სამშაბათი, ივნისი 24, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 43

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით, გაჭირვებულ ხალხთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ერთ–ერთი ყველაზე ცუდი სცენარი რაც ცხოვრებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, ალბათ არის ის, რომ ღრმა სიბერეში ქუჩაში ჯდომა და მოწყალების თხოვნა გიწევს.

გუშინ მარშის შეკრების ადგილის მახლობლად მოხუცი ქალი კიბეზე იჯდა, ხურდებიანი პატარა ჯამით და ბუტბუტებდა, ამათ ქვეყნის არევა უნდათო, ანუ პროტესტის მონაწილეებზე ამბობდა.

დიდი ფანტაზია არ ჭირდება ამ ქალის მძიმე ცხოვრების წარმოდგენას. ზამთარ–ზაფხულ საათობით ქუჩაში ჯდომით ქანცგაწყვეტილი მიდის ალბათ სახლში, იმედზე რამე სერიალს უყურებს, სერიალსა და სერიალს შორის კი უყვებიან, რომ მთელი მსოფლიო ქაოსშია, იქცევა, ნადგურდება და მხოლოდ საქართველოშია მშვიდობა, ბატონი ბიძინას წყალობით.

ალბათ შიშობს, რომ თუ აქაც “აირია“, იმ ხურდებსაც დაკარგავს, რასაც ახლა აგროვებს. ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება უკეთესადაც იცხოვროს და რომ ევროპელი პენსიონერი ქუჩაში ხურდებს არ აგროვებს. ამას იმედზე არ ეუბნებიან.

სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი გულისტკივილით საუბრობს და საჯაროდ გამოაქვს სკანდალური ინფორმაციები:

გადავხედე ჩვენს მედიაველს და გამახსენდა, რომ უკვე რამდენი წელია ყველა მედიასაშუალება ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, დახურულია… თუმცა როგორც რესპოდენტი დავრჩი ალაგ-ალაგ…

გგონიათ მცდელობა არ მქონია რამე პროექტი გამიკეთებინა… ან პიარის ხაზით ან ტელეგადაცემის ხაზით?
მქონდა და არაერთი, მერე დავიღალე, პირობის თვეობით ლოდინით, ტყუილით და გადაგდებით!
პირიქით, საახალწლოდ ისეთი დარტყმა მომაყენეს, რომ დღემდე ვერ მოვახერხე აზრზე მოსვლა!

მერე გადავხედე ვინაა დღეს დასაქმებული და წინა ხაზზე, გამეცინა…

რასაც ახლა დავწერ მინდა სწორად გაიგოთ, მე ვამბობ და პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს შეუქმნეს ყველას არ ეხება “ქართულ ოცნებში”, მაგრამ მამუკა მდინარაძეს და გიორგი გრძელიშვილს პრობლემა ჰქონიათ ჩემთან და ასეთი პასუხიც მივიღე – “არავინაა შენთან ვალდებული“!

მაგრამ პრობლემა არ აქვთ “რუსთავი 2”, “იმედში” და სახელმწიფო პიარ სამსახურებში დასაქმებულ ნაცების ერთგულ კადრებთან, არცერთ აქციას რომ არ მაზავენ ქვეყნის დასამხობად.

მაგალითად ხათუნა ბერძენიშვილი, ნაცების დროს საზმაუზე საინფორმაციოს უფროსი, როცა გაათავისუფლეს, მერე გიგი უგულავამ დანიშნა კრწანისის გამგებლად 2016 წელს, როცა მე პარლამეტში ვიყავი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” პიარი, ხათუნა ბერძენიშვილი ნაცების ფრაქციის პიარი გახლდათ!

2017 წლის იანვარში მამუკა მდინარაძემ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დამტოვა სამსახურის გარეშე, არაერთი ეცადა მაშინ გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ ჩემს ადგილას დაინიშნა ლაშა ნაცვლიშვილის ცოლის დისშვილი… )))
დაახლოებით წელიწადზე მეტი სამსახურის და შემოსავლის გარეშე ვიყავი!!! აქაც დაუსრულებელი დაპირებებით!!!

ძალიან დიდხანს ვეძებდი მიზეზს და არაერთ ადამიანთან მილაპარაკია ამ თემაზე საპირისპირო მხრიდან იყო შემოთავაზება ტექსტებით: – არ გაგახარებენ ქოცები დაგვიჯერე, გადმოდი ჩვენსკენ…
ხვდებით ალბათ რა პასუხი მექნებოდა!

გამოდის რომ მე, როგორც ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არასოდეს ვიქნები მიღებული მხოლოდ ნაცების, ლიბერალების მიერ მართულ სისტემაში არასოდეს ვიქნები მიღებული იქ, სადაც გაშლილი ფეხების მერე ეთერებში წამყვანებად იჩითებიან!!!

არასოდეს ვიქნები რადგან ასე ბრძანა მდინარაძემ ))))))))

ამას არ დავწერდი და კიდე თავს შევიკავებდი, მაგრამ გავიგე რომ თურმე აქტიურად დაიწყეს ჯერ ქვედა დუნებაში ლაპარაკი რომ რუსეთი, კერძოდ კი მამუკა ფიფია და ოთარ ფარცხალაძე მაფინანსებს და საერთოდ ხმა არ მაქვს ამოსაღები!!!
და რა შემოსავალიც მაქვს ისიც აღარ მექნება თურმე????

ბიჭო თქვენ მართლა ხო არ გძმარავთ!!!
საკმარისად არ დამაზარალეთ???
არ გაკმაყოფილებთ ის რომ საბანკო ანგარიშები დამებლოკა თქვენი ვაჟკაცობის წყალობით???

ჯერ მოიგონეთ რომ ღარიბაშვილმა გადამიხადა მდინარაძეზე რომ დამერტყა თურმე, ოღონდ ერთი გამოგრჩათ
ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ!!!

არც კი შეგრცხვათ და ჩემს მეგობრებთან არეკინებდით ვიგინდარებს ანალიტიკურის სახელით ნუკა არველაძის პოსტი დაალაიქეთ და დააკომენტრეთო და მეტი აღარ ქნათო!!!
პასუხები კი მიიღეთ შესაბამისი!!!!

‼️‼️‼️
ამას ვწერ რადგან იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!

პრემიერ მინისტრს და ამავე დროს პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს:

რა ვქნათ ბატონო ირაკლი, აი იმ ხალხმა, ვინც არც საელჩოების, არც ნაცების, არც ვიღაცა ვიგინდარების მფარველობა არ გვაქვს პროფესიას თავი დავანებოთ, ქვეყნიდან წავიდეთ
თუ რამე დაგვრჩა ყველაფერი გავყიდოთ, რომ ვიარსებოთ?

აი იმ ხალხმა რა ვქნათ ვისაც არც აშშ და არც ევროკავშირი, არც რუსეთი არ გვაფინანსებს!!!

ამიხსენით პირადად მე რა გაგიფუჭეთ? რა დავაშავე მე ჩემი სამშობლოს წინაშე, ან თქვენს წინაშე???

იმას მაინც ხვდებით, რამდენად უკიდურეს მდგომარეობაში ვარ რომ ის დავწერე რაც დავწერე და ეს არ მინდოდა გამიკეთებინა!!!

დავალების გაცემა რომ არ ითანამშრომლოთ, არ იკონტაქტოთ???

ვერ გავიგე მტრად შემრაცხეთ???“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

სს “თელასი”: 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, ორთაჭალის, ქართველიშვილის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ნეკრისის, დაისის, ლეჩხუმის, მახარობლის, ოშკის, ქედის, ზნაკვის, კახეთის, ნაკადულის, ღების, ანაგის, ვანის, ალავერდის, გრემის, ერთობის, მუხის, რიონის, განთიადის, ვარდისუბნის, ალეკო გობრონიძის, შემოდგომის, ბუგეულის და სნოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სერგი ჭილაიას, მრევლიშვილის, ვახტანგ ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პოლიტიკური ბრძოლის იდეოლოგიასა და რეჟიმის მიერ დაკავებულ პატიმრებზე:

,,მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და ასევე, ყველა ახალგაზრდა, ვინც ბიძინას რეჟიმმა დააპატიმრა საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო, ისინი პატიმრობას იხდიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ არ არის დემოკრატია, ისინი დაპატიმრებულნი არიან რუსული რეჟიმის მიერ… ყველა ეს ადამიანი დღეს წარმოადგენს ტყვეებს თავისუფლებისათვის ბრძოლაში…

როგორც ერთია უფალი, ასევე ერთია სამშობლოც!!!
ჩვენ გავიმარჯვებთ!!!

ადამიანი წარმოუდგენელია ერთმანეთის თანაგრძნობის, ემპათიის გარეშე…
ჩვენ ვერ უნდა დაგვაცალკევოს ბიძინას რეჟიმმა!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ევროპის საფუძელია ანტიკური კულტურა, ქრისტიანული ღირებულებები და რომის სამართალი!!! ეს ყველას გვეხება. ეს ბრძოლა ამ ღირებულებების გარეშე დამარცხებისთვისაა განწირული!!“, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ შემოქმედად” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია აჭარის რევოლუციის შემდეგ: ,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია. მე მოგილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აქვე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს 2004 წლის 6 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე:

,,როგორც არ უნდა წარიმართოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, რაც არ უნდა წერონ კომისიებმა, საითკენაც არ უნდა გადააბრუნოს ცხოვრებამ ბედის ბორბალი, ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ შემოქმედად”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის ჩასვლას მძიმე შეფასებებით ეხმიანება:

2024 წლის 9 მაისის ღონიძიებაზე მოსკოვში მონაწილეობა მიიღო დსთ-ს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტმა, აგრეთვე კუბის, ლაოსისა და გვინეა-ბისაუს ლიდერებმა.

2025 წლის ზეიმზე ოცდაათზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი. ყველაზე სამარცხვინო ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ორი ქვეყნის, სლოვაკეთის და სერბეთის მონაწილეობა იყო.

ეს უდიდესი გარღვევა იყო საგარეო ფრონტზე პუტინის მხრიდან, რაც ტრამპის დამსახურებაა. მისმა საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა. ამას ასევე ხელი შეუწყო ტრამპის სავაჭრო ომმაც, როდესაც დაპირისპირებული მხარეებიც კი გააერთინა მის წინააღმდეგ.

სამწუხარო ფაქტია“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ” – პაატა მანჯგალაძე

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

ქოც-რუსული პროპაგანდა არ წყვეტს ბრძოლას საქართველოსთან. ის ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. გვიმტკიცებს, თითქოს თავისუფლება უცხოა, თითქოს ევროპული, ქრისტიანული იდენტობა მიუღებელი და მხოლოდ ხალხის ძარცვა, შიში და მონობაა ჩვენი „ტრადიცია“.

ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც – კანონი იცავს ხალხს და არა ივანიშვილის ბანდას; ოცნებები აღარ იმსხვრევა ემიგრაციის ბილეთებად და თავისუფლება, ღირსება, რწმენა და სამშობლო ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთმანეთს ამაგრებს!

ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ. ეს არის ჩვენი მიზანი – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება! ახლა ვეკითხები მათ, ვინც დღეს ცდილობს ქვეყანა გათიშოს, ხალხი დააშინოს და ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას – თქვენ რისთვის იბრძვით, გარდა ივანიშვილის და ხალხის ძარცვის უფლებისა? თქვენ საქართველოს რა მომავალი გაქვთ შეთავაზებული რუსული ჭაობის გარდა?!” – მიმართავს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას აკეთებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი:

ოპოზიციას ვერ გაუთავისებია, რომ საქართველოს უნდა ევროკავშირში ინტეგრირება ეს არ ნიშნავს იმას, ამ გზის გავლა უნდა რევოლუციებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ჩამოშლით, ინსტიტუტების ჩამოშლით და ახალ ავანტიურაში ქვეყნის ჩართვით.

აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად.

სწორედ აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო, ფეხის ხმას აყოლილო პარტაქტივო, კუტოკურო ნჯო-შნიკებო, მომწერლო ტიპებო და სხვებო – რუსთაველის აქცია ბაბუამ დაგიტოვათ ანდერძით თუ მხოლოდ თქვენი რატოა?!

ან პლაკატის ზომის დადგენა დემოკრატიის რომელი ლეველია?!

პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?

ან რომელი ხართ მიშას დროს ნატანჯი და აქციებზე ნაცემი-გამოდით ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის მოსაზრებას გამოთქვამს, თუ როგორი პოლიტიკაა საჭირო რუსეთთან:

,,რუსებთან მოლაპარაკება ან ზავი გამორიცხულია.

ორკებისთვის განიხილება მხოლოდ მათი პირობების დაკმაყოფილება.

ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა და ცივილიზებული სამყარო ერთხელ და სამუდამოდ, ძალიან მალე საბოლოოდ გაანადგურებს ამ ბოროტებას”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე