პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
Home Blog Page 29

“რასაც ანაკლიის ირგვლივ სჩადიან, დანაშაულია” – რომან გოცირიძე

ანაკლიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 29 მაისს, მთავრობამ ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა ჩინური კომპანია. მიუხედავად ამისა, ანაკლიას დღემდე არა ჰყავს უცხოური ინვესტორი და ახლა აცხადებენ, რომ ჩინურ კომპანიას თანაინვესტორი უნდა შევურჩიეთო.

2020 წლის ბოლოს ანაკლია უკვე მწყობრში უნდა ყოფილიყო. დაიკარგა დრო, ფული და ქვეყნის სტრატეგიული სიძლიერე.

რასაც ანაკლიის ირგვლივ სჩადიან, დანაშაულია“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რატომ ისაკუთრებს სალომე ზურაბიშვილი ყველა ეროვნულ თარიღს?!” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის კონკრეტული შეკითხვები საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ:

რატომ ისაკუთრებს სალომე ზურაბიშვილი ყველა ეროვნულ თარიღს?!

31 მარტს შეკრიბა ხალხი და ილაპარაკა არაფერზე…

26 მაისს შეკრიბა ხალხი და ისევ არაფერზე ილაპარაკა.

თუ მისი მიზანია (როგორც თვითონ ამბობს) ყველას გაერთიანება, რატომ დგას მარტო სცენაზე, რატომ არ დგას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, რატომ არის სცენა და მიკროფონი მხოლოდ მისი, რატომ არ აბარებს ხალხს ანგარიშს?

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად წელავს პროცესს და მავნებლურად იკავებს პროცესის ლიდერობის ნიშას, არადა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა.

პ.ს. მე კი ზუსტად იგივე აზრის ვარ სალომე ზურაბიშვილზე რაც 2018 წელს და კიდევ უფრო ადრე მქონდა, მაგრამ იქნებ ვინმეს აქვს სხვა ახსნა“, – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მე წამართვეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხება ჩემს შინაგან თავისუფლებას და ჩემს გამარჯვების რწმენას” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ საბრძოლო განწყობაზე და საზოგადოებას მოქმედებისკენ, ერთიანობისკენ მოუწოდა:

,,ახლა, როცა ვხედავ გაერთიანებულ საქართველოს საქართველოს ქუჩებში, ახლა როცა ვხედავ შემართებას, განწყობას, საბრძოლო სულისკვეთებას, როცა ვგრძნობ ხალხის სითბოს ყველა მხრიდან, მათ შორის, ჩემ მიმართ, ტყუილად არ ჩაუვლია ამ სულისკვეთებას.

სიტუაცია არის ძალიან მარტივი – მოქმედება, კიდევ ერთხელ მოქმედება, ძალიან მყარი რიგების შეკვრა, ერთიანობა და გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე.

ჩემო ძვირფასებო, მე წამართვეს სატელეფონო ურთიერთობის უფლება მრავალი წლის განმავლობაში მე წამართვეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხება ჩემს შინაგან თავისუფლებას და ჩემს გამარჯვების რწმენას, რაც დრო გადის ეს რწმენა სულ უფრო მიძლიერდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ

აჭარაში “კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობს ტრენერები და შეფმზარეული, რომლებიც სერვირების, ავთენტური, აჭარული კერძების განახლებული ვერსიების მომზადების, უსაფრთხოების, სოციალური მედიისა და მარკეტინგის მიმართულებით ატარებენ პრაქტიკულ სწავლებებს.

პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო. ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფლობს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური მიმართვა გააკეთა სასამართლო პროცესზე:

,,მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ინიცირებული.

დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.

დღეს მე კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს, საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს – ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს ,,აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში“, – წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ფარისევლობის ზეობაა!!! რომ არ ვიცოდე სიმართლე ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და დაუკონკრეტებელ მინიშნებებს აკეთებს:

ფარისევლობის ზეობაა!!!

რომ არ ვიცოდე სიმართლე ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება და სისულეების მოსმენა თითქოს ყველაფერი კარგადაა და მე არ მაქვს უნარი დავინახო!

▫️ახლა ის პერიოდია ყველაფერი დრომ და სივრცემ უნდა დაალაგოს…

▫️ძალიან ბევრი ნეგატივია დაგროვილი და ბალანსისთვის საჭიროა ის რაღაც რაც ამას გაანეიტრალებს და დააბალანსებს…

▫️ვიღაცეების ქედმაღლობა, ზე-ადამიანობის მრავლად გამოვლინება, გაურკვევლობა, აპათია, ნიჰილიზმი, აგრესია, რადიკალიზმის მცდელობები, გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება, დაბოლების მცდელობა დიდი დოზებით.

– აი ეს როცა მომრავლდება მერე აუცილებლად რაღაც ხდება მოულოდნელი, ქარიშხალის მსგავსი…

▫️ასე რომ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

“დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება” – თემურ ჯანაშია

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება. პრეზიდენტი გამოსცემდა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განკარგულებებს, რომლებსაც ასრულდება სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები და ამაში არანაირი კრიმინალი არ არის”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თემურ ჯანაშიამ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით:

ეს საქმე გრძელდება წლების მანძილზე, უკვე ათეულს გადასცდა. ის რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არია, ყველასთვის გასაგებია.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენი ყოყმანის შემდეგ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა, რადგან აქ ძალიან მარტივი ქეისი.

პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს და სახელმწიფო და სპეციალური სამსახური, რომელიც ასრულებდა ამ განკარგულებებს, ამაში კიდე კრიმინალი არაფერია”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

“ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ირონიულ სტატუსით ეხმაურება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპასუხო წერილს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე:

,,ივანიშვილმა აშშ საელჩოს საპასუხო უსტარი შეაგება:

ჩემი თავის იმედი არ მაქვს, რომ ჩემს ფულებში არ გაგცვლითო; ამიტომ სჯობს ცდუნებას არ მივეცე და სახელმწიფოს საქმეებზე საერთოდ არ დაველაპარაკები ამერიკელებსო;

სინამდვილეში, ჯერ ჩემი ფული მომეცითო (სანქციები მომიხსენით); და მერე დაგელაპარაკებითო

მოკლედ ხომ გახსოვთ “თორმეტი სკამიდან”: Утром деньги, вечером стулья. Вечером деньги, утром стулья. НО деньги вперед – ასეა დღეს ივანიშვილი. ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣”, – წერს გიგი უგულავა

“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს ე.წ. ქოცებთან დაკავშირებით:

,,ვიცი, ქოცებს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ (მათი მთავარი ემოცია სიძულვილი და მომხვეჭელობაა), მაგრამ შედარებით ქვე-ქოცებს ცოტათი მაინც არ რცხვენიათ ამ მართლაც პლანეტარული ხიხოს გამო?! რომ შეგარცხვენს და დაგაკნინებს თავისი მდაბიო სამარცხვინოობით…

ამის არა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო კი ალბათ დიდი შფოთვანარევი წყენა აქვთ ძირძველ პროტოქოცებს – ნაღდებს, ჩაბოღმილებს და ბოღმაგამოუთქმელებს…

2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რადგან ჭეშმარიტი ქოცი აღარ დაიტოვა ამ მეთოჯინე კაცმა ახლო-მახლო – ვინც ქოცი იყო, გააქრო და სხვებში ადღვიბა და ვინც კი “ნაცი” იყო, უმეტესობა შეიზილა, ამოისვა და რაღაცად აღაზევა…

აგერ დღევანდელი შს “მინისტრი”: წინა ხელისუფლებაში არმყოფი ზურა ჯაფარიძე რომ ჩასვეს ციხეში, ამ ალიტერაციად ქცეულ სახელ-გვარიან კაცთან, ნაცთა მანდატური და კიდევ სხვა რამეებიც რომ იყო, “კომისიას” შეკითხვები არ ექნება, არა? არ შეეკითხებიან, არა, როგორი იყო შაშკინ-კოდუების მოხელეობა?!

რამხელა ბოროტი და მდაბიო ცინიზმია ეს ყველაფერი…

პროტოქოცი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? თუ სიტყვა “ფიქრი” აქ სრულიად ზედმეტია…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე