შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 26

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის მარჯვენა”-ს იხსენებს და კონკრეტულ პარალელს ავლებს რომანის მთავარ გმირ მეფე გიორგისა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შორის:

კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” მომაგონდა, სადაც მეფე გიორგის მწერალი გლახუნად – გლახუნა ავშანისძედ წარმოგვიდგენს და ბოლოს ფინალში კლავს გლახუნად ანუ უბრალო მოკვდავად, ანუ ხალხად ერთ მოკვდავ ადამიანად…

ახლა ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული, ეს ფრიად (რბილად რომ ვთქვათ) “უხერხული” ფრაზა: “ხალხთან და ცოტა ზემოთ”😂

სწორედ ზურაბიშვილის ამ ფრაზის გამო მომაგონდა კონსტანტინეს “დიდოსტატის მარჯვენა” და მწერლის ეს გადაწყვეტილება მისი გმირის – მეფე გიორგის მიმართ.

ჰოდა “გლახუნად “ – გლახუნა ავშანისძედ რომ შეუძლია ყოფნა ადამიანს, აი სწორედ ის არის ლიდერი – ნამდვილი ლიდერი, ვინც იცის რომ ერთ-ერთია, ხალხშია, მოკვდავია უბრალო და არა ხალხზე “ზემოთ”.

მიყვარს ეს უთუოდ დიდი მწერალი – კონსტანტინე გამსახურდია…“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს“, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა წლების წინ, ისინი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს, კონკრეტული მინიშნებებით:

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას – მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას.

ლელოზეა ეს დამოკიდებული.

თუ ლელო არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).

და თუ არცერთი მეინსტრიმ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება.

დიდებული იქნება, თუ ლელო არ აყვება “მთავარ ოპოზიციურ ძალად” ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო იქნება თავისუფალი და ძლიერი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვის დროს, საზოგადოებისადმი ემოციური მიმართვისას, პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს და სჯერა გამარჯვების:

,,ჩემო მეგობრებო, არაფერზე არ ინერვიულოთ!

ჩვენ ვართ შეკრული ერი! ჩვენ გვაქვს გამარჯვების რწმენა! ჩვენ ვართ ბევრნი! ჩვენ ვართ ქართველები!

ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენ აუცილებლად, ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ და საქართველო იქნება თავისუფალი და ძლიერი!

აბა თქვენ იცით! ბოლომდე! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და მოხდეს ის, რასაც ამდენი ხანი უშედეგოდ ცდილობენ მიაღწიონ” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში სერიოზული დაპირისპირების საფრთხეს ხედავს და მიაჩნია, რომ უნდა აღიკვეთოს ქუჩის გადაკეტვა:

რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და მოხდეს ის, რასაც ამდენი ხანი უშედეგოდ ცდილობენ მიაღწიონ.

სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში.

თუ ეს მოხდება და სავსებით შესაძლებელია მოხდეს, ვის დაედება პასუხისმგებლობა? იფიქრონ ამაზე ვისაც ეს ეხება. აღკვეთონ გადაკეტვა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ საკითხებს განიხილავს და მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ივანიშვილი პირიქით მოქმედებს.

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ძლიერი მეგობრების შეძენაზე. ივანიშვილი პირიქით იქცევა.

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს გადარჩენის მიზნითაც. ივანიშვილი პირიქით მოძრაობს.

ყველა სახელმწიფოს ხელს უნდა აძლევდეს მტრის დასუსტება. ივანიშვილის რეჟიმი გულშემატკივრობს და ეხმარება კიდეც მტერს.

იმედია, ამ ოთხ ფაქტს ყველა იზიარებს. საკამათო არაფერია.

მოდი ახლა მივყვეთ იმ ლოგიკას, რომელსაც ივანიშვილი ხალხს ახვევს თავს. ის გვეუბნება, რომ ოთხივე უნდა უარვყოთ და გადავრჩებით. ამას ზედ უმატებს კიდევ ერთს – მე ვარ მშვიდობის გარანტი. სანამ მე ვარ, ომი არ იქნება.

