კვირა, ივნისი 22, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 54

პაატა ბურჭულაძე: “ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია სიკეთისთვის სჯიან! ჩემი მხარდაჭერა ნანუკას!”

საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელს, ჟურნალისტს, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მხარდაჭერას უცხადებს:

ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია სიკეთისთვის სჯიან! და სჯის ის ვინც ბოროტებას და სამშობლოს ღალატს ემსახურება.

ჩემი მხარდაჭერა ნანუკას!

ბრძოლა გრძელდება!
საქართველო გაიმარჯვებს!” – წერს პაატა ბურჭულაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ზედმეტად რომ აღარ დავხარჯოთ გაოცების სიტყვები და არ ვიძახოთ ესენი ვინ ყოფილან, ეს როგორ გააკეთეს, ორსულ ქალს როგორ შეუვარდნენ სახლში და ა.შ.:

ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე. გამოძიებისთვის რა ფასეული ინფორმაცია შეიძლებოდა ამოეღოთ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებიდან, მითუმეტეს მარიამ გეგუჩაძის სახლიდან? არავითარი. და მანაც მშვენივრად იცოდა ეს, ვინც დაგეგმა. ან საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით როგორ შეიძლება თუნდაც ძალიან ცუდ ხელისუფლებას ეს მარაზმი აწყობდეს? ეს კითხვები შეგვიძლია აღარ დავსვათ. ლოგიკის ძებნასაც უნდა მოვეშვათ.

ეს ყველაფერი უბრალოდ რუსული სპეცოპერაციაა. რუსები ზუსტად იმ სცენარს აკეთებინებენ ამათ, რა სცენარიც წლების წინ დაიწყეს რუსეთში და “წარმატებით“ დაამთავრეს, ანუ გაწმინდეს ქვეყანა – ზოგი ციხეში ჩააგდეს, ზოგი გააქციეს, ზოგი მოკლეს. დიახ, ზუსტად ორსულ ქალს მცირეწლოვანი ბავშვით უნდა შეუვარდნენ დილით სახლში, ზუსტად ჟურნალისტი ქალი უნდა ვნახოთ ყოველდღე გისოსებს მიღმა, რომ რამე ილუზიები არ გაგვიჩნდეს და რუსიც კმაყოფილი იყოს, რომ აქ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, აქაც რუსეთი აქვს და მისი გეგმით მიდის ყველაფერი. თუ ადრე ვამბობდით, რომ ყველა ნულია და მთავარია ივანიშვილი, ახლა შეგვიძლია ივანიშვილიც გამოვრიცხოთ. პირდაპირ პუტინი და ეფესბე მოქმედებს აქ. ამ საცოდავებს სახეს აახევენ, რომ არცკი გაბედონ სანქციების შიშით ან რამე სხვა მოტივებით დასავლეთისკენ გახედვაც კი.

ასე ექცევა რუსეთი თავის ვასალებს. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად უკვე პირდაპირ რუსეთთან გვაქვს საქმე. შემოსულია აქ რუსეთი ბოლომდე. კობახიძე უბრალოდ რუსული ტანკია, ყველანი – მდინარაძე–პაპუაშვილიანად რუსული ტანკები არიან ფაქტიურად.

ეს უნდა ვიცოდეთ და ისე ვიმოქმედოთ. მათ კი, ვინც ამ ყველაფერში ისე მონაწილეობთ, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რას ემსახურებით გეტყვით:

არ შედგება აქ რუსეთი. ვერ იქნება საქართველო რუსეთი. ათობით ათასი ადამიანი შეაკვდება ამ საქმეს და ამას არ დაუშვებს. შენ, ვინც დღეს ორსულ გოგოს შეუვარდი სახლში, მთელი ცხოვრება სამარცხვინო და საფურთხებელი იქნები. შენ რუსი ომონელი ვერ იქნები, რომელმაც ორასი წელი შეიძლება ისე იცხოვროს 12 მილიონიან მოსკოვში რომ მეზობელმა სახეზე ვერ იცნოს. შენ ორ დღეში აღმოაჩენ, რომ ის გოგო შეიძლება შენი დის კლასელის ბიძაშვილია ან ბავშვობის მეგობრის დეიდაშვილი. ნუ უკეთებთ ამას საკუთარ თავს და ამ ქვეყანას“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს” – გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ:

,,მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს. ამისათვის გამოიყენებენ მიზეზს ჩემს თანდაყოლილ თირკმლის პათოლოგიას და სისხლში თრომბოციტების მაჩვენებელს.

საქმე უკავშირდება ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას თუ როგორ ცდილობს ფსბ და რუსული ოცნება, სხვადასხვა ქვეყნების მათშორის ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირებას.

ჩემს ხელთ არის მასალა თუ როგორ ხდებოდა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირება, ასევე რა გზას მიმართავდა რუსეთი, ოცნების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მეშვეობით, მათი იძულებით გადმობირებისათვის.

ისინი იყენებდნენ ე.წ “თაღლითურ ქოლცენტრებს” და ფინანსურ რესურსებს.
ეს პიროვნებები გახლავთ, სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნები.

ახლავე მსურს განვაცხადო, რომ არ ვითანამშრომლებ არცერთ ქართულ საგამოძიებო უწყებასთან, რადგან თვითონ მფარველობენ და ახორციელებენ ამ დანაშაულს, მაგრამ მზად ვარ ამერიკული ან სხვა საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია მივაწოდო მათ.

ეს იქნება ზემოთ ხსენებული პირებზე მასალები, თუ რა ფორმით და როგორ მოხვდა მათთან ფსბ-ს დაკონტაქტება ოცნების დახმარებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მზად ვარ დეტალური ინფორმაცია, თანმხლები დოკუმენტაციით გადავცე შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებს და ევრო ჯასტისს.

ღრმად მჯერა უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი მიეცემა სისხლის სამართლებრივ დევნაში.

ვიცი ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ არაფერი გამორიცხული არ არის, მინიმუმ უაზრობა იქნება რაიმე სახით ხელის შეშლა, რადგან ეს ინფორმაცია არის დუბლირებული.

მივმართავ სახალხო დამცველს, დააწესოს 24 საათიანი მონიტორინგი ჩემს საკანზე.

ობიექტურობისათვის მინდა აღვნიშნო ნურავინ მიიტანს ეჭვს ნამდვილად უდანაშაულო და კეთილსინდისიერ ციხის საავადმყოფოს ექიმებზე.
ამას ისე გააკეთებენ, რომ ციხის ადმინისტრაციას არავინ შეეკითხება.

არ მსურს საზოგადოებას ეგონოს, წამით მაინც შიშმა მომიცვა, საკანში ფიზიკურად მარტო ვარ, თუმცა მგონია, რომ ამასთან ერთად მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე და ყველა ქართველი გმირები ჩემს გვერდით არიან.

ეს არ გახლავთ ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, როგორც ბოლო გადაცემაში ფსბ-ს აგენტ ბორია ივანიშვილს დავპირდი ჯერ ბოლო გვერდი არ გადამიშლია. ახლა გადავშლი, რომელიც 3 თავისგან შედგება. ამ განცხადებაში მოყვანილი ამბავი, მხოლოდ პირველ თავს წარმოადგენს.

მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ 13 მარტს მომწამლეს, გარდა იმისა, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული არ მაქვს მხედველობა ერთ თვალში, ამას ემატება თეთრი ლაქები ფეხებზე და ჩემთვის უჩვეულო კანის მტვრევა.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან უარსს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე.

მეგობრებო, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, სხვა დროს ასეთი შანსი შეიძლება აღარ იყოს.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმრებს, მზია ამაღლობელს და მედროშე თემურ ქათამაძეს, ვუსურვებ მხნეობასა და გამძლეობას.

ადამიანები გარედან ვერ წარმოიდგენენ რა რთული გზის გავლა უწევს თითოეულ მათგანს, მაგრამ ყველას გვაქვს ერთი – საქართველოს სიყვარული!”, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება პროკურატურის მიერ, ჩატარებულ ჩხრეკებს სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში და საზოგადოებას ერთიანობისკენ და პროტესტისკენ მოუწოდებს:

,,კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი

ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები.
საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ.

შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს – აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი.

ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს დასაძირად განწირული გემიდან გაქცევა!

რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით!✊🏻 – ამ შემთხვევაში უპირობოდა გავარღვევთ!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – ბაჩანა შენგელია

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების თუ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში, მათ შორის, ორსული ქალბატონის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკებს ემოციური შეფასებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია

მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ორსულ გოგოს რომ ატერორებ, ხარ მშიშარა ნაძირალა, შემსრულებელ ბრძანების გამცემიანად 😡 არაფერს ვამბობ ფონდის დამფუძნებლების სახლის ჩხრეკაზე.

რას ვარაუდობთ, რა შეიძლება სახლში ჰქონდეთ, რასაც მაგალითად 11 საათსთვის გადამალავდნენ? რად ღირს ამ სიბინძურეზე წასვლა?

ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – წერს ბაჩანა სენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი:

🌧 ქ. თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.

🌪 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

🌪 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას” – გიორგი ვაშაძე

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და დათვალიერება/ჩხრეკას აწარმოებენ. შევიდნენ “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია.

ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება.

ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას.

ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად: ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება”, – გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“არცერთი ენა არ გამოხატავს ისეთ სიძულვილს ცხოვლების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ, როგორც ქართული” – დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ერთი პოსტი ვნახე სასტიკად ნაცემ ძაღლზე, რომლის დანაშაული ის იყო, რომ მაღაზიასთან იდგა, ალბათ იმ იმედით, რომ ვინმე რაიმე ლუკკმას გადაუგდებდა.

ასე თუ ისე ექვსი ენა ვიცი, ზოგი უკეთესად, ზოგი უარესად. არცერთი ენა არ გამოხატავს ისეთ სიძულვილს ცხოვლების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ, როგორც ქართული, შეიძლება რუსები გაგვეჯიბრონ ცოტა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ დაგვეწევიან. ეს კი ძალიან ბევრის მთქმელია ჩვენი ხასიათის შესახებ.

მამაძაღლი, ძაღლიშვილი, შობელძაღლი, ძაღლი მიაკვდა სულში, ჩააძაღლეს, ჩაძაღლდა, ძაღლური ცხოვრება, ვირიშვილი, გაღორდა და ბევრი სხვა. ხოლო მიმართვა – შე ვირო, შე ღორო, შე პირუტყვო, შე ნადირო, რასაკვირველია, მოფერება არ არის“, – წერს დოდონა კიზირია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, პოლიციის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ყაზბეგის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ირინე სხირტლაძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს “ქართული ოცნების” საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით:

თქვენი აზრით რატომ ვერ აიღო “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა?

და ფაქტობრივად უმრავლესობა ლამის დადგა ეჭვქვეშ?

მე მაქვს პასუხი და ზუსტად ვიცი რა იყო ამის ხელისშემშლელი პირობები!!!!!
არგუმენტებით და ფაქტებით!!!

ხანდახან მგონია ეს მიზანმიმართულად მოხდა! რადგან ყველა გათვლებით
საკუთარ ამომრჩეველზე და მხარდამჭერზე რომ ეზრუნათ შედეგი შესაბამისი იქნებოდა!!!

ახლაც, ადგილობრივი არჩევნებზე რასაც ვხედავ არც დამოკიდებულება შეცვლილა მხარდამჭერების მიმართ და პირიქით გაუარესდა!!!

არა მარტო ჩემთან მიმართებაში, ძალიან ბევრი უკმაყოფილებაა!!!
ძალიან ბევრი ღიად დარჩენილი საკითხებიდან ყველაზე აქტუალური და მძაფრი ნაცებთან კოჰაბიტაცია-კოლაბორაცია ოპოზიციად წოდებულ სბროდთან ტაშფანდური მაჯლაჯუნები ქუჩაში და კარგად მაღარო ხიბლში შესული პოლიტელიწა!

ახლა აქ არ დამიწყოთ ზედმეტი ტრამპაცუმპი!

დიახ მე და ასევე ბევრს ჩემსავით მოაზროვნე არჩევანი არ გვაქვს, რადგან არასოდეს მივცემთ ხმას ქვეყნის მტრებს და იძულებული ვიქნებით ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ მივიღოთ გადაწყვეტილება!!!

და ეს არ ნიშნავს რომ მე ისეთივე შემართება და ნდობა მაქვს…

ერთადერთი რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია!

და დიახ ამიტომაც ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!

და მერე ვიღაცა ვიგინდარები ნაცებს დამასვავენ თავზე!!!
აი ეს არის ის რეალობა რაც დგას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.