შაბათი, ივნისი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 27

“სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – ელისო კილაძე

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ავიაციის დიდი ნაწილის განადგურებას კონკრეტული პირები საქართველოში მწუხარებით შეხვდნენ, აღნიშნავს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და სტამბულში დღეს დაწყებულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს კონკრეტული ვარაუდებით ეხმაურება:

ღიად ვერ ბედავენ და აქა იქ წუწუნებენ მორუსეთო ტიპები, ნუ გიხარიათ უკრაინელების თავდასხმა, მძიმე პასუხს გასცემენ რუსები უკრაინასო🙄

ცოცხი ვერავის გადაუღუნონ – სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სრულ სოლიდარობას უცხადებს მას:

ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას.

ყველანაირი კანონის დარღვევით მისი დაჭერა არის რეჟიმის ცხოველური შიშების და სისუსტის გამოხატულება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ქოცებო. რუსეთს სტრატეგიული ავიაცია აღარ ჰყავს😊” – ნიკოლოზ ვაშაკიძე

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ავიაციის დიდი ნაწილის განადგურებას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, ეხმიანება და მმართველი გუნდის მიმართ ირონიულ მინიშნებებს აკეთებს პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე:

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ქოცებო. რუსეთს სტრატეგიული ავიაცია აღარ ჰყავს😊

ხო… ზელენსკია კლოუნი და თქვენ მყავხართ ნაპოლეონის და მაკედონელის ჰიბრიდები კიდო😃” – წერს ნიკოლოზ ვასაკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“აი, ამ სიგიჟეს ირაკლი კობახიძე ლამის ყველა თავის ინტერვიუში იმეორებს და უთქვამს პოლიციის დღეზე” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის პოზიციას – “ძალზე მასშტაბული ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია“, – კონკრეტული შედარებებით და შეფასებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

აი, ამ სიგიჟეს ირაკლი კობახიძე ლამის ყველა თავის ინტერვიუში იმეორებს და უთქვამს პოლიციის დღეზე.

ჩვენ ნაცების და გახარიასგან განახვავებით მიტინგები ისე დავშალეთ, გრძელვადიანი ზიანი არავისთვის მიგვიყენებიაო.

კარგად რომ გავიაზროთ, რას გულისხმობს:

მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს მაკო გომურმა თვალი რომ დაკარგა, ახალი თვალი ხომ აღარ ამოუვა და ეს ამიტომ გრძელვადიანი ზიანი ყოფილა და ამათ ახალგაზრდები კი ცემეს სასიკვდილოდ, დაკავებულები მიკროავტობისებში კი აწამეს, ძირს დაგდებულებს სახეში წიხლები კი ურტყეს და პოლიტიკოსები თუ აქტივისტები ძვლებშიც დაამტვირეს, მაგრამ ის ძვლები ხომ გამრთელდა, ამიტომ გამოდის, გრძელვადიანი ზიანი არავისთვის მიუყენებიათ და უფრო კეთილშობილები არიან.

აი, ასეთ ლოგიკას აჭმევენ თავიანთ ამომრჩრველს🙁“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ფუნქციონირების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით:

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებასი.

“დღესაც ასეა, ქოცების ბოროტება არაა გასაკვირი, ივანიშვილის ბუნება ასეთია – ხარბი, იმორალური, ბოროტი” – გია ჯაფარიძე

ისტორიული ფაქტების მოშველიებით კონკრეტულ შეფასებებს და შედარებებს აკეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე და საზოგადოებას ერთგვარ არჩევანს სთავაზობს:

საბჭოთა რუსეთში 70 წლის მანძილზე რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი დახოცეს. გასაკვირი არაა, რომ ბოლშევიკები ხალხს ხოცავდნენ. ასე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას.

გასაკვირი ისაა, რატომ გაყვა მორჩილად ცხვარივით რამდენიმე მილიონი ადამიანი ბოლშევიკებს სასაკლაოზე.

გასაკვირი ის რამდენიმე მილიონი წერილია, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს აბეზღებდნენ.

გასაკვირი ისაა, რომ რამდენიმე მილიონი ადამიანის მკვლელობას და წამებას დუმილით ხვდებოდა დანარჩენი რამდენიმე ათეული მილიონი.

დღესაც ასეა, ქოცების ბოროტება არაა გასაკვირი, ივანიშვილის ბუნება ასეთია – ხარბი, იმორალური, ბოროტი. ქოცი ასე მოიქცევა, ასე ინარჩუნებს ძალაუფლებას, ასე ძარცვავს ყველას. გასაკვირი დუმილი და ცხვარივით მორჩილებაა. თუ მაინც გვხოცავენ, წინააღმდეგობა მაინც გავუწიოთ“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 2 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

2 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომოს დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთულუღის დასახლების IV, XII ქუჩების, ერევნის, ცუცქირიძის, კალატოზის, გრემის, გაბისკირიას, ვახტანგ მეექვსის, სპარტაკის, ბახვის, ელენე ახვლედიანის, ბაჩანას, კარდანახის, სამოქალაქოს, საამურის, ურიცკის, ქედის, შემოსავლის, აბდუშელიშვილის, მესხიშვილის, ერისთავის, მაცეხის, გიორგი წერეთლის, ლომოურის, ხარაგაულის, ხივინის, ავლაბრის, ხარაბაძის, ჯიქიას, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ზავრიევის, ჩოჩუას, ჯიქიას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, წულუკიძის, სამგორის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ” – კახა კალაძე

ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.

ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის.

ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მერი აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19 წლის სტუდენტებს, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს, სასამართლომ, სასჯელის ზომად, 12-12 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, იყო პროტესტიც.

საპატიმროდან, თავიანთ თანამებეძოლებს, საზოგადოებას ემოციური წერილით მიმართეს პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდებმა და მინიშნებაც გააკეთეს მმართველი პარტიის მიმართაც:

საქართველოში, 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” ყვირილის გამო, არის კატასტროფა!

ჩვენ არც შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ!

აჯანყდით!

გაბრაზდით!

ბრძოლა ბოლომდე!

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“, – წერს ლიკა ლორთქიფანიძე.

 

 

 

 

მომიყვნენ, რა მაგრებიც ხართ. იმიტომ არ მეშინოდა დაჭერის, რომ ვიცი, მე თუ დამიჭერდნენ თქვენ არ გაჩერდებით❤️

მადლობა სოლიდარობისთვის❤️

მალე გავა დრო, მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა, აქამდე რა უჭირდათ.

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია❤️

დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს❤️“, – წერს თათია აფრიამაშვილი.

 

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!” – ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ულოცავს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი “პსჟ”-ს საფეხბურთო გუნდთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას და გოლის გატანას ემოციური შეფასებებით ულოცავს:

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!

ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.

მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს