ორშაბათი, ივნისი 23, 2025
14.8 C
Tbilisi
Home Blog Page 50

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე:

სულ რომ შუაზე გაიხეთ, თქვენმა მეპატრონეებმა ნებისმიერი უცხოელი ლობისტი პოლიტიკოსი დაიქირავონ, ვერც ნაცები და ვერც თქვენი შნირი სატელიტი პარტიები, ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში! ეგ არასდროს არ მოხდება‼️

შანსი 0% ‼️

რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ATM 2025-ზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსხვილ ტუროპერატორებთან, რომლებიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით გეგმავენ მუშაობას. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიის წარმომადგებლებთან და ინფუენსერებთან, რომელთა ჩართულობითაც სეზონზე აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება იგეგმება.

გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება პირდაპირი ფრენები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ტურისტების ზრდას. დუბაის საერთაშორისო გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში. წელს მასში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.  ჯამში გამოფენას 55 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინის, რიგის, ჩეხეთის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით.

დღეს ჩატარდა მორიგი პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პოლიტპატიმრების პროცესი.

ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის ადამიანების წინააღმდეგ მათი ევროპული არჩევანისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში თუ იქნება ეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები.

ივანიშვილის მიზანი არის ერთი – ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა, ამ მომავლისთვის ვინც იბრძვის, მათი სამაგალითოდ დასჯა, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, არ შეგვაჩერებს, პირიქით მეტად გაგვაერთიანებს როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩაზე, შუაღამით მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს, კონკრეტული განმარტებებით:

სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…

ამ ღამეს მომხდარი ამბები, უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.

ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი!!!… დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!

მშვიდობით სავსე ქალაქი🙈
უსაფრთხო ქვეყანა!

პ.ს. სურათზე მონიშნულია ნასროლი ტყვიების მასრების ადგილები“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

“რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს” – კახა კალაძე

ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის საკითხს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპულ მომავალს მტრობენ.

„ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.

ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, როცა თითქოს ცუდად იყო. ისიც გვახსოვს, რეზოლუციით სანქციებზე შეერთებისკენ რომ მოგვიწოდეს. წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, დღეს ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ტიპის ბიუროკრატები ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს ვერ შეუშლიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან“.

ეს ადამიანები საქართველოში ვერაფერს გახდნენ. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა ბოროტება დაამარცხა. ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე. ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც ევროპა და ევროპული ღირებულებებია დაფუძნებული. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდას, სიძულვილის ენას ვხედავთ, თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია.

ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხელში ჩაეგდოთ საქართველო და შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ისინი ქვეყანაში დამარცხდნენ. საქართველოსთან მიმართებაში ყველა მტერი იქნება დამარცხებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და ჩვეულებრივი რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან”, თავის სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

,,ახლა ხშირად ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა.

ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციული რეჟიმი. არჩევნები გაუქმებულია!

ყველა, ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, ჩვეულებრივი რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას, მონაც”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გაკეთებულ ცალკეულ შეფასებებს, ერთგვარი საინფორმაციო განმარტებებით ეხმაურება და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს დაინტერესებულ პირებს:

რადგან ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ, მიწევს ამ სტატუსის დაწერა. ყველა ნორმალურ და ადეკვატურ ადამიანს ბოდიშს ვუხდი ასეთი პირადი დეტალებისთვის 💘

მესმის რომ ჩემი ბინა დიდია და კარგ ადგილას, მაგრამ ამ ყველაფერმა ქოცები რომ გაგაკვირვათ უცნაურია:))

ბიძინამ რა საიდან იყიდა ჩაგაბარათ ანგარიში? მისი სახლების კვადრატულობა დათვალეთ? ბიძინას ფულის წარმომავლობა დაადგინეთ?

თქვენმა მთავრობებმა ტყეები როგორ გადაუფორმეს ცოლებს ეგ ამბავი გაიგეთ?

სუს-ის ქოლ ცენტრებიდან ვინ რამდენით მდიდრდება იცით? წილოსანის მამა, რომელიც მილიონებს შოულობდა წინა მთავრობაში, ახლა რამდენ მილიონს ჭრის იცით, ოღონდ ეს ყველაფერი თქვენს ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება.

არც მამაჩემს და არც მე, არასოდეს გვიმუშავია სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ მაინც ჩაგაბარებთ ანგარიშს.

მამაჩემი მშენებელია. მისმა პარტნიორებმა და მეგობრებმა ააშენეს ეს კორპუსები.

მშენებლობა 2000 ებში დაიწყო. შევარდნაძის დროს:)

პირველი ბინა რომელიც ზურიკომ ამ კორპუსებში აიღო სწორედ მარიამის ბინა იყო.

ორი ბინა დაიმატა ბ კორპუსში. უნდოდა ყველას ერთად გვეცხოვრა.
მეთორმეტეზე ჩემი მშობლებლი, ძმა, მისი შვილები ცხოვრობდნენ.
მეათეზე მე.

აქ , მამაჩემის ბინაში ვცხოვრობდი მაშინაც კი, როცა წინა ქორწინებაში ვიყავი.
მამაჩემი ყოველთვის იყო ჩემი ფინანსური სიმყარე და ეს იცის ბევრმა, მათ შორის იმადამიანებმაც რომლებიც დღეს რუსთავი 2 ში და იმედში მუშაობენ.

ყოველთვის უსამართლოდ ვთვლიდი როდესაც ჩემი ცხოვრების ფურფუშელებს სხვა გვარს აწერდნენ და სიმართლე გითხრათ მომწონს კიდეც საჯაროდ იმის დაწერა, რომ სინამდვილეში ჩემი სიმყარე ყოველთვის ზურიკო იყო.

ამიტომაც ვიყავი ყოველთვის თავისუფალი გადაწყვეტილებებში. არსად წასვლა მე არ მიწევდა. ყოველთვის მამის ბუდეში ვრჩებოდი და ყოველთვის მისი იმედი მქონდა.

ეს სტატუსი დიდი გამომივიდა და ცალკე დავწერ ჩემზე და იქნებ იგივე მოსთხოვოთ მთავრობის წევრებსაც“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილი, მთლიანობაში, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან, უმრავლეს შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები, თუმცა მაინც გარკვეული რყევებით, რაც მაისის პირველ რიცხვებშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, თვის ბოლოს გარკვეული რყევებით, თუმცა მაისის პირველ რიცხვებში ისევ გაგრძელდა გამყარება. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

29 აპრილი – 2.7496;
30 აპრილი – 2.7516;
01 მაისი    – 2.7492;
02 მაისი    – 2.7487
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0004 ლარით  და 1 აშშ დოლარი 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7483 ლარი ეღირება.

აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მაისის პირველ რიცხვებში კი, გარკვეული რყევებით, ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

29 აპრილი – 3.1227;
30 აპრილი – 3.1305;
01 მაისი    – 3.1239;
02 მაისი    – 3.1143
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1138 ლარი ეღირება.

აპრილსა და მაისის პირველი რიცხვებში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6525 ლარი (გამყარდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0713 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6582 (გამყარდა 0.0017 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6160 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0469 ლარი (გამყარდა 0.0097 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3313 ლარი (გაუფასურდა 0.0052 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7797 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2507 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6145 ლარი (გაუფასურდა 0.0187 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8985 ლარი (გამყარდა 0.0065 ლარით).

აპრილი ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, თვის ბოლოს დაწყებულ ეროვნული ვალუტის დინამიურ გაუფასურებას კი, გამყარება მოჰყვა მაისის პირველ რიცხვებში. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

29 აპრილი – 3.3435;
30 აპრილი – 3.3672;
01 მაისი    – 3.3738;
02 მაისი    – 3.3598
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0449 ლარით და 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3149 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

ეეჰ, მიშა…

ყველა ნაკლის მიუხედავად, რომლებიც იმ ხელისუფლებას ჰქონდა…
ყველაფრის მიუხედავად, რაც არ მოგვწონდა და ვერ მოგვეწონებოდა, მაინც ევერესტივით დგახარ ამ საცოდავ ქვეყანაში, ათასჯერ რომ დაგაპატიმრონ…

რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…

ჩვენს სარსალა ენებს, მოღერებულ ყელს, მყრალ სიბრძნეს…
რა გულდასაწყვეტია, ნეხვიდან ქეჩოთი ამოთრეულები ისევ ნეხვში რომ ჩავეძნეყვეთ…
ისევ სარსალა ენებით, ისევ საზიზღრად ყელმოღერებულები, ისევ მყრალი სიბრძნით…

რა მტკივნეულია ეს დაცემა…

ნაცი ხარო, ვინმე მეტყვის…
როგორ მკიდია, ვინ რას იტყვის…
ზოგადად…

ნაცი და კაი ტიპი კი არა, ისე დავიღალე, ეშმაკს მივყიდი სულს, ოღონდ ეს კოშმარი დამთავრდებოდეს ამ ქვეყანაში…

როგორ მომინდა ამის თქმა ამ შუაღამისას…“, – წერს ქეთევან ენუქიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.