თავი დავანებოთ იმას, რომ ეს სრული სისულელეა. ვინც რუსეთთან ეს გზა აირჩია, ყველამ საპირისპირო შედეგი მიიღო.

მაგრამ კარგი – ვთქვათ, ამ სიგიჟესაც დავუჯერეთ. ალბათ იმაშიც ყველანი ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ძალაუფლება მარადიული არ არის. ბოლოს და ბოლოს, მოკვდავია.

ერთი სიტყვით, დადგა რეალობა, როცა მშვიდობის ,,გარანტი” ივანიშვილი აღარაა, რადგან არც ძალაუფლება და არც სიცოცხლე არაა მარადიული. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით – უსაფრთხოება არ გვექნება, მეგობრები არ გვეყოლება, არც ერთი ძლიერი გაერთიანების ნაწილი არ ვიქნებით.

რჩები სრულიად მარტო და აბსოლუტურად დაუცველი შენი დაუძინებელი მტრის წინაშე.
მერე რა ხდება?

გიწევს ომი – შენ და შენს შვილებს. ან დანებება და მონობაში ცხოვრება, სადაც რუსის ჩექმა მოგხვდება ყოველდღიურად თავში შენც და შენს შვილებსაც.

შესაბამისად, ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად.

ივანიშვილია ომის პარტია.

ეს უნდა გაიაზროს ყველამ. შენს თავს და შენს შვილებს წირავ ომისთვის ან მონობისთვის ან ორივესთვის ერთად.

მისივე ფსევდოლოგიკითაც კი ასე გამოდის.

ერთადერთი გზა ამ კაცის მოშორებაა“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორისა და მთაწმინდის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, ბაბუციძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხოს.

კახა კალაძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება, რადგან კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში, კანონში კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ასეთ დროს.

პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება, დაგიბაროს და კითხვები დაგისვას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის მფარველი და ფარი. პირიქით, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ხალხის, საზოგადოების წინაშე.

როდესაც დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე იცი, რომ კანონით დასჯადია, მაშინ უნდა იყო შეგუებული იმაზეც, რომ სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ნინი ჯანგირაშვილი: “ქოცობაზე უარესი განაჩენი ადამიანისთვის რა უნდა იყოს”

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ავიაციის დიდი ნაწილის განადგურების ფაქტის, საქართველოში კონკრეტული პირების მხრიდან, ერთგვარ იგნორირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

რა ბეჩავი და ბედკრული უნდა იყო, რომ ქვეყნის მთავარი მტრის, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მესამედის განადგურება არ გიხაროდეს, ან ამ სიხარულის გამოხატვის უფლება არ გქონდეს. იმ ავიაციის, რომელიც შენს ქვეყანას ბომბავდა და რამე რომ იყოს ისევ დაბომბავს.

ქოცობაზე უარესი განაჩენი ადამიანისთვის რა უნდა იყოს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მიუწვდომელია ქოცის გონება” – ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს:

მიუწვდომელია ქოცის გონება.

საკუთარი ღალატისგან ოჯახის დაცვისთვის ზეიმს აწესებს, მტრის აოხრებისგან სამშობლოს დაცვას დანაშაულად აცხადებს.

19 წლის ქართველი გოგონების ციხეში წასვლას ზეიმობს, გლოვობს რუსულ ბომბდამშენებს, ქალის 7 წლით ციხეში წასვლა კანონის უზენაესობა ჰგონია, კაცის გაწითლებული ლოყა – საუკუნის დანაშაული, მიწაზე დაგდებულის წიხლებით ცემა სახელმწიფოს დაცვას ეძახის, პოლიციელისთვის ბოთლის სროლა სახელმწიფოს დაქცევა ჰგონია.

თუ ვინმემ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, ფეხზე წამოდგომაში დაგვეხმარა, ყველა მტრად შერაცხა, ვინც ქვეყანა აგვიოხრა, ისევ უბეში უძვრება და თან უნარ-ჩვევების გამოცდა გააუქმა😊 ჩვენს “ღირებულებებს” არ შეესაბამებო. ძნელი დასაძლევი აღმოჩნდა😊“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.