პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 33

სს “თელასი”: 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, სოფელი ბეთანიის, სოფელი კიკეთის და სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაონის (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, შენგელიას, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“Wizz Air”-ის მილიონობით მგზავრი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. „ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის გამოცემაში დაიბეჭდა

ბათუმი კონტრასტების ქალაქია – შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით. მოგზაურის აქაური მოგონებები ყოველთვის ღიმილით სავსეა, მოლოდინები კი გადაჭარბებული. ეწვიეთ ამ პატარა და მყუდრო ქალაქს და თავად გადაწყვიტეთ, ის ევროპის ფარული მარგალიტია თუ ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიჭირეთ მომენტი და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები,“ – ნათქვამია სტატიაში.

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ქვეყნის წინაშე წარმოშობილი მძიმე საფინანსო ვალდებულებების თაობაზე საუბრობს და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს:

აუდიტის სამსახურის დასკვნით საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით 3.3 მილიარდ აშშ დოლარს ედავებიან. 300 მილიონზე მეტი მოთხოვნა მხოლოდ ნამახვანის ჰესის ინვესტორს აქვს.

ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან და ასეულ მილიონობით ლარი დაგვიჯდა უცხოური საადვოკატო ფირმების მომსახურება.

კორუფციული და დანაშაულებრივი კონტრაქტები და ვალდებულებათა შეუსრულებლობა დიდძალ ზიანს აყენებს ქვეყანას“, – წერს რომან გოვირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ემოციური პოზიციას აკეთებს და კონკრეტულ მინიშნებით განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

ძალიან მინდა ზოგიერთ გუშინ განქოცებულს ვკითხო:

იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!

ზუსტად იგივე პროკურორები არ გითითხნიან ბრალდებებს, ვინც წინა ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ?!

ზუსტად იგივე მოსამართლეები არ გასამართლებენ დღეს?!

მაშინ თქვენ მათ ტაშს უკრავდით და ხმამაღლა დაგვცინოდით იმ ადამიანებს, ვინც გაფრთხილებდით, რომ ეს ხელისუფლება რუსულია და თქვენც მოგიკაკუნებენ კარზე. თუ არ მოგვეწონება, როგორც ავირჩიეთ ისე გადავირჩევთო 🤦🏼‍♀️

და მთავარი❗️ წინა ხელისუფლებას რეჟიმს ვინც უწოდებთ, ხომ არ დაგავიწყდათ ისინი არჩევნებით წავიდნენ! დამისახელეთ რეჟიმი, რომელიც არჩევნებით წასულა. ხოდა ფოკუსი გაასწორეთ და რუსებს ებრძოლეთ და არა ამ ქვეყნის პატრიოტებს!

თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! 🇬🇪” – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რადიკალებმა თითქოს უკუსვლა ჩართეს – 26 მაისს არანაირ პროვოკაციას არ ვაპირებთო” – ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ოპონენტების მხრიდან, ცალკეულ პოზიციებს იხსენებს:

რადიკალებმა თითქოს უკუსვლა ჩართეს – 26 მაისს არანაირ პროვოკაციას არ ვაპირებთო.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი აპირებდა სამხედრო აღლუმის ჩაბარებას, ბურჭულაძე აცხადებდა არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ჩაიბაროს აღლუმიო.

ერთი ცნობადი ექსპერტი აცხადებდა არ უნდა მოხდეს ისე, რომ 26 მაისის აქციის მერე სახლებში წავიდეთო.

უფრო რადიკალურ ჯგუფებს ქუჩაში ფოიერვერკებით ბრძოლა მოენატრათ“, წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტულ ემოციურ ფაქტებს იხსენებს და ხელისუფლებას, სამართალდამცავ სისტემას მძიმე შეფასებებით მიმართავს:

დამნაშავე რომ დამნაშავეა, იმის ციხეში ყოფნას განვიცდი, სრულიად უმიზეზოდ რომ ადამიან(ებ)ს ციხეში უშვებენ, რანაირად ახერხებთ რომ არ განიცადოთ, მასწავლეთ როგორ ხდება სულის ეს ატროფია, რომ იქნებ გავიმარტივო ცხოვრება.

გადაცემა რომ მქონდა, უვადო პატიმრეზის თემას დავუთმე რამდენჯერმე საუბარი, ციხიდან დამირეკეს მადლობის სათქმელად, მაშინ როცა ზარის უფლება იშვიათი ჰქონდათ, ღამით ვერ დავიძინე ამ ადამიანებზე ნერვიულობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰო, დამნაშავეები მირეკავდნენ, ვინ იცის როგორი დამნაშავეები.

წლების წინ არასრულწლოვანთა კოლონიაში სემინარ-ტრენინგებს ვუტარებდი პატიმრებს, რამდენი დრო დამჭირდა იმ განცდების და ნერვიულობის მოსაშუშებლად, რაც მქონდა ამ ბიჭების დარდით, მხოლოდ ჩემმა ოჯახმა იცის.

და… როცა ხედავთ ამდენი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდები როგორ აქციეს პატიმრებად, როცა თუნდაც სასჯელად ბევრი სხვა მექანიზმი შეიძლებოდა, ან სრული სისულელის გამო, ქალმა რომ პოლიციელს ვითომ ტკივილი მიაყენა წამორტყმით, ან ვინმე რაღაც სხდომაზე რომ არ გამოცხადდა და ციხეში გაუშვეს, მართლა როგორ ახერხებთ ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ან ის ხალხი ვინც მოიწონა, ამით სიამოვნების მიღებას, როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ, მასწავლეთ, მასწავლეთ, იქნებ ასე უფრო ადვილია ცხოვრება“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე “წინააღმდეგობის პლატფორმის” მიერ დაანონსებულ აქტივობებს ეხმაურება, პესიმისტურ მოლოდინებით:

26 მაისი დამოუკიდებლობის დღე!

ხელისუფლება თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს, “წინააღმდეგობის პლატფორმა” რუსთაველზე უხმობს მომხრეებს!

ფილმების ჩვენება და სადღეგრძელოების მოსმენა კარგია, მაგრამ ხელისუფლების შეცვლას და აქციის მოთხოვნების შესრულებას სხვა მუხტი და თავდადება სჭირდება!

ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ComCom-მა 5G აუქციონი მესამედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ის დასანერგად, აუქციონი მესამედ, კომპანია „სილქნეტის“ თხოვნით გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორის მომართვა და კომპანიებს მისცა შესაძლებლობა კვლავ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მესამე 5G აუქციონი სულ 11 ლოტზე გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 3400-3800 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები იქნება გამოტანილი. 11 ლოტიდან ორი აუქციონი ორ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე ჩატარდება, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან. კომბინირებული ლოტები სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3400-3800 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგებიან. ამასთან, ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევანი – შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.

2023 წელს ჩატარებული პირველი აუქციონის შემდეგ, აუქციონის ფარგლებში ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისთვის MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნა, რადგან ერთი მხრივ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე MVNO-ს დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ 2023 წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, ComCom-მა MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად ამჯერადაც არ მიიჩნია. თუმცა, როგორც კომბინირებულ, ისე ცალკემდგომ ლოტებზე, კომპანიების მხრიდან MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევის შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20%-იანი ფასდაკლებით განისაზღვრება.

კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 9 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან ერთ-ერთში მაინც გაიმარჯვებს, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2025 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-N11 აუქციონები კი 2025 წლის 30 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

“მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი, რომელსაც აწერია ერთადერთი სიტყვა: “ყაველაშვილი!” – დავით ზურაბიშვილი

აქტივისტების მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი და გამოსაცნობი მინიშნებით გამოხატავს დაინტერესებას ერთ-ერთის მიმართ:

ერთ-ერთ უნივერსიტეტში აქტივისტ სტუდენტებს გამოკრული აქვთ ხელისუფლების ცოდვა-ბრალის ჩამონათვალი.

ერთ ბანერს აწერია “მურუსიძის სასამართლო”, მეორეს “რუსული პროპაგანდა”, მესამეს “სინდისის პატიმრები” და ა. შ., არის ცოტა უფრო დაკონკრეტებულიც, მაგალითად “კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციაზე” და “პაპუაშვილის რუკიდან გამქრალი ტერიტორიები”, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი, რომელსაც აწერია ერთადერთი სიტყვა: “ყაველაშვილი!”

აი, ყველაფერი რომ გასაგებია ეგრევე და განმარტებაც აღარ უნდა🙂” – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ოპოზიციამ ისევე როგორც 9 აპრილი აქცია დაპირისპირებად, ახლა გეგმავენ ეს ყველაფერი 26 მაისს განახორციელონ” – ვლადიმერ ბოჟაძე

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე 26 მაისი ღონისძიებასთან დაკავშირებით ვარაუდს გამოთქვამს, რომ ამ დღეს ოპოზიციას კონკრეტული გეგმები აქვთ დაპირისპირების გამოწვევის თვალსაზრისით:

რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი დავალება მიიღო ქვეყნის გარედან, რომ მათ შორის, 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის დღე აქციონ დაპირისპირების დღედ.

თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ორგანიზებას უკეთებს რადიკალურ ჯგუფებს, მათ შორის, ჩამოჰყავთ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობით…

ეს იმას ნიშნავს, რომ 26 მაისს ისინი გეგმავენ გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ [ღონისძიებას].

სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ისევე როგორც 9 აპრილი აქცია დაპირისპირებად, ახლა გეგმავენ ეს ყველაფერი 26 მაისს განახორციელონ“, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.