ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25.8 C
Tbilisi
Home Blog Page 39

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქე უნდა აღშფოთდეს თუნდაც “უმნიშვნელო” კორუფციის ფაქტზე. ყოველი კორუფციული გარიგება, ხომ მისთვის, მისი შვილებისთვის, მშობლებისთვის და სახელმწიფოსთვის წართმეული მომავალი და შანსია.

მაგრამ საქართველოს მოსახლეობა (აქ მოქალაქეებს შეგნებულად არ ვწერ, რადგან მოქალაქეობრივი შეგნება ნულს ქვემოთ არის), კი არ ბრაზობს, არამედ იმაზე ფიქრობს და ჩალიჩობს, ან თავად ან მისი შვილი იყოს ისეთ თანამდებობაზე, სადაც შეძლებს “იოლი ან უფასო ფულის” დათრევას.

ბოლო წლებში საქართველოში კორუფციაზე დაკავებული წვრილფეხობის უმეტესობა იმაზე “აფეთქდა”, რომ წილი ზემოთ არ მიიტანა, თორემ ვის არ შერჩა ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში სახლში გაზიდული ხალხის ქონება?

და იმ ადამიანებს, ვინც ასე ფიქრობს, რაში სჭირდებათ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო? ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

🌪 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

❗️მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

“საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ფურორი მოახდინა!” – ლალი მოროშკინა

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს ეხმაურება და მას განსაკუთრებულად წარმატებულად მიიჩნევს ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ფურორი მოახდინა!

აი ახლა გინდ ასე უბერეთ, გინდ ისე!

და ეს მხოლოდ დასაწყისია!

დონე, ნიჭი, გენი, განათლება❤️

რა ბედნიერებაა!!!

წინ საქართველო!
❤️❤️❤️” – წერს პირად გვერდზე, ლალი მოროშკინა.

“მეტადონის პროგრამის გაუქმება ნიშნავს ათასობით უკონტროლო ნარკომომხმარებელს და აყვავებულ შავ ბაზარს‼️” – ელისო კილაძე

მეტადონის პროგრამა, ნარკომომხმარებელთათვის, მნიშვნელოვნად მიაჩნია “ქრონიკა +”-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს, ოღონდ მისი თქმით აუცილებელია მკაცრი კონტროლი, ამ მხრივ:

მეტადონის პროგრამის გაუქმება ნიშნავს ათასობით უკონტროლო ნარკომომხმარებელს და აყვავებულ შავ ბაზარს‼️

მეტადონის პროგრამა უნდა გაკონტროლდეს უმკაცრესად, პერსონალი, დაცვა, მომხმარებელი‼️‼️‼️

პირით გამოტანილი მეტადონი არის ინფექციის წყარო‼️‼️

თავს იკლავთ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილის ბოლო – მაისის შუა პერიოდი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გაგრძელდა სტაბილური გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

14 მაისი – 2.7440;
15 მაისი – 2.7436;
16 მაისი – 2.7425
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0010 ლარით  და 1 აშშ დოლარი 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7415 ლარი ეღირება.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა მაისის შუა პერიოდისკენ სახეზე იყო სერიოზული რყევები. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

14 მაისი – 3.0464;
15 მაისი – 3.0822;
16 მაისი – 3.0732
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0046 ლარით და 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0686 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6432 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0706 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6608 (გამყარდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6121 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0920 ლარი (გაუფასურდა 0.0054 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2750 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8048 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2057 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 ისრაელის შეკელი – 7.7249 ლარი (გამყარდა 0.0264 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8837 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით).

აპრილის ბოლოდან – მაისის შუა პერიოდამდე ლარის კურსი სერიოზული რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

14 მაისი – 3.4087;
15 მაისი – 3.4190;
16 მაისი – 3.4100
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0038 ლარით და 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3973 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება – საქართველო ივანიშვილის გარეშე…” – ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორი საქართველო სურს საქართველოს მოქალაქეს და გაჟონილმა კალანდარიშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები ვერ უნდა ჩაატარონ”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციური შეხვედრის შემდეგ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “მესამე შეხვედრაა უკვე და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს საქართველომ ივანიშვილის გარეშე და თქვენც კარგად გესმით, რომ შავსაღებავ შესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით, დასანქცირებული, თავსლაფდასხმული ივანიშვილი და კობახიძე რა არჩევნებს ჩაატარებს, ამას არ ჰქვია არჩევნები, პოლიტიკოსობანას თამაშობენ.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც თავისუფლება, ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ კი, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ამაზე მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს.

საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორი საქართველო სურს საქართველოს მოქალაქეს და გაჟონილმა კალანდარიშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები ვერ უნდა ჩაატარონ, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე არსებობს შეთანხმება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი.

შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.

მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.

რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას, ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც – მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ დაწესებულ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია.

მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!

რეჟიმის სტრატეგია თავიდანვე იყო ლიდერების იზოლირება და პროტესტის გადაქცევა უთაო წინააღმდეგობად.

ფაქტია, თანამედროვე ავტოკრატიებს ამარცხებს ერთიანი მიზნისკენ შეკრული საზოგადოება – არა ციხეები.

არც ბელარუსში, არც რუსეთში ციხეებმა არ გააძლიერა პროტესტი – პირიქით!

საკმარისი ტყვეები უკვე ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს – ახლა კი გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი ძალა!

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება – მძლავრი წინააღმდეგობის ორგანიზება.

ამიტომ ვთვლი, ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“თავს არავის აწონებს, არც ავალდებულებს ვინმეს. ჩემი დიდი პატივისცემა ირაკლის!” – სევდია უგრეხელიძე ირაკლი ოქრუაშვილზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი სევდია უგრეხელიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ:

ირაკლი ოქრუაშვილი რა ხანია აღარაა პოლიტიკაში. არც პოპულარობის ამბიცია აქვს.

მას შეეძლო, მშვიდად მისულიყო ტრაგიკომიკურ “კომისიაზე” და თავისებური უხიაგი პასუხებით არც არაფერი ეთქვა საიმათო, რაც უკვე გაუკეთებია კიდეც.

შეეძლო გადაეხადა გირაო ანდა მისი სიმბოლურამდე შემცირება მოეთხოვა, რასაც თითქმის სთავაზობდნენ. მაგრამ არა, შეგნებულად ციხე აირჩია.

რატომ?

იმიტომ რომ ანტირაშისტია, პატრიოტია, უკრაინის მხარდამჭერი, ამით ღირსება შეინარჩუნა საკუთარი თავის თვალში.

თავს არავის აწონებს, არც ავალდებულებს ვინმეს. ჩემი დიდი პატივისცემა ირაკლის! ესეც გაივლის. ✌️🌟💖“, – წერს სევდია უგრეხელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ ,,პირველთან” კომენტარს აკეთებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,უკნიდან გააპარეს პროკურორი. იცით რატომ?! იმიტომ, რომ იყო უტიფარი, ასეთი სიტყვა… დასკვნითი ნაწილი არ ყოფილა ჯერ მაგრამ… ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო.

წარმოიდგინეთ, რა რეალობაში ვცხოვრობთ, რომ უკნიდან გააპარეს ეს გოგო, რომელიც თვალებში ვერ უყურებდა მათე დევიძეს და გვიმტკიცებდა, რომ თურმე 19-ში თურმე, მშვიდობიანი დღე ყოფილა. [მიმართავს პროკურორს] აი მაგ მშვიდობით იცხოვრე შენ…”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი