კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 57

“ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეცნიერი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემას კონკრეტული პოზიციით ეხმიანება:

ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილებებს ერთი კაცი იღებს.

არავის აქვს უფლება, ან გადადგეს, ან წავიდეს, ან მოვიდეს.

თავისით ვერავინ წავიდოდა, ვერსაიდან, ვერც ღარიბაშვილი. როგორც მოსვლა არ იყო მისი ნება, ისე წასვლა არ იქნებოდა მისი ნება.

სავარაუდოდ არსადაც წასულა. ისევ იქ არის, ბიძინასთან. უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა ბერას სათამაშოების ყუთში.

ასე მგონია.

ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-28 აპრილის პერიოდისთვის

25 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები, ასევე გარკვეული რყევებით.

აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

23 აპრილი – 2.7500;
24 აპრილი – 2.7496;
25 აპრილი – 2.7492
.

2 კვირიანი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0004 ლარით  და 1 აშშ დოლარი 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.7496 ლარი ეღირება.

აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, თვის მეორე ნახევარში კი, გარკვეული რყევებით, ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

23 აპრილი – 3.1614;
24 აპრილი – 3.1300;
25 აპრილი – 3.1224
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0076 ლარით და 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1224 ლარი ეღირება.

აპრილში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6597 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0716 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6579 (გამყარდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6170 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0267 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3156 ლარი (გამყარდა 0.0172 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7729 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2178 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5786 ლარი (გაუფასურდა 0.0441 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9178 ლარი (გამყარდა 0.0127 ლარით).

მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, 8 აპრილიდან კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტის დინამიური გაუფასურება, რაც კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა თუმცა კი გარკვეული რყევებით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

23 აპრილი – 3.3905;
24 აპრილი – 3.3338;
25 აპრილი – 3.3092
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0209 ლარით და 26 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3301 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე საკადრო-პოლიტიკურ ცვლილებებს ერთგვარი მინიშნებადი შეფასებებით ეხმაურება:

დიფ სტეიტის მორიგი გამარჯვება!

პატრიოტი კაცი, ნამდვილი ქართველი, ირაკლი ღარიბაშვილი საქმეს ჩამოაშორეს და იუსეიდის და გაეროს კადრი, ფარული ლიბერალი ირაკლი კობახიძე გააძლიერეს!

დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი შეეტანა ყველაზე კრიტიკული პერიოდების გადალახვაში!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს:

არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ხდება და ვფიქრობ მოხდება კიდევ ბევრი რამ!

ვიცი რომ “ქართული ოცნება” დღეს თუ ხელისუფლებაში არის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება დიდია!

გახარიას მზაკვრობის მერე სწორედ მან შეძლო ერთად შეეკრა საზოგადოება და გუნდი არ ჩამოშლილიყო!

ღარიბაშვილი გახლდათ ის პრემიერ მინისტრი, რომელმაც თამამად და ხმამაღლა განაცხადა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ საქართველო სახელმწიფოა!!

მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის და ვიცი რომ საქართველო არ გახდება ჩვენი მტრების საჯიჯგნი!

სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი შეეტანა ყველაზე კრიტიკული პერიოდების გადალახვაში!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა ჯეჯელავა

დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს გადაურჩა, გომელაურის მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია.

დავუშვათ, რომ ეს ბიძინას გადაწყვეტილებაა. რას აჩვენებს ამით? როგორია ერთგულების ფასი მის კარზე? რას იღებს ამით? ვხედავთ, რომ მისი ერთგული კადრები პოლიტიკაში შემობრუნებას არ აპირებენ, მაშ რატომ იცილებს იმათ, ვინც მართლა მონასავით მორჩილებდა?

ღარიბაშვილი რომ ბერას ეძმაკაცებოდა და ბიძინას სალაროს მცველი იყო კობახიძე, პაპუაშვილი და ოხანაშვილი მაშინ დიფ სთეითის ფულზე ისხდნენ. რა გამოდის? თავის გამოზრდილ ბიჭებს დიფ სთეითის გამოზრდილი ბიჭები ამჯობინა?

ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს უკრაინის სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებზე, თავდაცვითი პოლიტიკის ურყევ პრინციპსა და წითელ ხაზებზე, რუსეთთან დაკავშირებით:

,,უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით:

  • უკრაინა არასოდეს აღიარებს ყირიმს ან თავისი ტერიტორიის სხვა ნაწილს რუსეთის ნაწილად;

  • იგი არ დათანხმდება თავისი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვას, ასევე პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების შეზღუდვას;

  • არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის მიერ ალიანსებისა და მოკავშირეობის არჩევანს.

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!
🇬🇪🇺🇦🫡”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით:

,,პოლიტიკიდან კი “წავიდა”, მაგრამ ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას, რასაც ჟურნალისტების რბევა და ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მოჰყვა”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მისმა ადვოკატმა, რასაც სოციალურ ქსელში კონკრეტული ამბის გახსენებით ეხმიანება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე:

კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან.

2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შემდეგ) და სიტყვა-სიტყვით მეუბნება:

მურმან, ფრთხილად იყავი ქუჩაში, არაფერი მოგივიდეს”!” – წერს მურმან დუმბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით:

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა”, იმ განსხვავებით, რომ ბიძინა “წასვლის” შემდეგაც ქვეყნის მმართველად რჩებოდა, ეს კი მართლა ჩამოცილდება პოლიტიკურ საქმიანობას მანამ, სანამ ბიძინას არ დაჭირდება მისი მობრუნება. არ მოუბრუნებია თუ რა?

მოკლედ, როგორც თავად ბიძინა იტყოდა, “ზალატოი ზაპასში” გადაიყვანეს რა“, – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” – ლევან სანიკიძე

იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს არ დაუწყია ომი 2008 წელს, ამ ყველაფრის გამო თუ მაჯარიმებენ კი ბატონო, დამაჯარიმონ. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის განცხადებით – “ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ეგზეკუციის სამართლებრივი პროცესი, 7-ჯერ ვარ დაჯარიმებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის. ჩემმა ადვოკატმა იცის ზუსტად ის თარიღები, რა თარიღებზეც დღეს გასაჩივრება ხდება და შსს რაზეც მედავება არც ვაქცევ ყურადღებას, რადგან ყველგან ერთი და იგივე მიზეზებია წარმოდგენილი, რომ თითქოს რუსთაველის გამზირს ვკეტავდი, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, რა სანქციაც არ უნდა დამაკისრონ, მე ამის გადახდას არ ვაპირებ, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს არ დაუწყია ომი 2008 წელს, ამ ყველაფრის გამო თუ მაჯარიმებენ კი ბატონო, დამაჯარიმონ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს