაუკეთებია და თავისი პოზიცია დაუფიქსირებია, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით:

– “დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმსა თუ გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე და ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ, თან ამ დროს ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“;

– “სიამოვნება უშუალოდ უფლისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“;

– “ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა, ეს პრობლემა ჩემთვის თითქმის სატანურია“;

– “ჩვენ ვართ კონფლიქტების, კრიზისების და უთანხმომების ზრდის მოწმეები, რასაც იმდენად შევეჩვიეთ, რომ უზარმაზარი ტრაგედიები დუმილის ფონზე ჩაივლის, ხოლმე“.

 

სს “თელასი”: 22 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

22 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება” – კახა კალაძე

საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, აქციების მიმდინარეობისას პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას დიპლომატიური კორპუსი არ გამოხმაურებია.

ეს ადამიანები ხელს უწყობენ და ახალისებენ ამგვარ ქმედებებს. საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას. ეს თანხები საიდან მოდის, ვინ აფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საიდან იღებენ ამდენ თანხებს? დასვით ეს შეკითხვები და ძალიან მარტივია ყველაფერი.

არ იფიქროთ, რომ ისინი რაიმე განცხადებას გააკეთებენ, ან ამ რადიკალური დაჯგუფების რომელიმე წარმომადგენელი. მაგალითისთვის, გაიხსენეთ, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ელისაშვილი და ჩაარტყა, რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ. ეს ადამიანები თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას, უბედურებას. გაიხსენეთ, პოლიციელს წვავდნენ ცოცხლად, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. შემდეგ ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყანაში იცავენ წესრიგს, კანონს და მშვიდობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე პოზიტიურ მიმართვას ავრცელებს, ოპტიმისტური მოლოდინებით:

აღდგომა არის გაზაფხულის, სითბოს და სინათლის გამარჯვება ცივ სასტიკ და დაუნდობელ ზამთარზე, რომელიც ძალიან გაგვიგრძელდა. შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!

Великдень — це перемога весни, тепла й світла над холодною, жорстокою та безжальною зимою, яка тривала для нас занадто довго. У найближчі дні перемогу України буде закріплено офіційно!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ სტატუსს აქვეყნებს, მეორე უცხოური ენის სტატუსით, საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

,,ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური – ყველაფერი რაზეც ვამბოთ – მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის.

ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია😂🙈” – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას, პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება მმართველი პარტიის დამარცხება:

,,ძალიან მოკლედ ვიტყვი, ძალიან:

საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა – არის მათემატიკური, სოციოლოგიური და მორალური აბსურდი”, – წერს მიშა მშვილდაძე და იქვე კომენტარებშიში აღნიშნავს:

,,აქვე დავაზუსტებ დაგვიანებით, მაგრამ კვლავ ყოველი შემთხვევისთვის, რომ ოპოზიციაში იგულისხმება მთელი სპექტრი და არა რომელიმე კონკრეტული პარტია“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე