ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 34

“წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან” – თინა ბოკუჩავა

წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე იჯდება ივანიშვილის საპყრობილეში თავად თავისუფლება შეზღუდული, ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პოცესზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთი ღონისძიების დაპატიმრებით შეცვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

ძალიან ემოციური დღე იყო ყველა ნორმალური ადამიანისთვის, როდესაც სამი შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, ავადმყოფი მოხუცებული დედის შვილი სრულიად უდანაშაულო ადამიანი, წულუკიანის განკარგულების შესაბამისად ციხეში გაუშვეს, მაგრამ წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად, ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე იჯდება ივანიშვილის საპყრობილეში თავად თავისუფლება შეზღუდული, ქვეყნის თავისუფლებისთვის.

ზურას თავგანწირვა, უკომპრომისობა, პრინციპულობა ნამდვილად უნდა გახდეს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად გახდება მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის ვინც ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფნი გავაგრძელებთ ბრძოლას მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი მოქმედება ასეთი უსამართლობის პირისპირ არის ოპოზიციის გაერთიანება, ის იდეა, რომელსაც ქომაგობდა ზურა ჯაფარიძე ჯერ კიდევ 26 ოქტომბრამდე და იმედი მაქვს, რომ გუშინდელი უსამართლობა მაინც გახდება ბიძგი გაერთიანების და გავაცნობიერებთ, რომ ერთადერთი სწორი მოქმედება ახლა ოპოზიციის მხრიდან ზურას დასახსნელად, სხვა ყველა პოლიტპატიმრის დასახსნელად.

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ზურა არის მართალი, წულუკიანი და რუსი ივანიშვილი ვერასდროს წაგვართმევს ყველაზე ძვირფასს – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში, 24-25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.

კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.

იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები გზას ჩვეული მარშრუტით გააგრძელებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპოტს, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალას მიმართულებით ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ ცალმხრივად, უკუმიმართულებისას კი გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება, ხოლო N329 ავტობუსი პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას, შემდეგ კი გზას ჩვეული სქემით გააგრძელებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“პოლიტიკოსების ერთწლიან “სროკებზე” ამხელა დრამები მქრინჯავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკოსების დაპატიმრების თემას კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

მეგობრებო, სხვა ცხოვრება მაქვს გამოვლილი, სხვანაირად ვარ გაზრდილი და როცა დამოუკიდებლობას ვკარგავთ და შვიდწლიან “სროკებზე” 20 წლის უდანაშაულო ხალხია, საკუთარ თავზე, საკუთარ ქმარზე და ლუზერი (ჩვენს თავსაც ვგულისხმობ) პოლიტიკოსების ერთწლიან “სროკებზე” ამხელა დრამები მქრინჯავს.

ასეთი ხასიათი მაქვს.
ან შეეგუეთ, ან გააჯვით.

მე თქვენთვის არც ხმა მითხოვია, არც წყალი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” გაკეთებულ განცხადებას, სადაც მმართველი გუნდი მოხსენიებულია როგორც “არალეგიტიმური ხელისუფლება”:

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა.

ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეოეს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც “დახმარების ეფექტიანობის შესახებ” პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა “ცუდად საუბარი” ან „თავდასხმა“, არამედ “ლეგიტიმური კრიტიკაა”, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილი და აქვეყნებს აღნიშნული განცხადების გრაფიკული გამოსახულების ფრაგმენტს.

 

დანართის ესკიზი

“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ მორალურ-პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს:

დიდი ხანია, ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში.

რესურსებით და ძალით “ქართული ოცნება” იგებს.

მორალურად ის აგებს.

არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება გადავიდეს მორალური ძალა პოლიტიკურში. მაგრამ ვიცით, რომ ეს ხდება.

ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუნდაც წინასწარ არ ვიცოდეთ, კონკრეტულად როდის და რა ფორმით გამოვლინდება ის.

ვერავის მოვუწოდებ, პრინციპის გამო ციხეში წავიდეს. ყველას ბრძოლის თავისი მეთოდები აქვს.

მაგრამ ის, რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, არის კიდევ ერთი მორალური შემოლაწუნება რეჟიმს. მზია ამაღლობელის სილა სხვა იყო და ზურა ჯაფარიძისა სხვა, მაგრამ ლოყა ბიძინა ივანიშვილს ორივე შემთხვევაში აეწვა.

ჩემი სოლიდარობა ზურას!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “საზღვრის კვეთის” საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – განხილვის გარეშე წარმოებაში მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით:

აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას.

კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ამ ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს.

რამდენიმე დღის წინ “სასამართლომ” უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო ინსტანციამ საერთოდ უარი თქვა პროცესის ჩატარებაზე რათა არ გამოვჩნდე. რაც მეტს აკეთებენ ამას, მით მეტი ხალხი მიჭერს მხარს. ინფორმაცია ამაზე ჩემამდე მაინც აღწევს და ხალხის უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის.

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი. 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ეს რა აღვირახსნილება, დამანგრეველი უკანონობაა ქვეყანაში, ეს რა სირცხვილშია ქვეყანა…” – თაკო ჩარკვიანი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მძიმე ემოციური შეფასება მმართველი გუნდის მიმართ და სოლიდარობა ოპოზიციონერი ლიდერისადმი:

ეს რა აღვირახსნილება, დამანგრეველი უკანონობაა ქვეყანაში, ეს რა სირცხვილშია ქვეყანა…

ტფუ, სამარცხვინო “ხელისუფლება” ხართ! ფსკერზე ხართ!

შეჩერდით!!! შეჩერდით!!!

სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს!✌️✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია გუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში, შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო.

ახლა უკვე იმდენად შორს შეტოპა, რომ მისი მოტივაცია განუკითხაობაზე უცილობელი პასუხისმგებლობის დადგომის შიშია.

ის უკვე ფიზიკური უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

შესაბამისად, მის ქმედებებში აღარ უნდა ვეძებოთ პოლიტიკური ლოგიკა, რადგან როგორც გალიაში გამომწყვდეულ დამშეულ მხეცს, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით:

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.

სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.

თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები – N309, N351, ასევე მიკროავტობუსები – N512, N540 იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეტყობინებას, დაპატიმრებამდე:

რუსთაველზე იარეთ, როცა მოახერხებთ. მარშებზეც. სასამართლოებზეც. მინიმუმის მინიმუმია ეგ.

ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.