კვირა, ივნისი 22, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 53

“ჩემი ცოლი არის 6 თვის ორსული… გამთენიას მეგობრების ზარების წიოკით და შემზარავი ვიდეო კადრებით გავიღვიძე” – ტატო გეთია

29 აპრილს პროკურატურა დილის 9 საათისთვის, ჩხრეკის მიზნით, შევიდა 6 თვის ორსული ქალის მარიამ ბაჯელიძის ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდა 7 წლის ბავშვი. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით და მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება მარიამის მეუღლე, ტატო გეთია:

ჩემი ცოლი არის 6 თვის ორსული, მე ჩემდასაუბედუროდ ლისაბონში საქმეზე და ჯერ კიდევ აეროპორტში ძლივს ნაშოვნ ფრენას ველოდები. გუშინ ღამე ამ კომუნიკაციით დავიშალეთ. გამთენიას მეგობრების ზარების წიოკით და შემზარავი ვიდეო კადრებით გავიღვიძე, სადაც ოთახის კუთხეში ლოგინზე აყუდებული ცდილობს თან სახლში შემოვარდნილ ზნეგამოცლილ პირუტყვ პოლიციელთა ბანდას გაუმკლავდეს და თან რამენაირად საბნის ქვეშ გაშეშებულ 7 წლის შვილზე იზრუნოს.

ხოდა აი ამის მომფიქრებელ, დამგეგმავ, შემსრულებლებიანა, თქვენი სულ ყველას ოჯახები მოვ*ყან მე. ასევე აქ ირგვლივ კიდევ პირში წყალჩაგუბებულ კონფორმისტ ვითომ პატრიოტებს მინდა გითხრათ, ეს ქვეყანა კი გადარჩება მაგრამ ვინც ახლა ისევ სიმართლის და ხალხის მხარეს არ დგას, მათ ვეღარასოდეს გერქმევათ ქართველები, არც რუსთაველია თქვენი წინაპარი, არც 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გეკუთვნით და საერთოდ არც არაფერი ეროვნული, ფიქციაა თქვენი ყოფა და ყველა სადღეგრძელო, რამდენიც არ უნდა აფრიალოთ პაპრაზდნიკამ ეგ დროშა და ხვიჩას გოლები“, – წერს ტატო გეთია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში ეხმაურება ტვ “პირველზე” გასულ კონკრეტულ ინტერვიუს და კონკრეტული შეკითხვებით თუ მინიშნებებით მიმართავს ბერდია სიჭინავას, “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურს, ტელეკომპანიის ტელეწამყვანს, საზოგადოებას:

,,როდესაც ვინმე ბერდია სიჭინავა თავისი ლოგიკით მსჯელობს. იქნებ გაახსენოთ მაგ. ია კერძაიას ამბავში ვის მიერ იყო შეტანილი საჩივარი? ხომ იყო ანონიმი (მისი აზრით ეს ანონიმები იყო ,,ნაციონალებისთვის” მახასიათებელი) და ვინ იყო მაშინდელი ხელისუფლება. გახარია ხომ არა?

თუ ეს არ ახსოვს მედიას და კიდევ, როდესაც ამბობს ეს არსება, რომ ბოლო ოც წელიწადში იყო ტოტალიტარული. ამ 20 წელიწადში თავიანთი ლიდერის მმართველობა არ არსებობს?

ამიხსნას ვინმემ განა ,,ნაციონალების” მოსვლამდე შევარდნაძისა და ჯაბას ხელისუფლება იყო დემოკრატიული? იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…

ბერდიას ასევე გაახსენეთ თვალების დათხრა მიტინგზე, აქცია პანკისის ხეობაში, ან კიდევ გაახსენეთ “გარეჯი არის საქართველო”???

ისე, ,,ნაციონალურ მოძრაობას” თუ ჰყავს პრეს-სამსახური და პასუხს გასცემს ამ ბრალდებებს, კარგი იქნება!!!

ისე ,,ნაციონალების” პროკურორი თავადაც ჰყავთ ხელისუფლებაში. და არ იცნობს ნეტავ გოგა ხაინდრავას, ან შარმანაშვილის, მამა კობახიძის, ან ქადაგიშვილის ბიოგრაფიას, რომლებიც მონაწილეები იყვნენ იმ ტერორის, რასაც ჯაბა-კიტოვანის რეჟიმი ახორციელებდა!!

ჩემი პატივისცემა ანა წერეთელს, თუმცა მინდა უფრო მეტად შევახსენოთ თავიანთი ბიოგრაფია სტუმრებს!!! ასე გადმოიტანა ,,ნაციონალებმა” თავიანთ ხელისუფლებაში ხაინდრავა, ვოლსკი, სუბარი….

იქნებ მეტი ლოგიკა გვჭირდება”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს – უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან.

ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება.

აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ქართველი ჭკუაშისტის სიტყვები, თქმული ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული და კომუნალურად გადაკეთებული ბინის საერთო სამზარეულოში” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ისტორიაში უკან ბრუნდება და იხსენებს ერთ-ერთი ახალგაზრდის სიტყვას:

ბოლშევიკები და მენშევიკები ერთმანეთით საზრდოობენ! გაანებონ ჩვენს ქვეყანას თავი! რითი სჯობდა ნოე ჟორდანია სერგო ორჯონიკიძეს? განა ჟორდანია სტალინის კუმირი არ იყო? სტალინმა ოდენ სისტემა გადაიბარა! განა ხარება და მურუსიძე… კიარადა, სტალინი და ფილიპე მახარაძე ჟორდანიამ არ დააფრთიანა?

კარგად გვახსოვს, რა დღეში ვიყავით სისხლიანი სამი წლის დროს! რაც არ უნდა გვძულდეს ბოლშევიკები, ჟორდანიას მთავრობა ყოვლად მიუღებელი დარჩება ჩვენთვის!

– ქართველი ჭკუაშისტის სიტყვები, თქმული ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული და კომუნალურად გადაკეთებული ბინის საერთო სამზარეულოში 1936 წლის მიწურულს, დიდი ტერორის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მკვლელები და ყაჩაღები გვადანაშაულებენ ძალადობაში, კორუფციის მამები – მათი კორუმპირებული მონაგარის მითვისებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საგამოძიებო კომისიისთვის  საგზაო პოლიციის უფროსის შალვა ობგაიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით:

ქართული საგზაო პოლიციის (გაი-ს) ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი.

სახელმწიფო ქონება, რომელიც მას აშკარად თავის საკუთრებად მიაჩნდა, “გააუქმეს” თურმე იმიტომ, რომ ნიკა ალასანიასთვის და ნიკა ყიფშიძისთვის გაეკეთებინათ ავტოდრომი. ამათგან ერთი, ჩემი ბიძაშვილი ნიკა ალასანია ცხოვრობს აშშ-ში ძალზე მოკრძალებულად, ხოლო ნიკა ყიფშიძე, ცნობილი ექიმი და მეცნიერი, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

მამა-შვილი თემური და ნიკა ალასანიები ვითომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მოსაკითხად რომ ჩამოვიდნენ, ცოტა ხნის წინ, სინამდვილეში აქ ყოფნისას თურმე “გადააფორმეს” ყველაფერი ოფშორებში და დღემდე იმ შემოსავლით ცხოვრობენო.
ჰოი საკვირველება!

ჩვენს თვალწინ ხდება კორუფციის რევანში, ამას თან ახლავს საქართველოს ისტორიის ძირფესვიანად გადაწერა.

უკრაინაში რუსეთი ითხოვს “დენაციფიკაციას”, რაც სხვა არაფერია თუ არა ერის ისტორიის გადაწერა, მისი გენეტიკური კოდის შეცვლის და ადვილად დამორჩილების მიზნით. საქართველოში ზუსტად ეს ხორციელდება.

მკვლელები და ყაჩაღები გვადანაშაულებენ ძალადობაში, კორუფციის მამები – მათი კორუმპირებული მონაგარის მითვისებაში. საქართველოს მოღალატეები ბრალს გვდებენ ეროვნული ინტერესების ღალატში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

“ცესკო-მ ოფიციალურად აღიარა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის უფლება დაირღვა” – ანა კობახიძე

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით სათანადო რისკების მინიმიზების თვალსაზრისით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამასთან დაკავშირებთ პოზიცია დააფიქსირა და განმარტება გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა კობახიძემ:

ცესკო-მ ოფიციალურად აღიარა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის უფლება დაირღვა.

ახლა ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ“, – წერს ანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის: “დღემდე ამ საკითხის ირგვლივ არ სრულდება სპეკულაციები, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დარღვევას ამ მიმართულებით, სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ჩარჩო ფორმის თუ ბიულეტინის გამოყენების ნაწილში არანაირ დარღვევას და სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

როგორც უკვე აღვნიშნე, სათანადო რისკების და სპეკულაციის სივრცის მინიმიზების მიზნით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცესკო-ს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა.

“ალეკო ცქიტიშვილზე წესიერი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაში… კრიმინალის სრული ანტონიმია…” – შეფასებები ალეკო ცქიტიშვილთან დაკავშირებით

პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.

პოზიცია დააფიქსირა ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე, რომელიც განსაკუთრებულ პოზიციას აფიქსირება ალეკო ცქიტიშვილის მიმართ:

თუ ვინმეზე მთხოვენ, დავუსახელო ადამიანი, ვინც კრიმინალის სრული ანტონიმია, მცირეთა შორის, ალეკო ცქიტიშვილი აუცილებლად იქნება.

გაჩხრეკილიც და გაუჩხრეკელიც“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

პოზიცია დააფიქსირა და ემოციური შეფასებები გააკეთა “ქრონიკა +”-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემაც:

ალეკო ცქიტიშვილზე წესიერი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაში.

რა უცხო ქვეყნის აგენტი, მტრული ძალები და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული?!

მე მგონი ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას ასცდით ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გეხტმანის, მირიანაშვილის, მარკო პოლოს, შაქარიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, ჭანდრის, მეფე არჩილის, ცხაკაიას, ქარსელაძის, პეტრე იბერის, ბაგრატ III, სვანიშვილის, ოსკარ შმერლინგის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, მერაბ კოსტავას, ჩიქვანაიას, ნინო რამიშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, II ხეივნის, დეკაბრისტების, ბექა-ოპიზარის, ცურტაველის, ჩხეიძის, ცოლიკაურის, ქუმსიაშვილის, თელეთის, ბერძნის, იოსებ გრიშაშვილის, ბოლნისის, საბანაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და წალკის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თუმანიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების.

ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.