ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 41

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ სოზარ სუბართან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, ერთგვარი მინიშნებებით:

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმარია, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის და გირაოს არ გადახდის გამო დააკავეს!

წულუკიანის კომისიის წევრია სოზარ სუბარი!

იყო დრო სოზარ სუბარმა და ირაკლი ოქრუაშვილმა ერთად შექმნეს პარტია!

ერთგულების ეტალონია სოზარი🤓

მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ აქცენტებს აკეთებს:

ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

ამ მეგობრობას დღეს ინარჩუნებს ქართველი ხალხი და არა ბოროტი მაჯლაჯუნები, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს!

ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის ჩვენი თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა.

ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას.

მაგრამ ვერ შეძლებენ! რადგან რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს.

ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტი“, რომელიც ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – მეტი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველ ხალხს!“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება:

ე.წ. კობახიძის წერილი, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილია, პირველ რიგში არის საცოდაობა. წერილის დამწერი თავს საცოდავად აჩვენებს.

წერილი სასოწარკვეთის გამოხატულებაა. სულ მცირე ნოემბრიდან, ტრამპის არჩევიდან, ანუ ნახევარი წლის განმავლობაში, ბიძინა ცდილობს ტრამპთან მისასვლელი გზა მონახოს, ის კი არაფრად აგდებს. წყინს ბიძინას და ამოხეთქა.

„მეგობარი აქტიც“ კონგრესში მაინც გავიდა. მხოლოდ სასწაულის იმედი დარჩა: იქნებ დონალდს გონება გაუნათდეს და სენატის მიერ მის მიღებამდე რაღაცნაირად გააჩეროს.

წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს.

დაბოლოს, წერილი უბადრუკობაა ინტელექტუალურად. ბიძინას მართლა სჯერა ზღაპრების „დიფ სტეიტზე“ და მისთანებზე, რასაც კობახიძის და სხვათა პირით ყოველდღე გვიყვება.

ამ წერილით ბიძინა უნდა შეგვეცოდოს. მაგრამ საცოდავს დავუძახებთ თუ უბადრუკს, მის ხელში კი ვრჩებით“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რა ბელარუსი?! – კადიროვის ჩეჩნეთია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება:

,,რა ბელორუსი?! – კადიროვის ჩეჩნეთია !!! ოქრუაშვილის დაკავება კლასიკური გამოვლინებაა სისტემის აქოთებისა და ამყრალების!!!

ვისაც ჯერ კიდევ გგონიათ, რომ თქვენ არაფერი გეხებათ, უკიდურესად ცდებით!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“წინააღმდეგობის პლატფორმა”: “საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი”

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი “წინააღმდეგობის პლატფორმა” განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიტიკურ შეფასებას აძლევს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას:

ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს – სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს: თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას.

ამერიკა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე.

აშშ-ის ხალხი და ხელისუფლება გვერდში გვიდგას მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება.
ამის ცხადი მაგალითია „MEGOBARI ACT“ – უპრეცედენტო მხარდაჭერით მიღებული ისტორიული აქტი, რომელიც ამბობს ერთმნიშვნელოვან „დიახ“-ს ქართველ ხალხს და „არა“-ს ავტორიტარიზმს.

ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს.

კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას.

ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს.

ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.

ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს!

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება!�არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან.

ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ “იმედის” თანამშრომლებს

ტვ “იმედზე”, კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე “იმედის დილაში” გასულ სიუჟეტს, სადაც წამყვანმა გარდაცვლილთან დაკავშირებით აღნიშნა – “მან ვერ შეძლო, რომ დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა“, მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ცემისგან მოკლეს.

“იმედმა” გამოაცხადა “გამოწვევებს ვერ გაუძლო“-ო.

საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო.

იმედზე ვინც მუშაობთ, ეგ ფული რად გიღირთ? რამდენი ხანი გეყოფათ?

ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში.

უმძიმესია თქვენი რეალობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

“იმედის დილაზე” გასული სიუჟეტის კომენტარებში, მძიმე ემოციური შეფასებებით გამოეხმაურა, მაცაცო თოხაძე – მომღერალი, მუსიკალური რადიოწამყვანი:

ძალიან უსამართლო და ძალიან უსინდისო სიუჟეტია! ჯობდა, საერთოდ არ გაგეკეთებინათ განცხადება. ,,ვერ მოერია გამოწვევას“?

რა გამოწვევას ვერ მოერია, ჯანღონით სავსე ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაზრდილი.

ცემით მოკლეს უბნელებმა, რომლებმაც სასმელი ვერ მოინელეს და იმდენი ურტყეს თავში საწყალ ბიჭს, რომ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დღეს მთელი საღამო სამძიმარზე ვიჯექი. გამწარებული დედა პირდება თავის შვილს, რომ უმკაცრესად დასჯის მკვლელებს და სამართალი იზეიმებს!

არ გრცხვენიათ? აგიკრძალეს სიმართლის თქმა? ისედაც გამწარებულ ოჯახს როგორ აკადრეთ… ძალიან სამარცხვინოა!” – აღნიშნა მაცაცო თოხაძემ.

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი:

წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!

ვინმე “ვაჟა” ფლობს კომპანია “Middle Invest Group LLC”, რომელიც დაკავებულია შუა დერეფანში სარკინიგზო გადაზიდვებით. სინამდვილეში “ვაჟა” არის ფორმალური “ტიპი”, რომელიც ნომინალური წარმომადგენელია “X ადამიანის” კომპანიაში. საუბარია, წელიწადში ასეულობით მილიონი დოლარის “გაწევაზე” – თაღლითური, დალაგებული სქემით.

როდესაც ტვირთის მფლობელი კომპანიები უკავშირდებიან საქართველოს რკინიგზას გადაზიდვის მომსახურების გასაწევად, “რკინიგზა” ყველას ამისამართებს “Middle Invest Group”-ში, რადგან მხოლოდ ამ კომპანიას აქვს ექსკლუზიურად მინიჭებული შეღავათიანი ტარიფები და სარგებლობს დიდი უპირატესობით, რკინიგზის მხრიდან გაწეული სხვადასხვა მომსახურების სერვისებში.

ეს სქემა მასშტაბით უტოლდება “დღგ”-ების საქმეს!

“ვაჟა” ასევე ფლობს კომპანია “Transitline LLC”-ის 100% წილს და 16.65 % – “შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი”-ში, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული წილებიც ეკუთვნის “X” თანამდებობის პირს, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მინისტრთან – გრიგოლ ლილუაშვილთან.

აბსოლუტურად ყველა სახელი და გვარი ცნობილია ჩვენი საგამოძიებო ჯგუფისთვის და ცხადია, უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურ ინფორმაციას გავასაჯაროებთ”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ქავთარაძის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, მარაბდის, შროშის, შენგელაიას, ღოღობერიძის, მარუხის გმირთა, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, ბურკიაშვილის, ბაზალეთის, ნაფარეულის, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ერისთავის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იოსელიანის, მინდელის, საბურთალოს, ალექსიძის, მარიჯანის, ნადირაძის, ჯიქიას, ანაკლიის, ანჯაფარიძის, სანდრო ეულის, შავიშვილის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, მამასახლისოვის, დანელიას, სურგულაძის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, ბესიკის, არსენას, ინგოროყვას, კრავეიშვილის, უკლებას, მესხის, კოტეტიშვილის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, მოსიძის, ბერიძის, ვეძინის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი ცხოვრებიდან და მინიშნებებს აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ:

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია.

5 წლის განმავლობაში ვიყავი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩემზე აღძრული იყო საქმე ფულის გათეთრების მუხლით, რაც საქმიან ურთიერთობებში კეთროვანების ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთერთი გავლენიანი სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ვიყავი პოლიტიკური თავშესაფარით და ფრანგები, გარდა ფორმალური დაცვისა, მართლა თავს მევლებოდნენ, მსოფლიოს ერთერთი პატარა ქვეყნის და ბოლო წლებში გაკოტრებული ხელისუფლების დევნის გამო ძალიან ბევრი სამართლებრივი და ეკონომიკური პრობლემა მექმნებოდა და ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე მომყვება მაშინდელი რეპუტაციული ზიანი.

წარმოდგენა არ აქვთ ამ იდიოტებს რა ჯოჯოხეთში შეყვეს თავი “MEGOBARI ACT”-ით სამუდამოდ და რამდენი ჩაითრიეს თან, ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა, გვიან მიხვდება ამ ყველაფერს. ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის: 14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიება დაპატიმრებით შეუცვალეს გირაოს გადაუხდელობის გამო.

“სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე, როგორც დღეს” – ნინო წილოსანი ფაშიზმთან დაკავშირებით

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე, როგორც დღეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ევროპის რიგმა ქვეყანა ქვეყნებმა უომრად გაუღეს საკუთარი ქვეყნის კარები ფაშისტებს – საქართველომ 400 000-მდე ადამიანი, ჩვენი გმირი მებრძოლი შეეწირა ხალხის წამების, სიძულვილის და მსოფლიოს დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მისივე თქმით, ისინი კი, ვინც გადარჩა, ზეიმობენ ამ დღეს, თუმცა, რადიკალებს ამ ზეიმის ჩახშობა უნდოდათ ხან 9 მაისის 8 მაისზე გადატანით, ხანაც კი ფაშიზმზე გამარჯვების დღის სხვა აქტივობის გადაფარვით.

წელს, 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე პატარა ნაწილი, ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული.

სრულებით სამართლიანი განაწყენება მოვისმინეთ ჩვენი საზოგადოების, როგორც კი 9 მაისის მნიშვნელობასთან ერთად, ჩვენს მეგობარ ევროპას, ევროპის დღე მივულოცეთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდით, რომ ხალხი ყოველთვის ბრძენია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან სწორია – პარტნიორს მისი დღესასწაული მიულოცო და 1950 წლიდან დაწესებული ევროპის დღე, რომელიც ევროპის კონსოლიდაციას და გაძლიერებას აღნიშნავდა, ჩვენც გავმხდარიყავით ამ დღის მნიშვნელობის თანამოზიარე – ვერაფერი გადაფარავს 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ყველა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, რაღაც კონკრეტულ მორალს გვახსენებს. რა არის 9 მაისის მორალი?

ევროპაში, ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება და ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია. ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის.

9 მაისის მორალი გვახსენებს, რომ ჩვენ, გმირების ქვეყანა ვართ და რომ დღესაც ნეოფაშიზმის და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა, მოსაგებია და ვერასდროს, სადაც და ვისთანაც, არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს, რადგან ქართველი და ქრისტიანი გადაჯაჭვული მცნებებია და სწორედ, ეს გვაჩვენებს ეკლესიის სწორ გზას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.