ორშაბათი, ივნისი 23, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 48

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მისი შექმნის მთავარი ფუნდამენტი გახდა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამა თუ იმ ქვეყანას ვეტოს დადების უფლება ჩამოერთვა, რაც წარმოუდგენელია.

ზოგადად, ევროკავშირი როდესაც შეიქმნა, რაზეც ის დაფუძნდა, პირველი იყო მშვიდობა, ადამიანის უფლებების მრავალფეროვნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დღეს ყველა სახელმწიფოს აქვს ერთნაირი უფლება. მაგალითად, ვეტოს გამოყენების უფლება აქვს სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს კი მსჯელობენ იმაზე, რომ ქვეყნებს ვეტოს უფლება ჩამოერთვას. მაგალითითვის მოვიყვანოთ რუმინეთი, სადაც არჩევნების შედეგები არ მოეწონათ – საერთოდ გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მოხსნეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა და სავარაუდოდ, ის იქნებოდა გამარჯვებულიც, იმიტომ, რომ არ აწყობდათ ის კანდიდატი. ეს წარმოუდგენელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, თბილისის მერის განცხადებით, ორბანი ყოველთვის სამართლიანია ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.

ორბანი არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავს თავის ქვეყანას და იცავს მის ინტერესს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას, იმიტომ, რომ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ყოველთვის სამართლიანია. მისი მთავრობა ყოველთვის იმაღლებს ხმას იმ უმსგავსობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აცხადებენ, რადგან ეს ყველაფერი გაჯერებულია პოლიტიკური სპეკულაციებით, სიცრუით და დაფუძნებულია ტყუილზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც საუბრობს სიმართლეს და ყოველთვის იცავს ისეთი ქვეყნების ინტერესებს, როგორიც საქართველოა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თეონა ჭალიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლტიკურ შეფასებას აკეთებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის შესახებ:

,,დღევანდელი დღე შედგა. დღეს იყო მთავარი ის, რომ პოლიტიკური პარტიებიდან ქალებს ერთად მდგომა დაგვეფიქსირებინა, რომ ერთად ვაპროტესტებთ ამ სასამართლოდან მომდინარე უსამართლობას და უკანონობას, რომ ერთად ვუცხადებთ სოლიდარობას პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, ერთად ვდგავართ და ერთად ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ჩვენ პარტიები და ცალკე ყველა რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით ვაპროტესტებთ, სხვადასხვა ფორმით სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, მაგრამ ასე ერთობით და ძალა ერთობაშიას პრინციპით ეს სოლიდარობის და პროტესტის აქტი შედგა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო ის, რომ სასამართლოს მანდატურები და აქაური ვითომ სამართალდამცავები გამხეცებულები დაეტაკნენ ამ ქალებს და ის ერთ-ერთი კომპონენტი, სიმბოლური კომპონენტი, რითაც ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი რწმენა იმისა, რომ ,,სამართალი ურმით დადის, ნელა, მაგრამ მაინც მოვა“, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ნათქვამი ძველად, ხალხის წიაღში იშვა ეს ფრაზა და არასოდეს ხალხის სიბრძნე არ გამტყუნებულა, აი ამის დემონსტრირებისთვის, ჩვენ გვინდოდა, რომ სიმბოლურად ურემი შემოგვეტანა სასამართლოს ეზოში, სადაც დავალაგეთ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელი და გვარი, რომელთა გათავისუფლებასაც ასე აქტიურად ვითხოვთ… აი ამ დროს გაშმაგდნენ, ქალებს ეცმენ დალეწეს ეს ურემი-სიმბოლო, მაგრამ ნაწილები ჩვენ მაინც შემოვიტანეთ.

ბოლოს ჩვენ გავუშვით შავი კვამლი ნიშნად იმისა, რომ ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება. ეს შავი კვამლი სწორედ ზედგამოჭრილი იყო ამ სასამართლოსთვის.

ვეუბნები ყველა ცრუ მოწმეს, ყველა უსამართლო გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს და ყველა პროკურორს, რომლებიც თეთრი ძაფით კერავენ ამ საქმეებს, რომ მათთანაც მოვა ეს ურემი, ნელა, მაგრამ მაინც მოვა და სამართალი აუცილებლად იზეიმებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით:

ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა, პრემიერის კაბინეტში დიპლომატებს ვუსმენდით და ვიწერდით, მტკიცებულებები გვაქვსო!

ეს უნდოდა კიდევ დიფ სთეიტს?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის: თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ის, რაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტებში ხდებოდა, ამაზე ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ და თუ საჭირო იქნება, ამის მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ და მივაწვდით ინფორმაციას…“.

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

“ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

ჩემის აზრით, კობახიძე და მისი ამფსონები ძალიან დააფრთხო მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის მთლიანად “შეტენვამ”.

ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ მამაძაღლობაზეც კი ბიძინას ეხოცებოდა ხელი.

ვვარაუდობ, რომ ახლა ჩალიჩობენ როგორმე ბიძინას უკან “გადატენონ” პასუხისმგებლობა და ცდილობენ დაითანხმონ პარტიის თავმჯდომარეობაზე.

ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე, საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ქალთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე და საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურაღებას:

,,მოგესალმებით, ჩემი გამოსვლა იქნება განსხვავებული იმიტომ, რომ დღეს გამთენისას ჩამოვფრინდი კიევიდან და მინდა გადმოგცეთ უკრაინელი ხალხის, მათი საზოგადოების განწყობა, რომ უკრაინა ცოცხალია, იბრძვის და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

აუცილებლად მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის. იმიტომ, რომ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ვართ საერთო ბრძოლაში, ჩვენ ვართ იმ ბრძოლაში, როდესაც ოკუპანტი რეჟიმი გვართმევს თავისუფლებას და რუსული რეჟიმის პირობებში გვიწევს დაუღალავი ბრძოლა.

რა გვაერთიანებს და რა არის ჩვენი ბრძოლის საერთო მიზანი? რატომ ვერ დაგვღალა რუსულმა რეჟიმმა? 3 მთავარი რამ: ცამდე მართლები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს ერთიანობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინელებმა ზუსტად იციან ვინ არის მტერი.

სამწუხაროდ, საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც თავზე წამოგვასხდა გვეუბნება, რომ პროპაგანდით, დეზინფორმაციით უნდა კვებონ საქართველოს მოქალაქეები და აურიონ – ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე.

ამიტომ ჩვენი ბრძოლაც, სამართლიანი ბრძოლა – სასამართლოში იქნება, ევროპული მომავლისთვის იქნება თუ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის იქნება, არის საერთო მიზანი.

მე მინდა გვესმოდეს და მათაც გადავეცი, რომ ყოველ დღე 158 ღამეა რუსთაველის გამზირზე, ისევე ისმის შეძახილები – სლავა უკრაინი, როგორც საქართველოს გამარჯვებისთვის ვიბრძვით და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ სამართალი აუცილებლად მოვა. რუსულმა რეჟიმმა, კრემლმა დიდხანს ეცადა საქართველოს და უკრაინის გამორჩილება, დიდხანს ვიწვნიეთ ოკუპაციის, ჟლეტის, ხოცვის ბევრი ფაქტი და მე ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გამოვცადეთ მანამდე, ვიდრე რუსეთის შეიჭრებოდა უკრაინაში.

მათ ასევე ვუთხარი, რომ საქართველო და ქართველი, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან ერთად და არც აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება და რუსული რეჟიმი მათ გვერდით დადგება, იბრძვის ბოლომდე, იბრძვის დაუღალავად და იბრძვის გამარჯვებისთვის!

ბოლომდე! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ევროინტეგრაციის გზაზე!

მადლობა თქვენ მშობლებო! ასეთი შვილების აღზრდისთვის, რომლებიც გმირებად უნდა იყვნენ შერაცხული და არა უსამართლო სასამართლოს მიერ დასჯილები. ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად 8 მაისის დაწესებას, ირონიული შეფასებებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:

აუუუ,.. რაც გაჭაღარავდა, ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣
ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣

რა პირველი მსოფიო და რაის მეორე მსოფლიო ომი?!…

ავღანეთი და ერაყიც იზეიმე ბარემ და მთლად ნუ გამოშტერდები, სანამ უკრაინაში წიაღისეულის მოპოვებას დაიწყებ🤣🤣🤣“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

ინფორმაციისთვის:
ჩვენი მრავალი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის.
შესაბამისად, მე ვაწესებ 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ხოლო 11 ნოემბერს – პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ და ნორმალურ გზაზე დავბრუნდეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას შეუპუვრობისკენ, აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს, ხელისუფლების შეცვლის მიზნით:

ფაქტი არის ერთი და კონკრეტული: საქართველოს ცოტა ხნის წინ უახლოეს პარტნიორებად, მეგობრებად და მხარდამჭერებად ყავდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე განვითარებული ქვეყნები და გაერთიანება – აშშ და ევროკავშირი. ჩვენი წაღმა–უკუღმა ბედის მიუხედავად 3 ათწლეულის მანძილზე მოვახერხეთ, რომ ყველაზე წარმატებული ქვეყნების კლუბში “მათიანი“ ვიყავით და სრული კარტბლანში გვქონდა, რომ წინ და წინ გვევლო, კეთილდღეობის და დაცულობის უმაღლესი სტანდარტებისკენ.

ეს ყველაფერი უსწრაფესად დავკარგეთ და სანაცვლოდ გვაქვს მარგარიტა სიმონიანის და მარია ზახაროვას კომპლიმენტები, ირან–ჩინეთ–რუსეთის მხრიდან ჩვენი ჩაყლაპვის პერსპექტივები. + ხელისუფლებად წოდებული სოციოპატების ჯგუფის აბსურდული ბოდვები, რომლებშიც თვითონვე აიხლართნენ, სრული სიღატაკის და გაჩანაგების რეალური პერსპექტივა, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს.

გამოსავალი არსებობს. არცთუ ძალიან რთული. ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ და ნორმალურ გზაზე დავბრუნდეთ. სხვანაირად რომ მოხდეს, მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2025 წლის მარტში, ComCom-მა ჩაატარა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა. კერძოდ, შპს „ბი ემ ჯი“-ს პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ ეს მკაფიოდ არ იყო იდენტიფიცირებული და მაუწყებელმა არ მოახდინა მაყურებლის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის კომერციული კომუნიკაცია გადიოდა ეთერში. გარდა ამისა, პროგრამაში პროდუქტის განთავსებამ გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა.

ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“-ს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ პროდუქტის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის განთავსებისას მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რათა ერთი მხრივ, არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის” – პაატა მანჯგალაძე

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი მოლოდინები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაც ზოგიერთი საქართველოდანაც ნეგატიურად გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიმართ, ასევე კონკრეტული მინიშნებებით, თავის პოზიციას აფიქსირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე:

უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი“ რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის.

უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი 3 დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს.

დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი.

და სწორედ ამას ვერ იტანენ რუსქოცები: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავალით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და ფესვები ღრმად აქვს გადგმული

დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში მეგობარი აქტის განხილვას.
მისივე თქმით, აგენტურულმა ქსელმა არაერთხელ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, შეექმნათ აგენტურული ქსელი, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, რისი მცდელობაც საქართველოში ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა „ნეფით“ , USAID-ით და სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და გამოიყენოს ისე, როგორც მაგალითად, უკრაინა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ქართული მხარე მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას.

არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მივესალმებით. ჩვენთვის და არც მათთვის არ არის მიღებული არსებული ვითარება. წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა, გაჟღერებული იყო სიცრუის პროპაგანდით. გვინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ურთიერთობა იყოს მეგობრული, პარტნიორული, ორმხრივი. მიუღებელია, დიდი სახელმწიფო, როგორიც მაგალითად, ამერიკაა ზემოდან უყურებდეს მასზე პატარა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები და კულტურა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს