შაბათი, ივნისი 21, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 59

“ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ ჯერ გადაპორტირება და წკმუტუნი!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში თავის უკმაყოფილო პოზიციას აფიქსირებს, სკანდალური შეფასებებით, განმარტებებით და მინიშნებებით:

ერთი პარადოქსი გამოიკვეთა:

ვინც ე.წ. “2012 -იანელები” ვართ, ბიძინა ივანიშვილის ერთგულები ვიყავით პირველი დღიდან, გვჯეროდა და გვეიმედებოდა, (უმეტესობისთვის არაფერი შეცვლილა ამ იდეოლოგიურ ლაბირინთში. მე უპირობოდ მჯერა ბატონი ბიძინასი) არც “ოცნებაში” მოგვითხოვია გაწევრიანება და არც მაღალი თანამდებობები.

იყო ომი და ამ ომში რიგით ჯარისკაცად ყოფნა უფრო საშური საქმე გახლდათ!

ახლა, როდესაც რაიონის პრობლემაა მოსაგვარებელი, ან თუნდაც უფრო დიდ მასშტაბზეა წვდომა საჭირო, ვეხეთქებით დიიდ კედელს, რომელსაც სახელად “ოდესღაც ბიძინას მტრები” ჰქვია.

მე მესმის იმ ხალხის, რომლებსაც ჩვენი არც დანახვა და არც გაგონება სურთ, რადგან სჯერათ მაღალ გეგაბაიტიანი მეხსიერების ჩვენს თავებში. შესაბამისად ისიც კარგად იციან, რომ მათი მედროვე სიფათები კარგად გვახსოვს.

P.S. მავანთ ბოლო შანსს გაძლევთ გამოასწოროთ, როგორც სტიქიით დაზარალებულთა მშენებლობების ტენდერების, მედიასთან “მოლაპარაკე თავების”, ნარკომანიასთან ფსევდო ბრძოლის, და ა.შ. პრობლემები. აღარაფერს ვამბობ საგარეო აქტივობებზე…

ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ ჯერ გადაპორტირება და წკმუტუნი!
მე მითქვამს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში განმარტებებს აკეთებს და რჩევას იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება მყარ საძირკველად ახალი საქმიანობის დაწყებისას:

,,როდესაც გადაწყვეტთ, რომ რაიმე ახალი გინდათ გააკეთოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის, თუ რა იცით უკვე?

თქვენი უნიკალური ცოდნები, გამოცდილებები და არსებული პრაქტიკა, გამოიყენეთ საძირკველად. იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე, რომ ყველაფერს სჭირდება მყარი საძირკველი. შესაბამისად, იმის გაცნობიერებულად აღიარება, თუ რა ვიცით უკვე და რა გამოცდილება გვაქვს, დაგეხმარებათ მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანუ დაგეხმარებათ იმაში, კონკრეტულად, რა მიმართულებით გჭირდებათ ახალი ცოდნის და უნარების დამატებით შეძენა”, – აღნიშნა მარიამ კვიციანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად” – ნიკა გვარამია მმართველ პარტიაზე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან.

რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად სუნთქვა – დაღუპვის გზაზე ვადგავართ სინათლის სიჩქარით.

ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ ,,ნეტა არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც უცხოური აგენტურა არ იქნება, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. არ ეღირსა ამ ქვეყანას ისეთი ოპოზიცია, რომელიც ემსახურება არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას”.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო სტატუსს, რიტორიკული შეკითხვებით, აქვეყნებს ,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:

,,მამამისს გულისხმობს 1991-ში და 2009-ში?! თუ გრეჩიხებს 2007-ში?! 2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ?!”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კონკრეტული განმარტებებით მიმართავს:

ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე.

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე.

მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს.

ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

დღეს, 23 აპრილს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო.

არ ველოდები სამართალს, ეს არის ივანიშვილის პირადი სცენა, სადაც მოსამართლეები მისი მსახურები არიან.

მათი მიზანია დანერგონ შიში. შიშით უნდათ მართონ ქვეყანა. მაგრამ უკვე გვიანია, საქართველოს ვეღარ დააჩოქებთ!

ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ.

ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი.
ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ის უსამართლობას არ ეგუება.

მათ დაავიწყდათ მთავარი, თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას – ის ებრძვის მას.

მე ვიცი რისთვის ვიბრძვი. საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც
სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს;

სადაც, ახალგაზრდებს არ უწევთ სამშობლოს დატოვება, რჩებიან და აშენებენ საკუთარ ქვეყანას;

სადაც, კანონი იცავს მოქალაქეს და არა რეჟიმს.

საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ მაღალჩნოსან ირაკლი შაიშმელაშვილთან სკანდალური ინტერვიუს ვიდეოსთან ერთად, სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მმართველი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგებზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ტერიტორიებთანაა დაკავშირებული:

,,ე.წ. ხელისუფლების სისხლიანი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არსებობენ არანაირი “შიშის, რუხი თუ შავი ზონები”.

საკმაოდ აგდებულად საუბრობენ იმ თემაზე, რის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით თუ აქვთ წარმოდგენა.

ისევ სააკაშვილზე გადააქვთ ისრები, მაშინ როდესაც მათი მმართველობის დროს, ოკუპაციის ხაზი მართლა უკონტროლო გახდა.

საუბარი მაქვს იმ სამ რეგიონზე ოთხიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს.

ზემო რაჭა, ზემო იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ეს გახლავთ ის რეგიონები, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს და იქ არანაირი კონტროლი არ ხორციელდება.

(გამონაკლისია მხოლოდ პერევში და ოძისში არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთა ვალდებულება და ფუნქციაა მოქალაქეები გააკონტროლოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან).

ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილი საუბრობს კონტრაბანდაზე, რომელიც ყვავის – ჩემი აზრით, ასეც იქნება, ვინაიდან ოკუპაციის ხაზი სრულიად გამჭვირვალე და უკონტროლოა, რითაც ისარგებლებენ კონტრაბანდისტები.

აქ საქმე სინამდვილეში კონტრაბანდაში კი არ არის – საქმე იმაშია, რომ ქოცმთავრობამ აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა ოკუპაციის ხაზის გასაკონტროლებლად.

დაუსვით კითხვა ამ ქოცბანდიტებს, – რატომ არ დგანან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მთელს პერიმეტრზე? – პასუხი იქნება, რომ რესურსი არ ჰყოფნით. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ნება იმისა, დაიცვა საკუთარი ტერიტორიები.

თუმცა, ამაზე საუბარი უკვე ფუჭია, საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თანაც ერთი გასროლის გარეშე”, – წერს დავით ქაცარავა.

 

ინფორმაციისთვის: ტვ “პირველთან” ინტერვიუში გდდ-ს ყოფილ მაღალჩნოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ “კონტრაბანდით დაკავებები თუ არის და გამოვლენილი თუ არის დასავლეთით აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, აღმოსავლეთში, ცხინვალის მიმართულებზე, მე რაც მაგ სამინისტროში ვმუშაობდი, არცერთი ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი და როგორ ფიქრობთ, არ არის? ჩადით გორში და ნებისმიერ კონტრაბანდულ საშუალებას იყიდით – დაწყებული სიგარეტიდან, შავი ხიზილალით დამთავრებული“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება – განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრისა  და  შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025  სასწავლო  წლის გაზაფხულის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსებას.

ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების   მიღება   გაგრძელდება  31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

სს “თელასი”: 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), გორგასალის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოპრეთის, გრიშაშვილის, მარტვილის, ნადიკვარის, მანანა მელქაძის, ნუგზარ შატაიძის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის, ბერძნის, ბეჟან კალანდაძის, ორთაჭალის, წინანაურის, ეფრემ მცირეს და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირს (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის II კვარტლის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის მოედანის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, რომან ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ქერჩის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და საბურთალოს რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს აფასებს:

რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება. რეალობა კი ერთია, ეს არის ღალატის 13 წელი.

ღალატი, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი თავისუფლება.

ღალატი, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი.

ღალატი, რომელმაც ქვეყანა მარტო დატოვა მტრის წინაშე დაუცველი.

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც:

ხალხს წაართვეს არჩევანი და სახელმწიფო მიიტაცა მოძალადე ოლიგარქმა;

ძალადობა, შანტაჟი და კორუფცია გახდა მმართველობის წესი;

სასამართლო გააქრეს, მედია და განსხვავებული აზრი გამოაცხადეს მტრად;

ოპოზიცია იდევნება, აქტივისტებს იჭერენ;

საფრთხის ქვეშ დგას უვიზო მიმოსვლა;

იბლოკება ევროპული კარი ქართველისთვის;

სიღარიბე იქცა ბატონობის იარაღად, რომ მშიერს აღარ უნდოდეს თავისუფლება და შიშით ეძებოს ლუკმა პური ყოველდღე.

ამბობენ: „ეკონომიკა იზრდება” – არა, მხოლოდ მათი ქონება იზრდება!

მათთვის — ვილები, ტენდერები, მილიონები.

ხალხისთვის — გადასახადები, ვალები და მძიმე რუტინული ცხოვრების წესი.

და რას ზეიმობენ?

რეჟიმის 13 წელი არ არის გამარჯვება — ეს არის ღალატი. ღალატი, რომელიც დაიწყო არჩევნების მოპარვით, გაგრძელდა თავისუფლების მოსპობით და დასრულდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციით.

ღალატი, რომელსაც ვეღარ გადაფარავს ვერც სტატისტიკა, ვერც ფასადური შოუები, ვერც რუსული პროპაგანდა.

მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება. ჩვენ ვხედავთ სიმართლეს. ეს არ არის ის საქართველო, რისთვისაც ვიბრძვით.

და როცა ხალხი ირჩევს თავისუფლებას, არც ერთ რეჟიმს აღარ შეუძლია დიდხანს მისი შეჩერება“, – აცხადებს.პაატა მანჯგალაძე

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს