პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 31

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა” – ამერიკის სეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს პარტია “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაციის შესახებ:

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სს “თელასი”: 29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაგრატიონის, ზუგდიდის, ბათუმის, ცემის, ფოთის, კედიას, ევდოშვილის, სოხუმის, ფიფიას, სტანისლავსკის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის, მირცხულავას, ბაღის, წყალტუბოს, აგლაძის, კარალეთის, გუდაუთის, გოგოლაურის, გაფრინდაშვილის, გვეტაძის, ელიავას, დიდუბის, ხოშარაულის, ქუთაისის, ბარათაშვილის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, ბაქრაძის, დიდუბის, გუდაუთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, წერეთლის გამზირის (ნაწილონრივ), სტანისლავსკის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV, V ქუჩების, ლორთქიფანიძის, აზა ადამიას, თოიძის, ჭიჭინაძის და ნატო გიორგაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფიევას, მეფე ლუარსაბ პირველის და ვირსალაძაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები…” – პეტრე ცისკარიშვილი

ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუსით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატები და ეწოდებოდნენ ოპოზიციად”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაშვილის განცხადებაზე არჩევნებთან დაკავშირებით:

ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს მიდგომა, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ ორგანიზაციასაც, რომ ივანიშვილს თურმე შეუძლია ჩაგვიტაროს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებს, ისე გადაახევს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოებას და ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუს-ით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, ჰქონდეთ პარლამენტში ფრაქცია, იყვნენ ფრაქციის თავმჯდომარეებიც და “ოცნების” ოპოზიციად ეწოდებოდნენ და მოწყობილი სამსახურებრივად.

ეს არის ერთადერთი ამოცანა იმ ადამიანების, რომლებიც მზად არიან ივანიშვილის რეჟიმის, მისი მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე შევიდნენ საპარლამენტო არჩევნებში და როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და ჩაგვიტარეთ საპარლამენტო არჩევნები, აქ სად არის ლოგიკა? რატომ თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს?

ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში არიან იზოლირებულები და არჩევნები ტარდებოდეს, ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ეს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილი.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. მის მიმართვას შს სამინისტრო ავრცელებს:

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში.

ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“ – პატივისცემით, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური.

“სად გაიზარდნენ?! ვინ არიან?! მერე სუფრაზე დაჯდებიან და სადღეგრძელოზე ფეხზე წამოდგებიან, ქალების სადღეგრძელოს იტყვიან” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარს აკეთებს სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, როცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სასამართლოს შენობა მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და რა დროსაც, ოპოზიციონერმა ლიდერმა გააპროტესტა გოგონას მიმართ ძალადობა:

,,სად გაიზარდნენ?! ვინ არიან?! მერე სუფრაზე დაჯდებიან და სადღეგრძელოზე ფეხზე წამოდგებიან, ქალების სადღეგრძელოს იტყვიან და ქართველობაზე ილაპარაკებენ. ეს არის კობახიძე, კობახიძეა ეს, ხალხნო ივანიშვილია ეს, არაქართველები, უნამუსოები. ქალებს ურტყამენ, თქვენ არ გაქვთ ახლა კადრები?! ქალებს ურტყამენ, თქვენ პროპაგანდისტულ მედიას გეკითხებით, გაბედავთ გაუშვებთ იმას [კადრებს], რომ ქალებს ურტყამენ?!

არა გაქვს იმ ქალებთან მიმართებაში სოლიდარობა წეღან, რომ მაგრად მისვამდი კითხვებს?! არა გაქვთ?! ხმა მაინც ამოიღეთ იმაზე, როგორ იქცევიან – ქალებს ურტყამენ ხელ-ფეხს, უკვე. ქალებს ურტყამენ-მეთქი გეუბნები, არ გრცხვენიათ, ერთხელ მაინც გააშუქეთ.

რას გაყენებდი, კი არ გაყინებ თქვენ ხართ მატყუარა რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც აყალბებთ ყველაფერს. ამ ყველაფერს დახატავთ, რომ ისინი არიან გმირები. მიმიფურთხებია ეგეთი კაცობისთვის, როგორც ესე იქცევიან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სასამართლოში მომხდარი დაპირისპირება

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა”

მსურს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო: ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიასპორასა და ჩვენს ქვეყანას შორის კავშირი. ეს დამოკიდებულება ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ. დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ზარქუამ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე დიასპორასთან ერთად კატალონიაში ვიზეიმე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ქორეოგრაფს და სასულიერო პირს, ვინც ცდილობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ღირებულებები და კულტურა შეუნარჩუნოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გრანტებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე და ცდილობს მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. მსოფლიო გადანაწილებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეს გავაკეთეთ. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობასთან დაკავშირებით, კონკრეტული კითხვებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

მე პირადად, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!

დავიჯერო ასე მარტივად დათმო პარტიაში პოზიციები?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“სალომე ზურაბიშვილი, თან ამბობს გაერთიანდითო და თან ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს გაერთიანება…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

სალომე ზურაბიშვილი, თან ამბობს გაერთიანდითო და თან ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს გაერთიანება…

🙄🙄“დიდი გასეირნება”😂“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ასეა როცა სახელმწიფო იქცევა კრიმინალურ სტრუქტურად” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნება-განმარტებებით ეხმაურება თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ფაქტს:

დაბრუნდა ხალიფატი საქართველოში. იქამდეა მისული შეიხებთან ივანიშვილის მაფიოზური ურთიერთობა, რომ პირდაპირ მოატაცებინა მისგან დევნილი კაცი.

რა თქმა უნდა, ეს საქმე ვერ ჩაივლიდა ილხამ ალიევის გარეშეც. იკითხავთ სანაცვლოდ რა? დავით გარეჯი ალიევს, მიწები, სოფლები, კურორტები ფეშენ კორპუსები თბილისში არაბებს და ასევე ოლიგარქის შავი მილიარდების გათეთრება არაბულ ბანკებში ორმხრივი სარგებლობის ბაზაზე.

ახლახანს პრემიის სახით ჩვენი ქვოტაც კი დაუთმო მსოფლიო ტურიზმის ლიდერის პოსტზე და აირჩია არაბი. ასეა როცა სახელმწიფო იქცევა კრიმინალურ სტრუქტურად“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა:

პირდაპირ მურუსიძის ხელმოწერით იგზავნება სააპელაციოს ჯარიმები, ზეპირი მოსმენის გარეშე.

არადა კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.