კვირა, ივნისი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 56

“ამ ყველაფრის ფინალი რა არის ქოცებო თქვენი აზრით?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი “ქართული ოცნების” წევრებს, მხარდამჭერებს მიმართავს:

ამ ყველაფრის ფინალი რა არის ქოცებო თქვენი აზრით?

ანუ აი ამ რაზგონით სად მიგაზავს ბიძინა, როგორ ფიქრობთ?

მგონი ღარიბაშვილმა the endgame ვეღარ დაინახა და მაგიტომ წავიდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის ფინასური დახმარება ჭირდება – ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

პატარა გიორგი ბერიშვილის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, რადგანაც ბავშვის მდგომარეობა გართულდა, რის თაობაზეც სოციალურ ქსელში შესაბამის ინფორმაციას ავრცელებენ:

სასწრაფოდ😥😥😥😥😥😥😥

არ დატოვოთ უყურადღებოდ, გაზიარებაც ბევრს ნიშნავს😥😥😥😥🙏🙏🙏

გიორგი ბერიშვილს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მისი მდგომარეობა გართულდა🙏😥😥😥😥 სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდება.

📢 გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის ფინასური დახმარება სჭირდება.

👇 დახმარების მსურველებისთვის ანგარიშის ნომრები

თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108
მიმღები: ემზარი ბარამიძე

საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635
მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას:

რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?

იმიტომ, რომ დაბადების დღისგან, ქორწილისგან და ნათლობისგან განსხვავებით, ქელეხში დაუპატიჟებლად შეიძლება მისვლა“, – წერს გია ხუხასვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ” – კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

მე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნა პატრიოტულ თემაზე, არცერთი ორგანიზაცია არ დამაფინანსებს, რადგან ეს მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გასცა საფრანგეთის საელჩომ გრანტი კონკურსის გარეშე, კახა კალაძე პასუხობს, რომ გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, მაგრამ ზუსტად იციან რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები.

რა კონკურსებზე საუბრობთ? ან ვინ უნდა ჩაატაროს? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ილუზიებიდან გამოხვიდეთ. პირობითად მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ რომ შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება პატრიოტული თემები, ტრადიციები, კულტურა, ცნობადობის ამაღლება ამ მიმართულებით, შემდეგ მივიდე რომელიმე ორგანიზაციასთან გრანტის მისაღებად, ვერცერთ თეთრს ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ ეს არის მიმართულება და თემა, რომელიც საერთოდ არ აინტერესებთ. პირიქით, ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ დაპირისპირება გაღვივდეს, ექსტრემისტული ორგანიზაციები გაძლიერდნენ, საპატრიარქოს და სარწმუნოების წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყონ ხელი.

შესაბამისად, გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, კონკურსი დაარქვან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა მისცენ თანხები და რაში უნდა დაიხარჯოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრერსცენტრი ავრცელებს

“სხვები რამდენს ითხოვენ და რა არის ის რაოდენობა, როცა წავლენ… და პირობებში ეძლევათ წასვლის სანქცია???” – ბეჟან ჯავახია მმართველი პარტიის ყოფილ ლიდერებზე

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერების ფინანსურ ინტერესებზე აკეთებს მინიშნებას:

,,უფრო იაფად რომ შევხედოთ საქმეს: კვირიკაშვილმა დააგროვა ფული და ქონება და წავიდა პოლიტიკიდან!

ასევე ღარიბაშვილიც დაგვემშვიდობა ოღონდ, რაც მოიპარა და მოიპოვა ის შეინარჩუნოს!

ახლა მაინტერესებს, სხვები რამდენს ითხოვენ და რა არის ის რაოდენობა, როცა წავლენ (მაგ. გახარია, ბესელია…), ან რა შემთხვევაში და პირობებში ეძლევათ წასვლის სანქცია???”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა თქვენთვის🫂❤️” – ნანუკა ჟორჟოლიანი ლიკა გუნცაძეს მიმართავს

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პატიმარ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით, მიმართავს მის დედას – ლიკა გუნცაძეს და აცხადებს, რომ სურს ანდროსნაირი იყოს მისი შვილი, საბაც:

მგონი ანდროს ფოტო, ვიდეო არც კი გამიზიარებია. იმდენი გამზიარებელი და გულშემატკივარი ჰყავს, ვფიქრობდი ჩემი პლატფორმის სხვებისთვის დათმობა უფრო სწორი იქნებოდა.

არადა სულ მინდოდა თქვენთვის მეთქვა ლიკა გუნცაძე.

ზუსტად ის თვისებები მინდა საბაში დავინახო, რასაც პატიმარ ანდროში ვხედავ.

უსამართლოდ საკანში რომ ხარ გამოკეტილი, რთულია ისევ სხვებზე ზრუნავდე. ცდილობდე სხვა პატიმრებზე მეტი ფოკუსი იყოს, არ გადაფარო რომელიმე მხოლოდ იმიტომ რომ შენ უფრო გიცნობენ.

სხვებზე ზრუნვის დეტალი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ორ პატიმარზე მთხოვა რაღაც, ძალიან პირადი, ვერ დავწერ, ჩათვალა იმათ მოერიდებოდათ.

როგორ არ გაბოროტდა.

როგორ ცდილობს ადამიანი არ დაკარგოს საკუთარ თავში და ირაკლი კობახიძეზე საუბარშიც კი დარჩეს ანდროდ. ბრაზი არ მოერიოს.

თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა თქვენთვის.
🫂❤️“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე და იქვე ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს აქვეყნებს.

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას გამოთქვამს ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

Finita la commedia…

მემგონი წუხანდელს მერე “ალოოპოზიციას” ყველაზე მძიმე კვირა დღე გაუთენდა.

1. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყველგან მიღებულია;

2. გუშინ საბოლოოდ გადაწყდა უკრაინის ომის დასრულება რუსეთის სრული გამარჯვებით;

3. ქუჩაში ნაგდებ სასტავს ფულზე უარი ეთქვათ.

მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

სს “თელასი”: 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის, მიხეილ ხერგიანის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, პატარა ტბის, ომარ ხიზანიშვილის, ზურა მირაქიშვილის, თეთრი ტბის, წინამძღვრიშვილის, კარლო მებაღიშვილის, თემურ სამხარაძის, გიორგი ბაბილოძის, კლარა კვეესის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ვანო წამალაშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), ალექსანდრე როინაშვილის, ვაზის და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ რა პრობლემები იჩენს თავს ბავშვებში ფსიქოლოგიური კუთხით და მშობლებს გარკვეულ რჩევებს სთავაზობს:

,,დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის (ADHD) სინდრომი; შემდგომ მოდის გუნება-განწყობის მწვავე ცვლილებები; სუიციდური აზრები, ინტერესის დაკარგვა, გაჩუქება ან გადაგდება იმ საგნებისა და ნივთების, რომელიც ადრე ბედნიერებას ანიჭებდა; კომუნიკაციიის ნაკლებობა; საკუთარ თავში ჩაკეტილობა; დეპრესია; შფოთვები; შიში; მოტივაციისა და ენერგიის ნაკლებობა; სტრესი; ემოციური და ქცევითი დარღვევები.

ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები, რომ აღვზარდოთ ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, ბავშვები მიაჩვიოთ, რომ მოვლენებს შეხედონ რეალისტურად; გირჩევთ, პატარები საკუთარ თავთან საუბარს მიაჩვიოთ; ასწავლეთ შვილებს ემოციების მართვა და პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება; ბავშვებთან, რაც შეიძლება მეტი დიალოგი, კონტაქტი, ჩახუტება, მოფერება, იმის თქმა, რომ მათი გესმით და მათ გვერდით ხართ მშობლების მხრიდან.

აუცილებელია მშობელს არ გამოეპაროს შემდგომი სიპტომები: სკოლაში ეფექტურობის დაქვეითება, აგრესიულობა, შიშები,
ხასიათის სწრაფი და ხშირი ცვალებადობა; ხშირი ავადმყოფობა.

მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო მშობლებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ უნიკალური შესაძლებლობებისა და უნარების ბავშვებთან გვაქვს საქმე. ეს არის ინფორმაციული ერა და მათ აქვს ზღვა ინფორმაცია ყველაფერზე და ზუსტად იციან რა, სად, როგორ, რანაირად უნდა გამოიყენონ.

გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის. დღის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა დაგეგმეთ მათთან ერთად. მაგალითად: ერთად გაისეირნეთ, ერთად წაიკითხეთ წიგნები, ერთად უყურეთ ფილმებს და ა.შ. ეცადეთ გამოიჩინოთ ემპათია (თანაგანცდა) მათ მიმართ ანუ მისი თვალით დაინახოთ სამყარო. იყავით მათთან გულწრფელები.

აუცილებელია ბავშვს მშობლის სახით მის ენაზე მოსაუბრე და გამზიარებელი ჰყავდეს გვერდით”, – აღნიშნავს მედეა ლეჟავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ტრამპის ფეიკი ხელის დაქნევაც კი თუ ასე გიხარიათ, რას შემოავლეთ ამ ქვეყანას რუსული მავთულხლართი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ვატიკანში პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თაობაზე მმართველი გუნდის კმაყოფილებას და მედიაში კონკრეტული ფოტოს გამოქვეყნებას, მწვავე და ამავდროულად ირონიული პოზიცია-შეფასებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

თქვე ნაძირალა ჩლუნგებო, ეს ტრამპის ფეიკი ხელის დაქნევაც კი თუ ასე გიხარიათ, რას შემოავლეთ ამ ქვეყანას რუსული მავთულხლართი?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.