ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 37

სს “თელასი”: 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, სადგურის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“რა დავთმო, ამდენწლიანი ბრძოლა? ვინ დავთმო, უსამართლოდ დატყვევებული რეჟიმის პატიმრები? ვინ დავთმო, ყველა მებრძოლი, ვინც თავი შესწირა ამ ქვეყანას?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და რიტორიკული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებას:

,,რა დავთმო, სინდისი? რა დავთმო, სამშობლო? რა დავთმო, ჩემი შვილის მომავალი? რა დავთმო, ამდენწლიანი ბრძოლა? ვინ დავთმო, უსამართლოდ დატყვევებული რეჟიმის პატიმრები? ვინ დავთმო, ყველა მებრძოლი, ვინც თავი შესწირა ამ ქვეყანას?

რას შევეგუო, უსამარლობას? რას შევეგუო, დაკანონებულ ძალადობას? რას შევეგუო, ადამიანში ადამიანურობის მოკვლას? რას შევეგუო, იდეალების მსხვრევას?

როგორ?! როგორ დათმეთ ეს ყველაფერი? როგორ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება? უბრალოდ მომიყევით, როგორ?”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული “თავისუფლება” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, პოლიტიკურ შეფასებას აძლევს მომხდარ ფაქტს და კანონმორჩილების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს:

,,მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია.

ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ არ იქნება!” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში, სადაც აღნიშნული იყო, რომ არასასურველად მიიჩნევა ცალკეული პოლიტიკური ფიგურების ბანერების გამოტანა, რაც განიმარტა როგორც მინიშნება საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. აღნიშნულ წერილს ემოციური პოზიცია-შეფასებებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ არ იქნება!

ევროპარლამენტმა მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმრად აღიარა და მისი გათავისუფლება მოსთხოვა “ქართულ ოცნებას”‼️

იმ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ზოგიერთის მშობლებმა ბოლო არჩევნებზეც ხმა მისცა‼️

P.S. სალომეს ერთობას აღიარებდე (მძინარე ცხინვალის დაბომბვის მერე) და მიშას რეჟიმის სახე ხატად აცხადებდე – უხერხულია ‼️“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

თაკო ჩარკვიანი – ხალხმა არ და აღარ მიიღო ეს ლუსტრირებული “პუტინკა”

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი კონკრეტულ ფაქტების იხსენებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან მძიმე ბრალდებებს უყენებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს:

დიახ, ვიდრე მარგველაშვილი მოვიდოდა (მოიყვანდნენ პრეზიდენტად), კიდევ უფრო შავრაზმულმა რუსულმა ფრთამ (“ვაი ქართველების “ხელით) ივანიშვილს კანდიდატად ბურჯანაძე შესთავაზა. ივანიშვილი ვითომ დათანხმდა, სინამდვილეში კი არ მოინდომა… რატომ? ახლავე მოგახსენებთ:

მინდა გაგახსენოთ გიორგი მარგველაშვილის ცნობილი გამოთქმა, “მე პლასტელინივით ვარ, სადაც გინდა იქ მიაკრავო”, უნდა აღვნიშნო რომ მარგველაშვილმა ფსიქოლოგიურად და დიპლომატიურად ეშმაკური და ელასტიური პასუხი გასცა ივანიშვილს, ხოლო ბურჯანაძის “ფურცევასეულმა” ძველმოდურმა “გამოყოლილმა” ამბიციამ გადასძლია და პირიქით, ივანიშვილს უთხრეს შავრაზმელმა “ქართველებმა”: აგერ ნინო ბურჯანაძე გამოგადგება პუტინთან თავისი არხები აქვსო, რაც სულაც არ აწყობდა ივანიშვილს, სულაც არ აწყობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან (თავისი არხებით) დაახლოებული ბურჯანაძე, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა უკვე ყოფილი ხელისუფლების დროს, აი მაშინ “26 მაისის აქციების პერიოდში”, რომ რუსის ჯარის შემოყვანას ცდილობდა და ამის ჩანაწერიც არსებობს, (დევს სოც ქსელშიც) სადაც ბურჯანაძე ამბობს რომ: ”500 კაციც რომ მოკვდეს არაფერია, მერე მიშა რუსის ჯარს ელაპარაკოსო”.

ასე, რომ ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად ცუდი იქნებოდა ბურჯანაძე ვიდრე მარგველაშვილი…

ივანიშვილს ასე “რბილად” ურჩევნია რუსეთისკენ თავისი საკუთარი “დამსახურებით” მიართვას ლანგარზე საქართველო, მშვიდად. სახელმწიფო ისედაც უკვე აქვს/ჰყავს “ჯიბეში”, ამიტომ გავეშებული რუსის ჯარი არანაირად არ აწყობდა, რადგან ისედაც რუსული ოლიგარქიული “წესებით”, ისედაც ახლოს არის პუტინთან (თან თამაშის მეტი შანსი აქვს სათავისოდ სამომავლოდ), ხოლო ბურჯანაძის დანიშვნის შემთხვევაში, არაფერში აწყობდა კიდევ ერთი “ამბიციური პაიკი“ პუტინის ოლიგარქიულ “საჭადრაკო” დაფაზე. ამ შემთხვევაში სათავისოდ სწორად გათვალა ივანიშვილმა!

ახლა მაინც ხომ ხვდება ზოგიერთი “ბრძენი პოლიტიკანი”, ვინ “გვეჯდა” მაგიდასთან ოპოზიციას ბურჯანაძის სახით (მინდა შეგახსენოთ. რომ ბოკერიას დიდი მცდელობა ჰქონდა ბურჯანაძის რეანიმაციისა), მაგრამ ხალხმა არ და აღარ მიიღო ეს ლუსტრირებული “პუტინკა”.

უთუოდ ბრძენია ხალხი!✌️❤️

და ბოლოს: არასოდეს დაგვავიწყდეს ა რ ა ს ო დ ე ს!!!
რომ ეს ბურჯანაძე ის არის რუსის ჯარი რომ შემოჰყავდა (ნუ ფაქტია მცდელობა ჰქონდა) საქართველოში!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” – ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის გარეშე გამოიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ  ბრიფინგი გამართა და კონკრეტული განმარტებები გააკეთა:

როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის რეალიზებული, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რისი კიდევ ერთი დასტურიც არის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო სასამართლოდან.

მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელები მოსამართლემ შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა დასაბუთებული მთელი რიგი არგუმენტაციით, მათ შორის, ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არამხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესით და მსგავსი ოდენობით სასჯელთა შეკრება არ ხდება და ამავე დროს გვქონდა მნიშვნელოვანი არგუმენტები ბრალთან დაკავშირებით თუ რატომ არ შეიძლება, რომ ეს ქმედება ბრალეულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული და ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება – პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ანუ მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა, რადგან სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო.

ირონიულია ის ფაქტიც, რომ ამავე მოსამართლემ უნდა განიხილოს “პიჯაკების” საქმე სააპელაციო სასამართლოში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ეს მათ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ომში ჩაბმულ აგენტურის წახალისება და მხარდაჭერაა” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე ცალკეული ჟურნალისტების მიერ მოყოლილ ამბებს ეხმაურება და წინა ხელისუფლების დროს მედიის შევიწროების თაობაზე საუბრობს:

მედიის თავისუფლებაზე „მსჯელობენ და მიგვითითებენ“ ხოლმე ჩვენი უაღრესად „წესიერი და დაუძინებელი უცხოელი მეგობრები” და ელჩები.

დაუშვათ წინა რეჟიმის დროს ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნა დარბევაზე არაფერი არ სმენიათ (როგორი დასაშვებია?!), მაგრამ სხვა მედია საშუალებები და იქ მომუშავე ხალხი რა დღეში ჰყავდათ ჩაგდებული ნაცების რეჟიმს, ამის მოსმენა ალბათ საერთოდ არ უნდათ, არ სურთ, არ აწყობთ…

სამაგიეროდ, მათ ბოროტი ზრახვების შემფუთავ პროპაგანდისტებს, ე.წ. ჟურნალისტებს ლამის ევროპული იდეებისთვის წამებულებად იხსენიებენ. ეს ორმაგი სტანდარტი კი არ არ არის, ეს მათ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ომში ჩაბმულ აგენტურის წახალისება და მხარდაჭერაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებებისას. თავის მოსაზრებებს აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

,,გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?

აუცილებლად პროტესტი.

ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ.

ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს.

თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ ბედნიერია.

გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე.

იქ, სადაც სპონტანურობა იყო შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც.

ძალიან ხილული იყო მისი პანიკა.

ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს.

თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს, რომელიც ხმაურობს ეტყვის, რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბარდიულზე დგომისთვის დააკავეს.

ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს კანონებიც მოირგო.

ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიღალა.

იქეთაა ყველაფერი: ფული, ძალაუფლება, უმორალობა.

აქეთაა – პატრიორიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა.

ერთადერთი, რაც ამათ ღლით, სანქციებია.

თუ გულს მოგვფხანს დავწერ, რომ გამოვფიტეთ:)) მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ.

ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სს “თელასი”: 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ჩუღურეთის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, დავით კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორჯონიკიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ეს ველურები 3 საათის განმავლობაში რას აღარ გაყვიროდნენ ჩემი სახლის წინ და ჩემს შვილებს ასმენინებდნენ” – ეკა კვესიტაძე

პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ეხმაურება და წლების წინ მომხდა ფაქტს იხსენებს:

ქოცებს მშევახსენებთ, რომ მეც ორი შვილის დედა ვარ და ჩემი შვილებიც მცირეწლოვნები იყვნენ მაშინ, როდესაც გორის “კულტურის სამსახურში” დასაქმებულ 30-40 პიტეკანტროფს ერთდღიანი შვებულება გაუფორმეს, მეგაფონები დაურიგეს, “მარშრუტკაში” ჩასვეს, ჩემი სახლის მისამართი მისცეს და მეგაფონებში საყვირალი ტექსტი/გინება დაასწავლეს.

ეს ველურები 3 საათის განმავლობაში რას აღარ გაყვიროდნენ ჩემი სახლის წინ და ჩემს შვილებს ასმენინებდნენ. ასე რომ, მარიამ ლაშხის ფეიქ წუხილები ნერვს არ მიტოკებს. არანაირად“, – წერს ეკა კვესიტაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: 17 მაისს მუზეუმის კაფეში მყოფ პარლამენტის დეპუტატ, მარიამ ლაშხთან, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ახლდა, აქტივისტები შეძახილებით მივიდნენ – “რეჟიმის მონა”.