სამშაბათი, ივნისი 24, 2025
14.8 C
Tbilisi
Home Blog Page 46

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

2004 წელს დაახლოებით ამ დღეებში აჭარა დაუბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეს, რამაც საფუძველი დაუდო მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე სწრაფ და წარმატებულ განვითარებას.

რა იყო აჭარა აბაშიძის დროს – ეს იყო უღარიბესი ხალხით დასახლებული დიქტატურა, რომლის სათავეში იყო ასლან აბაშიძე, თავისი პიროვნული კულტით.

მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აპატიმრებდნენ, საპროტესტო მიტინგებს უმოწყალოდ არბევდნენ. ბათუმიდან დაფრინავდა მხოლოდ 1 რეისი კვირაში, ისიც მოსკოვში.

აჭარაში ჩადიოდა 100 ათასი დამსვენებელი დანარჩენი საქართველოდან, რომელთაც ჩოლოქზე ხვდებოდა აბაშიძის საბაჟო.

ამ დროისთვის ასლანს თავი აჭარის მეთაურად ჰქონდა გამოცხადებული და თავისი კანონმდებლობით ავტონომია გასული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან.

აჭარაში იყო სულ თითებზე ჩამოსათვლელი სასტუმროები – ინტურისტი და ივერია ქობულეთში, ინტურისტი, კორტების სასტუმრო და დავითი ბათუმში. ასევე ბათუმში იყო სულ რამდენიმე რაღაცას რომ ჰგავდა რესტორანი – მარსელი, ინტურისტი, კაპიტან პორტა.

ერთადერთი სახლი რომელიც შენდებოდა ბათუმში იყო მოსკოვის მერის, ლუჟკოვის კომპლექსი.

ბათუმის ბულვარი დღევანდელი 12 კმ-ის ნაცვლად იყო 1,5 კმ და ამ ბულვარსაც ხშირად კეტავდნენ დამსვენებლებისთვის. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები, მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით სეირნობდნენ იქ.

ასლანის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ნავთობის ტრანზიტი და როგორც გაირკვა ნარკოტიკი. ასლანს ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომელსაც მეთაურობდა რუსი გენერალი ნეტკაჩოვი.

2004 წელს ჩვენი მხრიდან მასობრივი ზეწოლის და ბათუმის მოქალაქეების აჯანყების შედეგად ასლანი გაიქცა რუსეთის საგარეო მინისტრის ივანოვის თვითმფრინავით და ამ დღის შემდეგ დაიწყო აჭარის თავბრუდამხვევი განვითარება. ძალიან ბევრი მოვასწარით.

2012 წელს ივანიშვილი მოვიდა ლოზუნგით “ბულვარის ძველი ჩაზნექილი სკამები უფრო მოგვწონდა”. მან დახურა ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. შეაჩერა დაწყებული “ტრამპ ტაუერი” რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ მე და დონალდ ტრამპმა.

შეაჩერა როიალ კარიბიანის დიდი საერთაშორისო საკრუიზო პორტის მშენებლობა, უარი თქვა ჩვენს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ოთხჯერ უფრო დიდი აეროპორტის მშენებლობას ბათუმში. უარი თქვა ჰოლანდიელებთან ერთად დაწყებულ ბათუმის ოქროს ქვიშის პლაჟის მშენებლობაზე. ბათუმში გამეფდა კორუფცია და ქაოტური მშენებლობები.

და მაინც, ბათუმი დღესაც რჩება საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლოდ, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემი და ლევან ვარშალომიძის მიერ 21 წლის წინ.

აჭარის შემოერთების გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ შედგებოდა. სხვა არაფერი რომ არ შეგვექმნა, უკვე მარტო აჭარის დაბრუნებით გვაქვს დამკვიდრებული ჩვენი ადგილი ისტორიაში, ეს ვერ აუტანია დიქტატურას და მის ამფსონებს.

სხვათა შორის ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, ამის ნაცვლად ისინი ყოველდღიურად ლახავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და თავს ესხმიან ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით – “ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ სამწუხარო პროცესს. ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას, რომლის ამოცანაც არ არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი გამთლიანება, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.

ისინი არ მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, მათ შორის არის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურა ე.წ. სუს-ი, რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს უსაფრთხოებას, იცავდეს ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, მაგრამ ისინი დაკავებულები არიან საქართველოს ღირსების შელახვით, პირდაპირ და ღიად თანამშრომლობენ ბელარუსის “კაგებესთან”, რომელიც არის “ფსბ”-ს დანაყოფი. ამიტომ ბუნებრივია, როგორც ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა ამ სტრუქტურისა და სხვა სტრუქტურების მიმართ, ისევე ჩვენმა პარტნიორებმაც დაკარგეს ნდობა.

