ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 40

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა – “რას ისურვებდით, სამი სურვილი რომ გქონდეთ?“, რასაც, თანმიმდევრობით, შემდეგი პასუხი გასცა:

პირველი – ფული;
მეორე – წარმატება;
მესამე – ჯანმრთელობა.

“სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პოლიტიკურ შეფასებებს ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით (იხ. წინა შეფასებები, ბოლოში👇):

კლეპტოკრატიულმა დიქტატურამ ასევე მოხურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უარი უთხრა ამერიკის ელჩს, ბრიგიტ ბრინკს აკრედიტაციაზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მაშინ ბრიგიტს “სააკაშვილის დაქალობა” დააბრალეს და ორი წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე იყო დარჩენილი.

ასევე, რაც ფუნდამენტური იყო, მათ უარი თქვეს ჩემ დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენებისა და საჰაერო დაცვის მიღებაზე, ასევე შეაჩერეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. ასე რომ ანტი – ამერიკულ კურსს ესენი ახორციელებენ 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს იტყუება ან თავს თავს იტყუებს.

ასევე მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.

სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგოც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა.

,,არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას – ომი. მაგრამ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო,’’- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, 2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია, უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობამ ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.

ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი.

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ.

მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას.

ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,’’ – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლების, უსაფრთხოების და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, შეუფასებელია” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ს მხარდაჭერასა და “მეგობარი აქტის” განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს:

ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი.

ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლების, უსაფრთხოების და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, შეუფასებელია.

ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული ქოცი – კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით – ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას.

ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტის“ მიღება.

“მეგობარი აქტი” მიჯნავს ივანიშვილს და საქართველოს.

„მეგობარი აქტი“ ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – დახმარება და თანადგომა ქართველ ხალხს!

ამერიკა ჩვენი მეგობარია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არამედ:

1. იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს;

2. აძლიერებს ქართულ ჯარს;

3. ხელს უწყობს განათლების და ეკონომიკის განვითარებას;

4. საერთაშორისო გავლენებით გვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

ეს ურთიერთობა გვეხმარება, ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის გავლენის ზონაში დაუცველად დარჩენილი, ქაოსში ჩაძირული ერი.

ეს პარტნიორობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფალი და ღირსეული მომავალი.

ეს მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და მას ვერ გადაფარავს ვერცერთი კლოუნის ცინიზმი და პროვოკაცია.

ჩვენი მტრების მიზანია – საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი.

ამ დროს ამერიკა, “მეგობარი აქტით”, კიდევ ერთხელ გვეუბნება: „თქვენ მარტო არ ხართ“.

ჩვენ კი ვპასუხობთ: „ჩვენ ვიცით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მტერი!“

ჩვენი არჩევანია დაცული საქართველო ძლიერ ამერიკასთან და ძლიერ ევროპასთან ერთად!

ჩვენ გავიმარჯვებთ!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების დროს ნაპოვნი იყო, ამა წლის 1 აპრილიდან დაკარგული მარნეულელი აითაჯ მამედოვას ცხედარიც. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე

პირველი აპრილის ღამეს, დაახლოებით 12:00 საათზე, 21 წლის აითაჯ მამედოვა გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. უკანასკნელად თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. გოგონას ფეხსაცმელი, ჩანთა და ტელეფონი იქ დაუტოვებია.

ოჯახის თქმით, მათ პოლიციაში დროულად განაცხადეს დაკარგვის შესახებ. სამართალდამცავებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ვარდება აითაჯი მდინარე მტკვარში, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, ჩანაწერი არც გამოძიებისთვის გადაუციათ და არც მათთვის უჩვენებიათ, ამოცნობის მიზნით. ოფიციალურად არ დასტურდება, ნამდვილად აითაჯია თუ არა ვიდეოზე აღბეჭდილი პირი.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ფაქტობრივად ფორმალურად ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, რადგან ოჯახის წევრების თქმით, რეალური ძებნა, მდინარე მტკვარში არ განხორციელებულა სრულფასოვნად. აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მეზობლები თავად შეუდგნენ სამძებრო სამუშაოების ჩატარება ხელნაკეთი ,,ტივტივებით”, რომლებიც პლასტმასის ბოთლებისგან იყო აგებული, ისინი ყოველდღიურად გადიოდნენ მტკვრის სანაპიროზე და უიმედოდ ეძებდნენ ბედის ანაბარად დატოვებული აითაჯს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქმედებაზე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აითაჯის სამძებრო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობდა, წარმოებდა მდინარე მტკვირს მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობდა კალაპოტის დათვალიერება. თუმცა იგივეს უარყოფდნენ აითაჯის ოჯახის წევრები. თავის დროზე რასულ ომაროვმა განაცხადა, რომ ,,ბევრი ტერიტორია დაკეტილია, ნებართვას არ გვაძლევენ. არც პოლიცია, არც სახელმწიფო არ შედის ამ ტერიტორიებზე. არც ჩვენ გვაძლევენ უფლებას. უბრალოდ ბოთლებით მდინარის პირას, კუნძულებში ვეძებ. მაგრამ ვინმემ თევზი რომ დაიჭიროს მაშინვე გარემოს დაცვის 10 ნავი მოდის. ვინმე ან რამე რომ გაიქცეს ტყეში 5 ვერტმფრენს უშვებენ. უბრალოდ სახელმწიოფო ელოდება რომ ფასიან ნავებს დავიქირავებთ, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ძალიან რთული საკითხია. ჩვენ მხოლოდ დახმარება გვინდა. ორთაჭალის პოლიციამ მითხრა 22 კილომეტრზე მოვძებნითო. ველოდებით ინფორმაციას. ვინმე სადმე თუ რამე დაინახავს, თუ გვეტყვიან წავალთ და ამოვიყვანთ”. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

ამის პარალელურად ფაქტია, რომ აითაჯის მტკვარში სავარაუდოდ გადავარდნის გამო: არ დააშრეს მდინარე, არ გაწმინდეს კალაპოტი და არც მაშველების მასშტაბური ჩართვა დაფიქსირებულა.

აითაჯ მამედოვას ცხედარი მხოლოდ 45 დღის შემდეგ იპოვეს და ისიც შემთხვევით, მდინარემ დააბრუნა.

არასწორი პრიორიტეტების ფონზე, აითაჯის ოჯახი 45 დღის განმავლობაში ელოდა პასუხებს და სათანადო ქმედებებს სახელმწიფოსგან, თუმცა უშედეგოდ!

არ იყო პასუხები, არ იყო ქმედებები!

აითაჯის ცხედარი მტკვარში იპოვეს მხოლოდ მაშინ, როცა მდინარეში სხვა, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჩავარდნილი ავტომობილის სამძებრო სამუშაოებში მაშველთა ჯგუფი და მყვინთავები ჩაერთვნენ.

იქ სადაც სახელმწიფო და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები მკვდარია, მდინარე მოქმედებს!

აითაჯ მამედოვას საქმე არ არის ერთადერთი და გამონაკლისი, როდესაც სისტემურ გულგრილობა ხდება და ეს კონკრეტული ფაქტი მეტყველებს სახელმწიფოს რეაგირების და სისტემის  სერიოზულ ჩავარდნაზე.

აითაჯ მამედოვას საქმე არ არის მხოლოდ უბედური შემთხვევა — ეს არის სისტემა, სადაც რეაგირება ხდება დაგვიანებით, არაპროფესიონალურად და შეურაცხმყოფელი გულგრილობით.

სად მთავრდება ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და რად ფასობს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე საქართველოში?

აითაჯ მამედოვა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე იყო, მის სავანეში დარწეული აკვნის პირმშო და მისი მომავალი!

აითაჯი აღარ დაბრუნდება, მაგრამ მისი ისტორია უნდა გახდეს ის უკანასკნელი პრეცენდენტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აღარასდროს დაუშვებს!

სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელია და არცერთი საქართველოს მოქალაქე, არცერთი ოჯახი არ უნდა ეძებდეს დაკარგულ ოჯახის წევრს კუსტარული ტივტივებით იმ წყობილებაში, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია!

ეს საქართველოს სახელმწიფოს სირცხვილი და ჩამოურეცხავი ლაქაა!” – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

“თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep-ვირთხების გადაწყვეტილება. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს…” ზურაბ პოლოლიკაშვილი

როგორც ცნობილი ხდება, “ქართული ოცნების” მთავრობა ზურაბ პოლოლიკაშვილს აღარ წარადგენს მესამე ვადით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად და მხარს არაბეთის გაერთიანებული  საამიროების კანდიდატს დაუჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, “ფორმულასთან” მიმოწერით კომენტარში პირველი შეფასება-განმარტებები გააკეთა პოლოლიკაშვილმა:

ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება.

ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო, ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის, რატომ გააკეთა ეს.

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep state-ს და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – ასაჯაროვებს ზურაბ პოლოლიკაშვილის მიმოწერას ტელეკომპანია “ფორმულა”.

“რამდენი იკითხა, რამდენი იწვალა და მაინც რა ყ@@ფონაა. დააკვირდით ქოცებში საზომადაა ქცეული” – გიგი უგულავა ზაზა შათირიშვილზე

საქართველოს საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა:

რამდენი იკითხა, რამდენი იწვალა და მაინც რა ყ@@ფონაა. დააკვირდით ქოცებში საზომადაა ქცეული.

ბიძინას წერილს რომელსაც – იმდენად დიდი სირობა წერია – არავინ კიდებს ხელს, შათირიშვილი აქვეყნებს.

ამ ბეჩავს ჰგონია, რომ სიკეთისა და ბოროტების მიღმა მოდალობაშია, მორალური ზარატუსტრაა და მესამე თვალით უყურებს სამყაროს, სინამდვილეში გენეტიკური, ბავშვობის კომპლექსებში ამოგანგლული, სიდუხჭირე და ამით გამოწვეული სიხარბე სჭამს🤢“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ივანიშვილის თოჯინა კობახიძეს თურმე არ ესმის, ამერიკა რატომ არ იხუტებს გულში მის ვითომ მთავრობას და რატომ არ უხსნის სანქციებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება:

ივანიშვილის თოჯინა კობახიძეს თურმე არ ესმის, ამერიკა რატომ არ იხუტებს გულში მის ვითომ მთავრობას და რატომ არ უხსნის სანქციებს.

მინდა ყველას შევახსენო – ეს ის ხალხია ვინც მოკლა ტრამპ ტაუერის გრანდიოზული პროექტი ბათუმში და ტრამპს “აფერისტი” უწოდა.

ეს ის ბანდაა, რომელთაც შეაჩერეს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ასობით ათას ქართველ ბავშვს წაართვეს ენის სწავლის საშუალება.

ეს ის ხროვაა ვინც ამერიკელები გააძევა ანაკლიის პორტიდან და მათ ნაცვლად ჩინელები შემოიყვანა.

ეს ის მანქურთებია რომელთაც საქართველოში რუსეთის შემოჭრაში ის ამერიკელები დაადანაშაულეს, რომელთაც ფაქტობრივად გადაარჩინეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა 2008-ში და მე მიპირებენ გასამართლებას ამერიკის აგენტობისთვის.

ეს ის ავადმყოფთა ჯგუფია რომლებიც მთელს საქართველოს სულელებად თვლიან და ამერიკის ფინანსურ დახმარებას, რომელმაც დევნილების სახლები აუშენა, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაიცვა და რუსეთს არ მისცა მაშინ შესაძლებლობა ბოლომდე ჩავეყლაპეთ, უწოდებს – სააკაშვილის გადასარჩენად გამოყოფილ ფულს.

ეს ის მოღალატეებია, რომლებიც ამერიკის დაუძინებელ მტრებს რუსეთს, ჩინეთს და ირანს ყველა სურვილს უსრულებენ.

ეს ის დიქტატურაა რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის დონალდ ტრამპის ერთადერთ პირად მეგობარს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ციხეში უსამართლოდ ანადგურებს, ხოლო ასობით ათასი ქართველი მექსიკის საზღვრით შერეკეს ამერიკაში და კიდევ უტიფრობა ჰყოფნით, ამერიკა იქით დაადანაშაულონ.

დიქტატურა აუცილებლად დაემხობა, საქართველო იქნება თავისუფალი და იქნება როგორც ჩემს დროს იყო – ამერიკის მთავარი მეგობარი!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. პარტიის დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში. აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა ოპოზიციონერმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ:

ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში.

მაშინ როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ.

ამიტომ ერთადერთი იმისთვის, რომ ეს ყველა სარგებელი მივიღოთ და მხოლოდ სანქციები კი არ ამოქმედდეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არამედ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც “მეგობარი აქტი” გვთავაზობს საქართველოს და ქართველ ხალხს, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რაც დაგვაბრუნებს დემოკრატიის გზაზე, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან და არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს არ აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.

კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს – ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები.

საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ.

მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“.

მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს