ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 38

“ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები. რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი – იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი ლიდერის ქვეყანაში შექმილ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს:

სრულ ინკვიზიციას ახდენს ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

წინასაარჩევნოდ იგი ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას, რის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე, როგორც პუტინი აკეთებს.

ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს, სამწუხაროდ, საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა აღნიშნული ფაქტი დაკავშირებული აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან:

,,ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ არის…

უყურე, არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს.

ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს და იხილავს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია აქ ინციდენტი?

ჟურნალისტის ჩაკითხვა: საფრთხეს წარმოადგენსო და რა საფრთხეს წარმოადგენს ლაშა გაბიტაშვილი

მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია, მე რა ვიცი, რატომ უნდა გიპასუხოთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: ლაშა გაბიტაშვილი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოსალოდნელი ჩამორთმევა უკავშირდება მასსა და ირაკლი ზარქუას შორის აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას. როგორც იგი აღნიშნავს, იუსტიციის სახლიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხში წერია, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე:

კატასტროფული მარცხი რუმინელი ქოცების, ამ მნიშვნელოვანი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში!

ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!

ძალიან შველის საერთაშორისო ვითარების გაუმჯობესების ახალი ანტი-რუსი და პრო-უკრაინული რომის პაპის არჩევა! მის სიტყვას უსმენს მილიარდზე მეტი ადამიანი.

და კიდევ ერთი თუ რუმინეთის შედეგს ვნახავთ იქ ზუსტად ისეთი პროცენტით წააგო ქოცმა, როგორც აქ, განსხვავება ერთია – იქ არჩევნებზე ხმებს არ იპარავენ და აქ არჩევნები გაუქმებულია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი “წინააღმდეგობის პლატფორმის” მიერ 26 მაისისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და კონკრეტული შეფასებებით ორგანიზატორებს მიმართავს:

26 მაისს “წინააღმდეგობის პლატფორმამ” აქცია დააანონსა!

წინააღმდეგობა ნიშნავს შეკრებას, მოთხოვნების დაყენებას და არდაშლას!

სხვა შემთხვევაში, ჯიგრულად თითო ჭიქა ავწიოთ (გრეჩიხას ტრენდი) გამოვა🙄🙄

P.S. ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

“ოპოზიციის წარმომადგენლებს გირაოს გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ და პასუხი გასცენ კითხვებზე” – ვლადიმერ ბოჟაძე

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარმოებულ სს საქმეებსა და გირაოს გადახდასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციებს ეხმაურება:

ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, გირაოს გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ და პასუხი გასცენ იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია აქვს.

განსაკუთრებით სამწუხაროა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევა. თქვენ იცით, რომ მაშინ ისინი ოპოზიციაში არ იყვნენ, ბიზნესმენები იყვნენ, თუმცა პირდაპირ და უშუალოდ იყო დაკავშირებული “TBC ბანკი” ყველა ბიზნეს გარიგებასთან და “TBC ბანკი” ზუსტად იმდენ სესხს აძლევდა, ხოლმე, კონკრეტულ ბიზნესმენებს, რამდენსაც მერე სთხოვდა ადეიშვილის პროკურატურა.

ეს საქმეები ცნობილია, არაერთი მათ შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც ისედაც იცის საზოგადოებამ, კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება და კიდევ უფრო ბევრ საქმეში აღმოჩნდება მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან“. “TBC ბანკი” და ნაციონალური მოძრაობა” ერთად ართმევდნენ ქონებას ჩვენს მოქალაქეებს, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან” – თედო ზოიძე

,,მოძრაობა – ახალგაზრდული ძალა”-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მოძრაობის დაფუძნების მიზეზსა და გეგმებთან დაკავშირებით:

ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი, როგორც უკვე ვთქვი პრეზენტაციაზე, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და მეტი ახალი სახე შემოვიდეს პოლიტიკაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა ერთ წრეზე ტრიალით, ერთი და იგივე სახეების ყურებით. ამიტომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას სიახლეები, დავუმტკიცოთ, რომ პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან.

ასე, რომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას ახალგაზრდებთან საუბარს და ჩვენ მოძრაობა იქნება ყველა რეგიონში აქტიურად წარმოდგენილი” – აღნიშნავს თედო ზოიძე და კონკრეტულ განმარტებებს იძლევა ინტერვიუს დროს ჩაკითხვებზე.

  • შეიძლება თუ არა მოძრაობა გარდაიქმნას პარტიად?

– პარტიად გარდაქმნასთან დაკავშირებით ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ გაქვს პოლიტიკური ამბიცია და პოლიტიკური მიზნები და გეგმები, ამიტომ არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა ამ ეტაპზე არ დავრეგისტრირებულვართ და სამომავლოდ თუ გადაწყვეტთ აუცილებლად გაცნობებთ.

  • მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ რა გაქვთ დაგეგმილი?

– ჩვენ ჯერ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას რეგიონებში, აქტიურ საუბარს ახალგაზრდებთან, მოქალაქეებთან და უახლოეს მომავალში აუცილებლად გაცნობებთ უფრო დეტალურად ჩვენს სამოქმედო გეგმებს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის – შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიზნები, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე; თეა ახვლედიანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად დანერგილი მექანიზმები და არსებული შესაძლებლობები.

დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო მინისტრისთვის დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.

ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა ფორმატში ახალგაზრდებთან ჩვენი რეგულარული შეხვედრები, მათ შორის დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ახალგაზრდებს გავაცანით საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენი დროებითი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით ხორციელდება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით.

შედგა ძალიან საინტერესო და დინამიკური დისკუსია, რაც მეტად სასიხარულო და მისასალმებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

“თავის მომხრე მომღერლებსა და მსახიობებს სისტემა რასაც უკეთებს, ზუსტად ქოცების ხელწერაა” – ანა კობახიძე

“დიღმის საზოგადოებრივ ცენტრში” მომღერლებისა და მსახიობების დასაქმებასთან დაკავშირებით “tv პირველზე” გასულ რეპორტაჟს მძიმე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა კობახიძე:

თავის მომხრე მომღერლებსა და მსახიობებს სისტემა რასაც უკეთებს, ზუსტად ქოცების ხელწერაა — მოგიმწყვდევენ სიბნელეში, ბასაინის მწმენდავად დაგასაქმებენ და თვეში 1200 ლარად ჯაჭვს მოგაბამენ კისერზე. თუ იკითხავ — „მეტი მეკუთვნის?“ ან „ამ სამსახურს არ ვიმსახურებ“ — დაგცინებენ და გიპასუხებენ: „რაც შარშან ღირდი, ზუსტად იგივე ღირხარ დღესაც“, – წერს ანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე…”

პაატა მანჯგალაძე ეხმიანება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას და ქვეყანაში არსებული რეალობის შეფასებისას მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის მიმართ:

რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა“, – პაატა მანჯგალაძე