ორშაბათი, ივნისი 23, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 51

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს იყო სიმართლე‼️” – ელისო კილაძე

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო საქმეს და მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტს ეხმიანება “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ებრაელის დაწყევლილს ჰგავხართ – არც იცით, არც ისმენთ!

ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს იყო სიმართლე‼️

გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლე და სიკეთე❣️

სიკეთე კი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე‼️

P.s. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე მოგვიანებით დავწერ🙌” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“საუკეთესო წლებს ართმევენ განათლებულ, გულწრფელ ადამიანებს” – ნათია ფანჯიკიძე საპროტესტო აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით

საპროტესტო აქციებზე დაკავებულებთან მიმართებაში და მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

საუკეთესო წლებს ართმევენ განათლებულ, გულწრფელ ადამიანებს, რომელთა “დანაშაული” იმაში მდგომარეობს, რომ მოითხოვდნენ, ქ/ოცნებას შეეწყვიტა ანტიევროპული პროპაგანდა. ესაა და ეს.

ვინც ამას ნორმალურად აღიქვამს, რბილად რომ ვთქვათ, სამწუხაროა, ვინც ხმას იმიტომ არ იღებს, რომ დასჯის ეშინია, კარგად უნდა დაფიქრდეს, რას ნიშნავს მათი შიში და რა უფსკრულში ვეშვებით, რომ ამის მოლოდინი გიჩნდებათ.

ბრალი რომ ვერ დასტურდება, ან “საუკეთესო შემთხვევაში” მემილიონე ხარისხში გაბუქებულია, ამაზე აღარც ღირს ლაპარაკი“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“🆘სასწრაფოდ‼️ 🆘რამაზის სიცოცხლე თქვენს ხელშია‼️” – პაციენტის ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

რამაზ შაინიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ოჯახის წევრები და ახლობლებს საზოგადოებას მიმართავენ:

🆘სასწრაფოდ‼️
🆘რამაზის სიცოცხლე თქვენს ხელშია‼️

ქიმიის მძიმე და რთული კურსი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა!

🆘დავიწყეთ ზურგის ტვინის გადანერგვა. რამაზის 16 წლის და არის დონორი🫂

🆘გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ფინანსურად, ან უბრალოდ გააზიარეთ ეს ინფორმაცია. თითოეული გულშემატკივარი, თითოეული მხარდაჭერა – ეს არის სიცოცხლის შანსი.

ყველანაირი რესურსი რაც იყო ამ მომენტამდე მისასვლელად გაკეთდა
ოჯახმა ყველანაირი რესურსი ამოწურა, თქვენი იმედი გვაქვს🙏

მოხდა მხოლოდ გადანერგვის დაფინანსება რამაზის 4 თვე უწევს სტამბულში ყოფნა ოჯახს აღარანაირი რესურსი აღარ აქვს🙏🏻 მას ჭირდება მედიკამენტი რომელიც 1 თვის კურსი 8000$ ღირს მინიმუმ 2 წელი უნდა მიიღოს რომ ამ ბროლას აზრი ჰქონდეს.

🆘გთხოვთ დაგვეხმარეთ რომ რამაზია ამდენი წვალება წყალში არ ჩაგვეყაროს თქვენი იმედი გვაქვს🙏🏻

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ!

თიბისი
#GE75TB7266945064300089

საქართველოს ბანკი
#GE17BG0000000679472700

61009019022 პირადი ნომერი ორივე ბანკისთვის
მიმღები: შაინიძე სერგო (მამა)

0⃣9⃣0⃣1⃣7⃣0⃣0⃣4⃣8⃣3⃣ _ #საქველმოქმედო ზარი 1ლარი

“დანიშნავენ თუ არა ქოცები ახალ არჩევნებს? რასაკვირველია დანიშნავენ, რადგან ეს ოპოზიციაზე მეტად მათ ინტერესებში შედის” – ლელა ჯეჯელავა

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა და კონკრეტული მინიშნებების გათვალისწინებით, მოსალოდნელ საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს:

დანიშნავენ თუ არა ქოცები ახალ არჩევნებს? რასაკვირველია, დანიშნავენ რადგან ეს ოპოზიციაზე მეტად მათ ინტერესებში შედის. ნახევრად ორსულ მდგომარეობაში ყოფნა საკმაოდ დიდი ტვირთია “ქართული ოცნებისთვის”. უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მტრულ ძალებად იყოს შეფასებული და კონსტიტუციის 78-ე მუხლი ძალაში იყოს, ეს ნამდვილი ოქსიმორონია.

გარდა ამისა, დილემაა კონსტიტუციაში ჩანაწერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რისგან გათავისუფლებასაც რუსეთი აქტიურად ითხოვს.

ასე რომ, ოპოზიციური სპექტრი, რომელთაც მიგაჩნიათ რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის პროტესტის მთავარი მიზანი, კარგად დაფიქრდით, საკუთარი ხელით ხომ არ გამოუთხრით ამ ქვეყნის მომავალს ძირს. ეს ისე, მერე რომ არ თქვათ არ ვიცოდით, არ გვეგონაო…“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დავიჯერო იმას ვერ ხვდებიან, რომ დიქტატურის პირობებში მათ ამის საშუალებას არავინ მისცემდა და თუ მაინც გაბედავდნენ კრიტიკას, ტელესტუდიის მაგივრად ციხის ნარებზე იჯდებოდნენ” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების მიმართ კრიტიკას და დიქტატორად მოხსენიებას კონკრეტული განმარტებებით ეხმიანება:

ისინი ვინც საქართველოში დიქტატურაზე საუბრობენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ ტელეეთერებში, თან ასე ლაღად და თავისუფლად, ნიანგის ცრემლებს ღვრიან ორსულ ქალს როგორ მიადგა პოლიცია სახლში ჩხრეკაზეო (გეგონება ორსულობა კანონისგან იცავს ვინმეს), დავიჯერო იმას ვერ ხვდებიან, რომ დიქტატურის პირობებში მათ ამის საშუალებას არავინ მისცემდა და თუ მაინც გაბედავდნენ კრიტიკას, ტელესტუდიის მაგივრად ციხის ნარებზე იჯდებოდნენ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას” – თინა ბოკუჩავა

ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

ევროპის სახალხო პარტიამ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო:

დღეს ევროპის სახალხო პარტიამ, ყველაზე გავლენიანმა ევროპულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის. ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი.

რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რომლის წინააღმდეგ მიხეილ ჯინჯოლიამ შექმნა პოლიტიკური პრეცედენტის გამოყენებით, ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

2 მაისის დღის ბოლოდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

⛈️ 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

“ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ” – ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ კომისიის კონკრეტული გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტირება ხდება, მანიპულაციის მიზნით:

დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.

ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს – ფარულობის დარღვევის აღიარებად.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია – საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის საბაბი გახდეს.

არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწა. ასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ. პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული – არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“უმაგრესი ამბები ვაშინგტონიდან, პრეზიდენტმა ტრამპმა სრული მოცულობით აღადგინა შეიარაღებით დახმარება უკრაინისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებას ემოციური შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

უმაგრესი ამბები ვაშინგტონიდან, პრეზიდენტმა ტრამპმა სრული მოცულობით აღადგინა შეიარაღებით დახმარება უკრაინისთვის და ასევე დაამტკიცა იარაღის პირდაპირი მიყიდვა.

ამის პარალელურად ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას მინერალური რესურსების ერთობლივი დამუშავების შესახებ. ეს ხელშეკრულება მკვეთრად აძლიერებს ამერიკის და უკრაინის ურთიერთობებს, ურტყამს რუსეთის ინტერესებს უკრაინაში, ანადგურებს უკრაინულ კორუფციას და ქვეყანას უხსნის ეკონომიკური განვითარების წარმოუდგენელ პერსპექტივებს.

ძალიან კარგი დღეა ყველა ჩვენგანისთვის და ცუდი ამბავი აგრესორისთვის.

ბრავო პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი ტრამპი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები – ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებოდათ მხოლოდ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა.

კოალიციას ჯერ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა, მათ კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. თავად სალომე ზურაბიშვილი სჭირდებოდათ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. დღეს ხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ.

ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები, შეკრებები – ვისთან შეიკრიბებიან, როგორ, რანაირად.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, გვაქვს გეგმა, ვემზადებით არჩევნებისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა.

მედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხისგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს