შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 28

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო ჩარკვიანი

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა 19 წლის სტუდენტ გოგონებს. ფაქტს მძიმე შეფასებებით ეხმაურება, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ტროლთა “ანონიმსჩიკთა ინსტიტუტი” შექმნეს თავად, (ხომ გახსოვთ რუსთაველის 12-ში ტროლთა და ბოტთა “ქარხანა”) თავად შექმნეს მლანძღველთა, ღიად მლანძღველთა, ცილისმწამებელთა “ტალახისმსროლელთა ინსტიტუტი”, არავის გაუპროტესტებია სიტყვა არ დასცდენიათ ხელისუფლების მსახურთ, პირიქით, გინებას უწონებდნენ ერთმანეთს პარლამენტში და დედის მაგინებელი, ღიად მაგინებელი უბინძურესი სიტყვებით პარლამენტის ტრიბუნიდან, პირდაპირ დადეს პრეზიდენტად (დააწინაურეს – დააჯილდოვეს)

P.S.
ახლა, რომ შენს გამო (ქალი რომ ხარ და) შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა, ნეტავ როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება?!
თუმცა, შენი ნებაა😂🤷🏼‍♂️ იცხოვრე რაა, რადგან არჩევანი არ გაქვს ანუ თავად არ დაიტოვე, თავად არ დაიტოვე და ეს გზა აირჩიე!🤷🏼‍♂️

და კიდევ:
საკუთარ თავზე მეტად, არავინ იცის თავად ვინ ხარ, როგორი ხარ, რა ხარ და რა შეგიძლია, ვინ ხარ, ხარ თუ არა მონა – მოსამსახურე, საკუთარ თავზე მეტად – უკეთ არავინ იცის! ასე რომ… იცხოვრე რა🤷🏼‍♂️🧐 მთავარია მომავალში როგორ შეძლებ რომ გაპატიონ “ეგ არჩევანი”…
რა სამარცხვინო ამბავია…“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

2024 წელს საქართველოში მომხმარებლების 35.5% „Samsung”-ის, 22% კი „Apple”-ის ტელეფონებს იყენებდა

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. კერძოდ, საქართველოში, მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 35.5%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება Apple-ს, 2023 წელთან შედარებით მისი წილი 2.2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, პროცენტული წილი 0.9%-ით შემცირდა და 13.8%-ს გაუტოლდა. 4.4%-ით შემცირდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2024 წლისთვის 2.2% შეადგინა. რაც შეეხება Huawei-ს, მისი წილი 0.8%-ით შემცირდა და 3.3% შეადგინა. უცვლელი დარჩა Lenovo-ს წილი, რომელიც 2023 წლის მსგავსად, 2024-შიც 0.5% იყო. LG-ის წილი 0.1%-ით შემცირდა და 0.2%-ს გაუტოლდა. 0.1%-ით შემცირდა Sony/Ericsson-ისა და ZTE-ს წილები და ორივე მათგანმა 0.1% შეადგინა. არ შეცვლილა TCT-ს წილი და 2024 წელსაც, 0.1%-ს უტოლდებოდა. HTC-ის წილი კი 2024 წელს 0.03%-ს უდრიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.07%-ით ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 6.1%-ით გაიზარდა და 22.2% შეადგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო! თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა.

ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა.

პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა.

პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს – ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის

30 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.

მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

28 მაისი – 2.7357;
29 მაისი – 2.7349;
30 მაისი – 2.7342.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0008 ლარით  და 1 აშშ დოლარი 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7334 ლარი ეღირება.

მაისი ევროსთან მიმართებაში რყევებით გამოირჩეოდა, იყო სერიოზულიც, ხოლო თვის შუა რიცხვებიდან რყევები გაუფასურებით მიმდინარეობდა, თომცა ბოლო ვაჭრობებზე იყო გამყარების მომენტებიც. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

28 მაისი – 3.1042;
29 მაისი – 3.0984;
30 მაისი – 3.0861
.

3-დღიანი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0108 ლარით და 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0969 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა და ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6846 ლარი (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0697 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6581 (გამყარდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6073 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1062 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3160 ლარი (გაუფასურდა 0.0122 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7995 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1939 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7835 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8995 ლარი (გაუფასურდა 0.0135 ლარით).

მაისის თვე ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევა, ბოლო დღეებში კი, სტაბილურობასთან ერთად, სახეზე იყო გაუფასურებაც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 მაისი – 3.4214;
29 მაისი – 3.4347;
30 მაისი – 3.4790
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0044 ლარით და 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4746 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“ცოტა ხნით ქოცებმაც იგრძნონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს რეჟიმთან დაპირისპირება” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი “FARA”-ს ამოქმედების შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროსთვის კანონის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების კონკრეტულ იდეას სთავაზობს:

ანტიკორუფციულის რაჟდენამ რომ დანოსების მეილი გახსნა, ვისაც ვინმე დიფსთეითა ენჯეოშნიკი გეგულებათ სადმე, აქ ჩაუშვითო, აი, სულ მთავრობის და პარლამენტის წევრთა მისამართები უნდა გაუგზავნო და საერთოდ ვისაც სადმე ურჯუკი ქოცი გეგულებათ, ყველა რაჟდენასთან უნდა გადაამისამართო როგორც აგენტი და სდიოს მერე სუსმა მაგათ.

ცოტა ხნით ქოცებმაც იგრძნონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს რეჟიმთან დაპირისპირება“, – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”

ქვეყანაში გახშირებული დაჯარიმებებისა და დაპატიმრებების ფაქტებს, მძიმე შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვებით, ეხმაურება ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

განა ის მიკვირს, თვითგადარჩენის ინსტიქტით ძალაუფლება რომ ასე ჰაერზე აპატიმრებს ადამიანებს, აჯარიმებს უქონელთ, სხვა და სხვა დროით ციხეში რომ უშვებს და ცხოვრების საუკეთესო წლებს ართმევს კარგ ადამიანებს, უფრო ის მიკვირს, როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს, ან ძილის წინ მაინც სინდისი როგორ ემალებათ, რომ მოსვენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ახერხებენ, როცა მხრებზე ამდენ ცოდვას ირგებენ, ან როგორ ზიდავენ ამ სიმძიმეს, რისგან არიან შექმნილნი?…

თუ აღარც ეს უნდა მიკვირდეს?

როგორ, როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის ფონზე ცხოვრებას, მასწავლეთ, იქნებ ასე უფრო ადვილია, თუმცა მაინც მგონია რომ ასე რთულია, შეუძლებელი, როგორ ახერხებთ შეუძლებელს?
როგორ?” – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

2024 წელს მობილური მომსახურებებიდან „მაგთიკომმა“ – 410 მლნ, „სილქნეტმა“ – 305 მლნ, „სელფი მობაილმა“ – 149 მლნ მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 77 მილიონი ლარით გაიზარდა და 865 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 47% – „მაგთიკომზე“, 35% – „სილქნეტზე“, 17% – „სელფი მობაილზე“ და 0.2% – „ჰალოზე“ მოდიოდა.

„მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 25 მილიონი ლარით მეტი – ჯამში 410 მილიონი ლარი მიიღო. „სილქნეტისთვის“ შემოსავალი 30 მილიონით გაიზარდა და 305 მილიონი ლარი შეადგინა. „სელფი მობაილის“ შემოსავალი 2023 წელთან შედარებით, 22 მილიონით გაიზარდა და 149 ლარი შეადგინა. ხოლო „ჰალოსთვის“ შემოსავალი 630 ათასით გაიზარდა და 2 მილიონ ლარს მიაღწია.

2024 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში 1 აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU), 2023 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 13.2 ლარი შეადგინა. ოპერატორების ჭრილში კი, გასულ წელს „მაგთიკომისთვის“ ARPU-ს მაჩვენებელი 0.4 ლარით გაიზარდა და 15 ლარი შეადგინა. „სილქნეტის“ აბონენტებისთვის ეს მაჩვენებელი 0.1 ლარით გაიზარდა და 13.4 ლარი შეადგინა. „სელფი მობილის“ შემთხვევაში კი ARPU-მ 0.9 ლარით მოიმატა და სულ 9.8 ლარი გახდა. რაც შეეხება „ჰალოს“, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 0.5 ლარით დაიკლო და 8 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

“თუ ჯერ არ დაუჭერიხართ, გაუტაცებიხართ ან დაუწიკებიხართ, ნუ გგონია რომ არ შეგეხებიან…” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში სექმნილ რეალობაზე საუბრობს და საზოგადოებას ერთგვარი გამაფრთხილებელი პოზიციით მიმართავს:

თუ ჯერ არ დაუჭერიხართ, გაუტაცებიხართ ან დაუწიკებიხართ, ნუ გგონია რომ არ შეგეხებიან… იცოდე, რომ დასაწიოკებელთა სიაში შენც ხარ, უბრალოდ სიის თავში არ ხარ და შენამდე სხვებს აწიოკებენ.

სოლიდარობა და თანადგომა ყველა უსამართლოდ დატუსაღებულს, ნიკა მელიას“, – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა” – თეა წულუკიანი

პარლამენტის დეპუტატი, თეა წულუკიანი მხარდაჭერას უცხადებს მარიამ ლაშხს და შეფასებებს აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა.

გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეა წულუკიანი.

ინფორმაციისთვის: დეპუტატ მარიამ ლაშხთან მიმართებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად და ეფესბეს ინსტრუქტორებიანად” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს:

ეფესბე ამეცადინებს ამათ, “მუხლები არ უნდა აგიკანკალდეთ არაფერზე, განსაკუთრებით დაჭერებზე, ბოლომდე უნდა მიაწვეთო“.

სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად და ეფესბეს ინსტრუქტორებიანად“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.