ორშაბათი, ივნისი 23, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 49

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ გამოხატულ გულშემატკივრობას ეხმაურება:

რუსეთი რომ მოგწონს ქართველს, ცუდია, მაგრამ ახსნადია ნოსტალგიით, მაზოხისტური მიდრეკილებებით ან რაიმე სხვა კლასიკური პათოლოგიით.

აი, დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი ცხოვრება…” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის მოსაზრებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს საქართველო იცხოვროს ლაღი ცხოვრებით:

,,ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი ცხოვრება – ლაღი, აზრიანი, ხარისხიანი – უზარქუო, უკობახიძეო, უივანიშვილო…

მაშინ დავიბრუნებთ ყველაზე ძვირფასს და შეუცვლელს, რაც გაგვაჩნია: დროს – სიცოცხლის წლებს, რომლებსაც ეს ბოროტმოქმედები გვპარავენ და რომლებსაც ახლა ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას ვახმართ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია მმართველ გუნდზე

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს ,,დიფ სთეითსა” და ,,ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით:

,,როგორც უკვე მოყვნენ, 12 წლის განმავლობაში, ,,დიფ სთეითის” დავალებით იმდენი სისულელე გაუკეთებიათ… თან ჩუმად იყვნენ.

მე ძალიან მაინტერესებს, სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი ,,დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ და 2 წლის მერე არ გვეტყვიან, რომ აი, ,,დიფ სთეითის” დავალებით გადაიფიქრეს ,,ნაციონალური მოძრაობის” გაუქმება.

როგორც ჩანს, მითითებებს აძლვენ იმათ, ვისთანაც გასდით. თორემ ჩემთან ვერცერთი უცხოელი, ვერცერთი ქვეყნის ელჩი, ვერასოდეს გაბედავდა მოსულიყო და რაიმე მითითება მიეცა – ან ასე მოვქცეულიყავი, ან სხვანაირად. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის პოზიციას აფიქსირებს მზია ამაღლობელსა და მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე. არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა, ანალოგიური იქნებოდა, ზოგ შემთხვევაში, უარესიც.

რა შუაშია აქ მისი პროფესიუული საქმიანობა, ან მისი კუთვნილება ლგბტქ თემთან? პირველი მისი პროფესიაა და მეორე მისი არჩევანი. აქ საუბარია, ჩადენილ დანაშაულზე და პასუხისმგებლობაზე. დანარჩენი არის სასამართლოს პრეროგატივა და მორჩა.

დარწმუნებული ვარ, რომ არავის ინტერესი არ არის, მისდამი რაიმე უკანონო ქმედების განხორციელება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი გამსახურდია.

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა აფრაძიძეების, ხაინდრავასა და სხვათა დანაშაულებზე და ქვეყანაში კრიმინალის დამარცხებაში შეტანილ მის წვლილზე:

,,აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ.

აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის მშენებლობის პროექტი, რომლითაც სვანეთი დაუკავშირდებოდა პირდაპირ იმერეთს და მესტიიდან ქუთაისში 2 საათში ჩახვიდოდი.

ობგაიძე, საქართველოს გაი-ს ბოლო უფროსი იყო, გაიშნიკები, ღიპიანი ტიპები გახსოვთ?! ობგაიძე იყო საქართველოს გაი-ს ბოლო წევრი, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ და ეს ობგაიძე გამოდის და იძახის, რომ მე მქონდა ბიზნესები, მიწებიო და სააკაშვილის ნათესავებმაო, ჩემს ბიძაშვილზეა საუბარი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, იქ ცხოვრობს, იმან წამართვაო.

ჯერ ერთი საკითხი, საიდან ჰქონდა სახელმწიფო მოხელე ობგაიძეს ამდენი ბიზნესი და მიწები და რანაირად გამოდის, რომ ჩემმა ბიძაშვილმა თურმე წაართვა, რომელიც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, დღე და ღამე მუშაობს, ობგაიძე კი იხრჩობა ფულში?! აი ეს ხდება.


გამოიყვანეს ხაინდრავა, რომელმაც დახვრიტა, მას შემდეგ, რაც პუტჩისტებმა ვითომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, აქედან, ხაინდრავა წამოეწია ბარათაშვილის ხიდზე, გაუხსნა ცეცხლი და დახვრიტა მათი ავტობუსები. მთავარი პროპაგანდისტი.

აი ასეთი კომისია შექმნეს და ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო

2 მაისს, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.

დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.

30 აპრილს სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე-მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“მოწამლული მორალური და ქოცურ-პოლიტიკური კლიმატი უნდა შეიცვალოს, სამართალი რომ აღსრულდეს და ძალა დაუბრუნდეს ამ სიტყვებს” – ლაშა ბუღაძე

მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით სოლიდარობას უცხდებს პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც თავს დაესხნენ და სცემს. ლაშა ბუღაძე ასევე ყურადღებას იმახვილებს იმაზე, თუ რა ძალა აქვს სიტყვას და რომ მნიშვნელოვანია დაუბრუნდეს მას ფუნქცია თუ ღირებულება:

,,სოლიდარობა ზვიად რატიანს-თქო რომ დავწერო, უკვე მეც კი მაღიზიანებს ამ სიტყვების უძალო რიტორიკულობა, რადგან სოლიდარობა კი არა, მოწამლული მორალური და ქოცურ-პოლიტიკური კლიმატი უნდა შეიცვალოს, სამართალი რომ აღსრულდეს და ძალა დაუბრუნდეს ამ სიტყვებს.

სიტყვებს ძალა აქვთ და ზვიადის სიტყვებს კი – განსაკუთრებული ძალა, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი ამ ჭირის დასრულებისთვის, რაშიც ვართ.

სიტყვებს კიდე ჰქონდა ძალა არჩევნებამდე, მაგრამ ახლა ყველანი ვგრძნობთ, რომ ამ მხრივ ზღვართან მივედით… და მაინც: შენს გვერდით ვართ, ზვიად!”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა კალაძე

საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და კვლავაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.

არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან დაკავშირებით

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აძლევს მმართველი გუნდის წარმომადგენლის კონკრეტულ პოზიციას და ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს:

,,მოვისმინე საზმაუზე ინტერვიუ ერთერთ ქოცთან, სადაც განაცხადა: ,,არასოდეს ყოფილა საქართველო ასე სუვერენული, როგორც ეს არისო 2012 წლიდან”.

პირველად ამ დღეებში გაიხსნა სოხუმის აეროპორტი რუსული ლაინერებისათვის!!! ქვეყანას დასანქცირებული ჰყავს პირველი პირი: ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე-რომანოვი და სხვ. რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისათვის…

თუ დაიწყო ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ საკითხების გამომოძიება???

ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!

დაპყრობილია უკვე ეს ქვეყანა და ქაღალდზე გაფორმებას მალე მივიღებთ…

და ამ დროს ყველა პოლიტიკოსი, რა პლაკატითაც არ იდგეს, თუ არ გაერთიანდება ანტისაოკუპაციო მოძრაობაში მხოლოდ ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს…”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სს “თელასი”: 5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.