კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 55

მიხეილ სააკაშვილი: “მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს! 🇬🇪”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მოწვევა მიიღო, რასთან დაკავშირებითაც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს:

ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!

მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს! 🇬🇪“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ტელეკომპანია ,,მთავარ არხთან” დაკავშირებით:

მთავარი არხი” გაქრა. ვერ გადაარჩინეს… შედეგი დამაფიქრებელი და მძიმეა: მძლავრი კრიტიკული პლატფორმა გაჩერდა… და თან ასეთ დროს! “ლიტერატურული სამკუთხედი” ამ არხის ნაწილი იყო მისი დაარსებისთანავე და არ მახსოვს შემთხვევა, როგორმე ან რაიმე ფორმით შეზღუდულიყო ჩვენი სიტყვის და ან კი ზოგადი თავისუფლება – ეს იყო ერთიანი, კრიტიკული და თავისუფალი პლატფორმა ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის.

ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც “ქოცი” იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს – არავინ იქნება, ვინც მის ამბავს და პრობლემას გააცხადებს და ამხელს.

არადა პრობლემები ივანიშვილის ბანდას უფრო აქვს ახლა, ვიდრე ვინმე სხვას და მათი პრობლემებიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება!

დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”. მაგრამ აღარ არის… ამიტომ ჩვენი ზოგადი “ეთიკის” და ფეისბუქის ტრადიციისამებრ მოკლედ და მრავლისმთქმელი უთქმელობით უნდა ვთქვათ: “წარმატებები” ან “ხსოვნა იყოს”, იქვე გულით, ან ცრემლიანი სახით, რადგან სხვა რამის თქმას აზრიც არ აქვს, როგორც ჩანს…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, ვერ მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში” – პეტრე ცისკარიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ბლუმბერგის სიიდან ამოღების ფაქტს:

სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შავი ფული შეიძლება ვუწოდოთ, ამიტომ ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს შოულობს ქართველების გაღარიბებით იმისთვის, რომ დააკონპენსიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება დასავლეთის მხრიდან”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან. სამუშაო შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან.

ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, ასევე, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები. საგულისხმოა, რომ პროგრამა მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1 წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც თავიანთ იდეას ან პროდუქტს წარმოადგენენ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მაისი, ხოლო ტრენინგები 12-17 მაისის პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ 9-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვრცელებს

“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაიხურა, რის თაობაზეც გაკეთდა ოფიციალური განცხადება. ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ:

დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი.

სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი.

მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორჯონიკიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი შანტაჟის ენით ესაუბრება ხელისუფლებას, საქართველოს ინტერესები არ დაიმთობა.

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. გინდ ევროინტეგრაციის საკითხით გვაშანტაჟონ, გინდაც პირადად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ მსგავსი რეზოლუცია ბევრი გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის თემით, ახლა კი, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხს იყენებენ.

თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული. დარწმუნდებიან, რომ მოწინავე ქვეყანა ვართ. წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მოიპოვეს. აქ სხვა მოცემულობაა – საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ტვ ,,პირველის” გადაცემა ,,დღის ამბებში” საუბრობს აქციებთან და ოპოზიციურად განწყობილ ხალხში არსებული პრობლემის შესახებ:

,,ბიძინას პროპაგანდის ნაწილია, რომ ოპოზიცია ცუდია.

20 ივნისი ყველაზე მწარედ მახსოვს, ნიკა მელია რომ დაიჭირეს, ადამიანები, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილები, ვინც აქციაზე იყვნენ, ამბობდნენ რომ დასაჭერი იყო…

მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა და მაშინ, რომ ამბავი ატყდა, ისევ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა, გიორგი ვაშაძე ისეთი დარტყმის ქვეშ დააყენეს…

მე მახსოვს, ლევან ხაბეიშვილი სასიკვდილოდ, რომ ცემეს იწერებოდა, რომ ,,აი რატო შემოვიდა მაგ ყველაფერში” და ,,პროტესტს აფუჭებენ, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიანო” და მერე ყველას დაგვიძახებენ ,,ნაცს” და ამ რაღაცას.

ნახეთ ამ კომპლექსებიდან ახლა გამოდის ცოტ-ცოტათი საზოგადოება და ეს კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ამ დამოკიდებულებებმა ახლა ეს პოლიტიკოსებიც ცოტა დააკომპლექსა…, ბევრი ობიექტური მიზეზიც არის იმისი, რომ ოპოზიცია ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს იმიტომ, რომ ნახეთ ყველა მხრიდან გებრძვიან.

მე ჩემს პარტიაზე, რომ ვილაპარაკო 13 წელი არის პოლიტიკური ლიდერი არ გვყავს ციხეში, რომ იყო ისეთი და საქმეებია აღძრული. პოლიტიკური დაფინანსების გარეშე, ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე, ჩვენ აქ ანუ არაფრის გარეშე. პარტიის ოფისის გაყიდვა, რომ დასჭირდა პარტიას ფინანსური პრობლემების გამო წარმოდგინეთ სადამდე უნდა მივსულიყავით… 2013-2014 წელს არ ჰქონია ეგეთი კრიზისი.

თუნდაც, მიუხედავად ჩემი პოზიციისა, რომ არ ვიზიარებდი პარლამენტში შესვლას, კი პარლამენტში შესვლით, ყველა ამ ადამიანმა იმიტომ, რომ ეს ფინანსური რესურსი, პარტიის ფინანსური რესურსი იყო, მათ შორის, მაგრამ ვთქვით, რომ არა არ შევალთ. სწორი გადაწყვეტილება იყო და ვთქვით, რომ არ შევალთ, მაგრამ ამ განცხადება თავისი მძიმე შედეგები მოიტანა.

ჩვენ 13 წელი ამ ყველაფერში ვართ, მაგრამ რატომ მგონია, რომ ახლა არის დრო, როდესაც ეს ხიდების საზოგადოებას, პოლიტიკოსსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა გაიდოს, უკვე ეს დრო მოვიდა. თუ მანამდე საზოგადოებას ეს რეაქცია ჰქონდა, ამ პროპაგანდის ქვეშ იყო, რომ იქ ,,ვიღაცა არ მინდა, პოლიტიკოსები არ მინდა” და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ აქციებამდე, მეორე რუსული კანონის მიღებამდე ,,პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ აქციაზე” ახლა ეს ხომ ყველას გვახსოვს რომ ეს მუსირებდა…“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“როგორი დან*რეული გაქვს ხელის ქნევა-ჩამორთმევა რომ პატივია…” – გოჩა მირცხულავა მიხეილ ყაველაშვილს

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ვატიკანში სამგლოვიარო ცერემონიალზე ტრამპი-ყაველაშვილის შეხვედრას მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

ეგ როგორ ხდება? დიპ სტეიტი რომ მართავს, იმ ტრამპის ხელის ქნევა პატივია? და, ჩვენო არავის ვასალები არ ვიქნებითო – ხელის ქნევაზე ორგაზმი გაქვთ?… და დიპ სტეიტის მართული ტრამპი რატომ არ მოუყვანეს ბიძინას მართულ ყაველას, ეს რომ ხელის ჩამომრთმევთა რიგში დააყენეს?

ტიოტია ნინას დაკრძალვა იყო, რომ იკრიჭებოდა?

ბშვ ტრამპმა თუ იცოდეს, ვის დაუქნია და ჩამოართვა ხელი, ყაველას სახით… ხელი კიდევ როგორც მისთვის არ დაუქნევია პერსონალურად – იმდენი სიკეთე და ბიძინას მაყუთი მე 🙂 ვინც ტრამპს დააბრალოს, იცის ვინაა ყაველაო, მაგას ასე – მტყუანის დდშვც…

და კიდევ… როგორი დან*რეული გაქვს ხელის ქნევა – ჩამორთვევა რომ
პატივია… თუმცა ეგრე იყო ღარიბაზეც, ვისაც თავს უქნევდა ყველაზე ნიუსს წერდა სტრატკომი – შეხვდაო…

ვაჰ საქართველო…“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია:

ძალიან ცუდია რომ დღევანდელ სკოლაში არ ისწავლება სახელობო საქმე. ჩემი მოსწავლეობისას ისწავლებოდა ეს საგანი (შრომის დასახელებით), თუმცა გენდერულად იყო დაყოფილი.

ამის მიუხედავად, ვეუფლებოდით ელემენტარულ შრომით უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გვადგებოდა.

აუცილებელია სკოლებს ჰქონდეთ სახელობო საგანი, ოღონდ არა გენდერული დიფერენცირებით, მოზარდებმა – გოგოებმაც და ბიჭებმაც უნდა ისწავლონ ელემენტარულად ხერხის, ჩაქუჩის და ა.შ. გამოყენება, ელემენტარული უნარები რომ გოგომაც და ბიჭმაც იცოდეს ელემენტარული კერძების მომზადება, ღილის დაკერება და სხვა.

არაერთ ევროპულ და აშშ სკოლებში, რამდენადაც ვიცი, პრაქტიკული სახელობო საგნებს სოლიდური ყურადღება ექცევა, განვითარებულია ტექნიკურ-ინსტრუმენტული და ა.შ. საჭიროებები.

აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.