ჩემთვის სრულიად გასაგები იყო რაც მოხდა გუშინ, რატომ გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ განცხადება და არა უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და ნათელია დამოკიდებულება ყველა ცივილიზებული პარტნიორისა ამ რეჟიმის მიმართ და თუ აშშ-ზე ვსაუბრობთ, ასევე ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული მეგობარ აქტში, რომელიც ორიოდე დღის წინ მხარი დაუჭირა აშშ-ის ორივე ძირითადმა პარტიამ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ  პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს – სერტიფიცირების პლატფორმა.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას ახდენს:

ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი“, – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და ეს ყველაფერი იმართება გარედან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის გარედან წამოსული მუქარებისა, მოქმედი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

ჩვენ ვნახეთ, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა რამდენიმე წლისა და თვეების წინ. ვნახეთ კონკრეტული სცენარები – ჯერ ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, მერე საზოგადოების წევრები და ა.შ. ბევრი სცენარი ვნახეთ, მაგრამ არ იფიქროთ ეს საქართველოში დაგეგმილი იყო. ყველაფერი იმართება გარედან. მათ ჰყავთ თავისი პატრონები – კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც გეგმავენ ამ ტიპის ქმედებებს, სახელმწიფო გადატრიალებებს. კონკრეტული ელჩების განცხადებები, კონკრეტული ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები არის ის პროცესები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ.

რაც შეეხება სანქციებს, როდესაც საუბარია სამშობლოზე, მის ინტერესებზე, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდება. მუქარებით, სანქციებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ:

ვუყურებ ახლა ამ მანიაკი კობახიძის ბრიფინგს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია.

ნუთუ ოჯახს მაინც არ ეცოდება?” – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ ბატიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი:

მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, რუსქოცებმა სწრაფი ტემპებით დაიწყეს “წმენდა” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, სამსახურიდან უშვებენ პროევროპულ პეტიციაზე ხელმომწერე პირებს სულ 241 (თავიდან 247 იყო და დაშინების შედეგად 6-ს ხელმოწერა უკან წააღებინეს) დიპლომატს.

ამას აკეთებენ ძალიან მარტივად და ბანალურად: მაგალითად, საერთოდ გააუქმეს იმათი შტატები (დაახლოებით 130 შტატი) სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საელჩოებში, ვინც ხელი მოაწერა ზემოხსენებულ პეტიციას.

სავარაუდოდ, იგივეს იზამენ ცენტრშიც (უშუალოდ სამინისტროში).

ასევე სამსახურიდან გაყრიან იმათაც, ვინც ხელი არ მოაწერა პეტიციას, მაგრამ არ არიან პარტიული ქოცები (პარტიულებით გაავსეს სამინისტრო ბოლო წლებში). მათ იმედი ახლა აქვთ, რომ სიჩუმით სამსახურებს “შეინარჩუნებენ”, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”.

რეალობაში, შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, აუქმებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მათი გადმოსახედიდან, რუსეთის გუბერნიას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ სჭირდება და ზედმეტი თავის ტკივილია.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურში ის ცნობილი პეტიცია სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა პირველად და ყველაზე მეტი ხელმომწერიც ამ უწყებაში ჰყავს.
ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!

ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა” – ნუკა არველაძე ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის არჩევას “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით, ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე:

ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა.

ის მორიგ ჯერზე გახდა “ქართული ოცნებას” თავჯდომარე და ამავე დროს არის ქვეყნის პრემიერ მინისტრი, საკმაოდ რთულ პერიოდში და წინ საკმაოდ დიდი გამოწვევები ელოდება.

სამწუხაროდ, მისი არჩევა იმ ფონზე მოხდა, როცა პარტიის ძალიან ბევრი მხარდჭერი და ამომრჩეველი გარიყულია!

ხელოვნურად შექმნილი ბარიერები კი პარტიას, მმართველ ძალას ასუსტებს.

არჩევნებს ადამიანები იგებენ, მაღალ ციფრებს ამომრჩეველი წერს და ახლა როგორც პარტიის ახალი თავმჯდომარის ურთულესი ამოცანაა ნდობა მოიპოვოს და შემოაბრუნოს განაწყენებული ადამიანების არმია!

ურთულესი ისიც არის, რომ მის ხელში უდიდესი ძალის კონცენტრირება მოხდა და ყველა ქმედებაზე მას დაეკისრება პასუხისმგებლობა!

კარგზეც და ცუდზეც!

ასე რომ წარმატებას ვუსურვებ მას და ჩვენს სამშობლოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე მამა გახდა. მისმა მეუღლემ, მარიამ სოსელიამ გოგონა – კეკე გააჩინა და ამ სასიხარულო ინფორმაციას ბედნიერი მამა განსაკუთრებულად ემოციურად ამაღელვებლად გადმოსცემს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა.

მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.

თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა – რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო – არა. ,,მე ხომ არ ვეწევი” – ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა – ,,აღარც მე. გადააგდე“.

,,მაგრამ შენ ხომ…” – და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.

გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის. წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო.
რადგან კეკე დაიბადა.

ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა – დავინახეთ.

და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია:

ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ.

მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე – ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს.

მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება.

დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე.

იყავი ადამიანი.

ჩვენ შენ გვიყვარხარ“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

“მეგობარი აქტის” კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო სია, რასთან დაკავშირებითაც “ქართული ოცნებისთვის” ბევრად უფრო მძიმე პერსპექტივაზე საუბრობს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

სინამდვილეში სია, რომლითაც მეგობარი აქტის მიღების შემდეგ დასანქცირდებიან ქოცები, არის იმაზე ბევრად ვრცელი, ვიდრე ჯო ვილსონმა გუშინ გამოაქვეყნა.

ამ დროისთვის ამ სიაში შვიდასამდე გვარ–სახელია, რომელთა მონაცემების დამუშავება მიდის. თუმცა სავარაუდოდ სია კიდევ გაიზრდება.

ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ.😁” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

გავრცელებული სია – სანქცირების სავარაუდო კანდიდატები: