ორშაბათი, ივნისი 23, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 52

“❗️❗️❗️ასე “შემთხვევით” ჯერ გაძარცვეს და რამდენიმე საათში დაიწვეს” – ლევან ხაბეიშვილი

თბილისში, ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და გრაფიკული გამოსახულების გამოყენებით, კონკრეტული მინიშნებებით ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

❗️❗️❗️ნინო წილოსანის მამამ, კალაძის ბიზნესპარტნიორს, ნათელმირონ წულაიას დაუთმო ტერიტორია სულ რაღაც 7-10 დღეა.

ტერიტორიას სჭირდება მისასვლელი გზა, გზის გაფართოება, რომელზეც კალაძეს უკვე აქვს შედგენილი გეგმა, დოკუმენტაცია. გაგიკვირდებათ და ეს ესტაკადა – გზა, რომ გაკეთდეს ეს ბაზარი უშლიდა ხელს🙃

❗️❗️❗️ასე “შემთხვევით” ჯერ გაძარცვეს და რამდენიმე საათში დაიწვეს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვკევითი ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, ფაქტებით და განმარტებებით ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას:

,,შალვა პაპუაშვილი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობდა და, მისივე ლოგიკით, უცხოური ძალის ინტერესებს ატარებდა, ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, რასა იუკნევიჩიენეს, მიმართავს და ეუბნება, ,,არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღოო”.

ვითომ ხომ სტანდარტული ქოცნაძირლობაა, მაგრამ სინამდვილეში ენითაღუწერელი დანაშაულია საქართველოს ისტორიის წინაშე. ამით პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია.

სტალინი იყო კაციჭამია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო, რომელმაც ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი გაჟლიტა, რომელმაც საქართველოს ტერიტორია ლამის გაანახევრა (ყველა მეზობელს რაღაც აჩუქა, იმდენად სძულდა საქართველო), რომელიც დღემდე საქართველოს ყველაზე დიდი მტრის, პუტინის საფიცარი და რუსული იმპერიული იდენტობის ქვაკუთხედია, რომელიც იმდენად უჯიშო იყო, რომ 30 წლის განმავლობაში ერთხელ არ ჩასულა გორში დედის სანახავად და რომელიც საკუთარ თავს, სრულიად ლოგიკურად, რუსად მიიჩნევდა…

მაგრამ არა – ქოცისთვის სტალინი მაინც ქართველია.

ისე, შეგახსენებთ: სტალინის დედის საფლავი დღემდე მთაწმინდის პანთეონშია, აკაკის საფლავის გვერდზე. აი, ეგ საფლავი იქნება მაქედან მოსაშთობი და 2012 წელს თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის სახლის წინ აღმართული მკვლელებისა და კრიმინალური სამყაროს რევანშის ძეგლი, როცა ამ ჭირს მოვიშორებთ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია

სამოქალაქო აქტივისტი, პაატა კვირკვაია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 30 აპრილს თბილისში მომხდარ ფაქტთან, კერძოდ, რკინიგზის ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და შესაძლო კონკრეტულ ინტერესებზე ამახვილებს ყურადთებას:

,,თბილისში მომხდარი ხანძარი უკვე არაერთ კითხვას აჩენს. საყურადღებოა, რომ თითქმის იმავდროულად რამდენიმე დეპუტატი იწყებს მსჯელობას, ხანძრისგან დაზარალებულ ტერიტორიაზე აშენდეს ახალი კორპუსები, რაც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ერთგვარ “მიწის გამოთავისუფლებას” მოჰყვება სწრაფი მოთხოვნები მისი ახალი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით – რაც ცალსახად მიანიშნებს გარკვეულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებზე.

ასეთი თანხვედრები – ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან, რომლის მიზანიც ტერიტორიის „გასუფთავება“ და შემდგომ კონკრეტული ჯგუფების მიერ მომგებიანი პროექტების განხორციელებაა.

თუ ეს დადასტურდება, საქმე გვაქვს მორალურად და იურიდიულად ძალზე მძიმე დანაშაულთან – ადამიანების ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად არსებული სივრცის განადგურებასთან, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა პაატა კვირკვაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების პარალელურად მიმართავს:

მახსოვს საჯარო სივრცეში ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა.😊 ახლა კრინტიც კი არ დაუძრავთ ასე ძაღლუმადურად რომ გაუშვეს პოლიტიკიდან. ახალ ბატონს ეწყინება და იმიტომ😊

თქვე კაი ხალხო, ჩემსავით ის მაინც გეთქვათ რომ ყველაფრის მკადრებელი ვერ იყო და იმიტომ გაუშვეს. “შესაშური” “ერთგულება” იცით, უნდა ინატრო მტრისთვის თქვენნაირი “მხარდამჭერები”😊, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში წერს, თუ რა უნდა იყოს პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგი:

,,პოლიტიკური ოპოზიციის საერთო ანტისაოკუპაციო კომიტეტების შექმნა, სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა!

ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება” – კახა კალაძე

თანამდებობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე.

მისივე განმარტებით, კანდიდატს პარტიის პოლიტსაბჭო დაასახელებს.

პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, გუნდის წევრები სრულად გაიზიარებენ.

ჩვენს პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ქოცს, როგორც ჩანს, აკრძალული ავტორების და აკრძალული წიგნების “ინდექსის” შედგენა აქვს გადაწყვეტილი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებებით ეხმაურება მმართველი გუნდის საგამოძიებო კომისიის კონკრეტულ სხდომას, სადაც მის შემოქმედებასთან დაკავშირებით იყო კრიტიკული მსჯელობას:

,,ახლა ვნახე სრულად “კომისიის” სხდომა, სადაც 1:18-ზე წულუკიანი მწერალთა კავშირის თავმჯ. ცილისმწამებელ კრიმინალ ქალს სთხოვს “ემბლემატური ნაწარმოებების სია შეუდგინოს”, სადაც ქართველობა და სარწმუნოება იყო შელახული (თუ რაღაც მსგავსი). და ის უვიციც ლიტერატურულ ჟარგონზე ბოდავს რაღაცას. თან რუსულ პროპაგანდისტულ დავალებებს იმეორებს.

ქოცს, როგორც ჩანს, აკრძალული ავტორების და აკრძალული წიგნების “ინდექსის” შედგენა აქვს გადაწყვეტილი – მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ ქმნიდა ახალ ქართველსო… და არამზადა სუბარიც კვერს უკრავს რომელიმე ჩერქეზიას ან პავლე გელაშვილის საბჭოურ-რუსული რიხით.

თავად ხომ არიან ივანიშვილის მიერ შექმნილი “ქართველები”, ეს ხომ აქვთ საამაყოდ?! მომავალი თაობა რას დაიმახსოვრებს, ვნახავთ ამას, მაგრამ ამ დროშიც რომ არავის აქვს შანსი, ვინც მწერლებს და სიტყვის თავისუფლებას უპირისპირდება, ამის მოწმენიც მალე გავხდებით”, – წერს ლაშა ბუღაძე.

 

ინფორმაციისთვის – მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა: ,,ევრაზიული ფონდის ერთ-ერთ პროექტში, განმარტებული იყო, იმისათვის რომ მომავალში საქართველო იყოს ძლიერი, საჭიროა დაივიწყოს წარსული. შერჩეულიც ჰყავდათ რამდენიმე პიროვნება, ლაშა ბუღაძე დამამახსოვრდა, რადგან მან ბრწყინვალედ შეასრულა დავალება, თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები დაწერა და მოგვიანებით ნაწარმოები ,,ოქროს ხანა”, სადაც საუბარი იყო როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო, როგორ უნდა მამაკაცს მამაკაცზე დაქორწინება და ა.შ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს:

თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს ქოცური აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს – გამარჯვების უფლება არა.

მშვიდობა სიჩუმეა;

მოძალადე – დაცული;

ხალხი – დაუცველი.

თუ ფიქრობ – საშიში ხარ;

თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ;

თუ იბრძვი – უცხოეთის აგენტი;

თუ აპროტესტებ – პროვოკატორი.

ეს არის ქოცური სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.

აქ მთავარი კანონებია:

  • ომი — მშვიდობაა
  • თავისუფლება — მონობა

უფროსო ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის!

თუ ეგუები არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწყმო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას.

ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ.

გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მთავარი არხის” სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა…

ტელეკომპანია “მთავარი არხი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს მაუწყებლობის საბოლოოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით:

5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნანა ტოხვაძე 2-3 მაისს, კიევში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში – “ქალთა ლიდერობა ომის დროს”

“სტრატეგია აღმაშენებელი” ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნანა ტოხვაძე 2-3 მაისს, კიევში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში:

სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე 2-3 მაისს, კიევში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში – “ქალთა ლიდერობა ომის დროს”.

ღონისძიება ტარდება ALDE -ს პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივითა და უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახური“ და მისი ქალთა ფრთის „Ze! Zhinky“ ორგანიზებით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული ლიბერალური სპექტრის წამყვანი ქალი ლიდერები, ALDE-ს პრეზიდენტი, სვენია ჰანი, ვიცე-პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალი ლიდერები ლიბერალური პარტიებიდან.

განიხილება უსაფრთხოების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქალთა გაძლიერების საკითხები თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

პროგრამა მოიცავს ოფიციალურ შეხვედრებსა და დისკუსიებს უკრაინის რადასა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.ასევე, საველე ვიზიტს რეგიონებში, რომლებიც მკვეთრად დაზარალდა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.