ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 36

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას და განმარტებებს ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅

აშშ–ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონგრესის საგარეო კომიტეტში მოსმენისას საქართველოზე:

ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

თბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.

მინდა, ვიცე-მერის პოსტზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია – წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

აქვე, დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და წარმატებები უსურვა.

მადლობას ვუხდი ირაკლი ხმალაძეს გაწეული შრომისთვის. ჩვენ 2017 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად დავიწყეთ მუშაობა მუნიციპალიტეტის თემებზე, ერთად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. მანამდე, ენერგეტიკის სამინისტროში ვმუშაობდით ერთად. ის შორს არ მიდის, ჩვენს მეგობარ უწყებაში გადავიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ქალაქისთვის მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, სისტემური რეგისტრაციები მაქვს მხედველობაში. ირაკლი პროფესიით იურისტია. მან მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროშიც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული სამინისტრო იყოს წარმატებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე

“მიშას პოსტერის/ბანერის” საკითხი განხილვების თემა გახდა, საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ნაწილის მიერ, საპატიმროდან გამოგზავნილი კონკრეტული წერილის გამო. ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ასევე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ:

მთავარია ბოლოს ისევ მიშას არ მოთხოვონ პოლიტპატიმრების განთავისუფლება🙃

ვინ უფრო პოლიტპატიმარია, ამ შეჯიბრში შესვლა მხოლოდ ბიძინას არგებს. “ჩემი ფოტო იყოს და სხვისი არა”, მსუბუქად რომ ვთქვათ ეგეც არ მოსულა.

ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია. მთავარია პროცესი და გაუგებრობების თავიდან აცილება, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები არც აქციაზე, არც საერთაშორისო ვიზიტებში არ ვაკლებთ ყურადღებას 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულებს, ვიტყოდი რომ პირიქით.

აქციების შემდეგ დაპატიმრებულებში ჩვენი პარტიის წევრებიც და მხარდამჭერებიც შედიან.

პოლიტპატიმრობას ჩემი სურვილით არ გავსაზღვრავ. ნურც სხვას განუსაზღვრავენ ვის თავისუფლებას მოითხოვენ.

ჩემთვის უკიდურესად დასანანია რაც მოხდა.

26 მაისის წინ ქოცის საქმე უკვე გაკეთებულია“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს ევროკავშირის მიმართ და კონკრეტული მიზეზების გამო მიუღებლად მიჩნია ევროკავშირის დროშის არსებობა პარლემენტის შენობასთან:

ევროკავშირი სირიას ყველა სანქციას უხნსის. უხ, აგაშენათ ღმერთმა! ახლა უკვე გასაგებია, რა იგულისხმება, როდესაც საქართველოზე აცხადებენ, “ევროპულ ღირებულებებს” დაშორდაო… როგორც ჩანს სირია ევროპულ ღირებულებებთან დაახლოა აშშ-ის მიერ ტერორისტად აღიარებულმა აჰმედ ალ-შარაას მმართველობამ, რომლის პირობებშიც, ქუჩებში რელიგიური უმცირესობების – ალავიტებისა და ქრისტიანების ხოცვა დაიწყო.

ეტყობა, კაია კალასს და სხვა ევროს-ჩინოვნიკებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს სირიისთვის სანქციების მოხსნა, როდესაც იხილეს კადრები, როგორ აყეფებდნენ მუხლებზე დაჩოქილ ადამიანებს იარაღის მუქარით და როგორ ევროპულად ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს. ეს იყო ნიშანი, რომ ასადის შემდეგ, სირიაში ჭეშმარიტად ევროპული, დასავლური ღირებულებების ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ევროკავშირისგან მხარდაჭერას იმსახურებს.

გულისამრევია, ევროკავშირის ამ ხარისხის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ!

P.S. დღეს, დავინახე საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ევროკავშირის დიდი დროშაა განთავსებული. როგორც მინიმუმ გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

“ხელში მიჭირავს ანუ ვაქვეყნებ”მიშას ბანერს”, ვითხოვ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას😍” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა კონკრეტული მიზნით აქვეყნებს წლების წინ რიყეზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან გადაღებულ სურათს, ორ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და თავის პოზიციას აფიქსირებს:

ეს სურათი რიყეზეა გადაღებული.

დღეს აქ ლეგენდარული იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის დოქებს ანგრევენ, ეს ნაგებობა 2016 მსოფლიოს ორიგინალურ ნაგებობათა ათეულში მოხვდა.

დოქების იდეა იყო თეატრალური და საგამოფენო სცენა, მორგებული ტურიზმზე, კონცეფციით, მთელი პარკი იქნებოდა ერთი დიდი კარნავალი სტუმრებისთვის და თბილისელებისთვის. გუშინ შეაჩერეს, ნაგვის ბუდედ და სასაკლაოდ აქციეს, დღეს ანგრევენ და ხვალ კორპუსულ სასტუმროს ააშენებენ. დუქნები დააბრუნეთ, ხალხი მაინც ივლის რესტორნებში ან როგორც 90-იანებში “ბენზოკალონკა” იდგა მანდ.

და კიდევ იმიტომ მომინდა ამ სურათის გაზიარება, რომ დავას გადავაწყდი სააკაშვილის ბანერის ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით. არ მიკვირს, მიშა, როგორც წესი ან ძალიან უყვართ ან ძალიან სძულთ. მისი გაქრობა საქართველოდან ბევრს სურს. ცხადია, სხვა და სხვა მიზეზით. მაგრამ, მეგობრებო, საქმე ხომ მიშაში არაა, საქმე – ჩვენშია. ჩვენ ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ ვიღაცას წერილის გამოქვეყნების უფლება ჰქონდეს, ვიღაცას ხელის მოწერის ან არმოწერის, ვიღაცას კი ბანერის ჭერის უფლება და ვიღაცას ამის მოთმენა. ამიტომ მთავარია ბრძოლა გაგრძელდეს და სასურველია ოდნავ მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.

სოციალური სივრცე ბრძოლის არეალია. ამიტომაც ხელში მიჭირავს ანუ ვაქვეყნებ”მიშას ბანერს”, ვითხოვ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას😍“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეათედ ჩატარდა

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ, წარმატებით ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაც 5000 და 2500-2500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ. „იდეადრომი“ სტარტაპერების აღმოჩენას, მათ ხელშეწყობას და პროდუქტების განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება.

I ადგილი დაიკავა პროექტმა AdMagica AI-მ, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხარჯების დაზოგვასა და გაყიდვებზე ორიენტირებული რეკლამის თუ მარკეტინგული სტრატეგიების შექმნაში ეხმარება.

II ადილზე კი გავიდნენ სტარტაპები HALF-CHAIN და Paralegal, რომელთაც საპრიზო ფონდი თანაბრად გაინაწილეს. HALF-CHAIN წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებლის მიერ დაწერილ მოთხოვნებს AI-ის მეშვეობით ავტომატურად გარდაქმნის სმარტ კონტრაქტად, ამასთან, ამოწმებს სამართლებრივ რეგულაციათა შესაბამისობას და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად, უსაფრთხო სმარტ-კონტრაქტები შექმნან. რაც შეეხება Paralegal-ს, ის იურისტების ციფრულ ასისტენტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია იურისტების დროის დაზოგვაზე. კერძოდ, პლატფორმა პოულობს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ კანონებსა თუ პრეცედენტებს, ამუშავებს აუდიო მასალებს, ავსებს დოკუმენტაციას, აგებს სამართლებრივ არგუმენტებს და ამ ყველაფერს მხოლოდ წუთებს ანდომებს.

„იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერებმა პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით 5 დღიანი ინტენსიური გადამზადება გაიარეს და იდეის ვალიდაციის, მომხმარებლის ანალიზის, მარკეტინგის, იურიდიული თუ ფინანსური საკითხების, პროტოტიპირებისა და პროდუქტის დახვეწის, ინვესტორებთან მოლაპარაკების, გუნდისა თუ პროცესების მართვის, ასევე, იდეის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ არაერთმა „იდეადრომელმა“ თავიანთი პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარზეც წარმატებით გაიტანა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი”

ბათუმში მომხდარ ინციდენტს, გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის წინააღმდეგ, მწვავე შეფასებებით და ელჩისადმი მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი.

ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას ამტკიცებს მათი პროპაგანდის მიერ ამ ინციდენტის ატაცება და გავრცელებაც.

ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა, ეს არის წლების განმავლობაში დასავლეთის წინააღმდეგ გაღვივებული ზიზღის, მიზანმიმართული პროპაგანდის და ქვეყნის ევროპული კურსის შერყევის მცდელობის შედეგი.

სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყნის ელჩს ესხმიან თავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მხარდამჭერია და რომელ ქვეყანაშიც ათასობით ქართველი ცხოვრობს, ინახავენ იმ ოჯახებს რომლებიც რეჟიმმა შიმშილისთვის გაწირა საქართველოში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ თავდასხმას არ აჰყვა და ელჩს გვერდით დაუდგა. ამ ადამიანებში ჩანს ნამდვილი საქართველო – ევროპული, თავისუფალი და ღირსეული.

ჩვენი ადგილი რუსულ ჭაობში კი არა ევროპულ ოჯახშია.
ვინც ამას ებრძვის, მტრის საქმეს აკეთებს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ცნობისათვის: ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს საქართველოს მოქალაქე, ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “საზღვრის კვეთის” საქმეზე, განხილვის გარეშე წარმოებაში მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით:

სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.

მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.

მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერმა მედიასთან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.

კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული.

არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას უბრძანებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მარცხოსთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყანის ინტერესებს ემსახურება არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მმართველ გუნდს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

„მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ცხადია, არსებობს გამოწვევები. შესაბამისად, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში, დედაქალაქში მოსახლეობას უნდა შევხვდეთ და ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები… ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა” – რომან გოცირიძე “რიყის დოქების” თემაზე

ფაქტიურად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ “რიყის დოქების” დემონტაჟი მოხდება და ამ ადგილზე სხვა პრტოექტი განხორციელდება. გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე:

ეს უინტელექტო და უკულტურო ქოცები იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის შედევრის, რიყის დოქების დანგრევას აპირებენ და მის ადგილას სასტუმროს აშენებას. კალაძემ განაცხადა, კობახიძემ დაადასტურა.

ჯერ ერთი, რა უნდა რიყეზე სასტუმროს, რომელიც პარკია და დასვენების ადგილი. მეორეც, ეს შენობა 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო რიყის დოქებისა და მშვიდობის ხიდია დაშლა. შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები.

ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.